x
image
natia.a
სმარტფონების საოცარი ფუნქცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - ექიმები მის გამოყენებას გვირჩევენ!
image

იცოდით, რომ iPhone-ს აქვს ფუნქცია, რომელსაც უკიდურეს სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია? ჯული ტომპსონი, ამერიკელი ექიმი, გვიყვება იმის შესახებ, რაც iPhone-ის ბევრმა მფლობელმა არ იცის.

"ჩვენთან მოხვედრილმა ბევრმა პაციენტმა არ იცის, უკიდურეს შემთხვევებში როგორ დაუკავშირდეს ახლობლებს. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამ დროს ტელეფონის განბლოკვას ვერ ახერხებ."

აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციისადმი წვდომა შეიძლება მაშინაც კი, როცა iPhone დაბლოკილია. პრინციპი იგივეა, რაც სასწრაფო დახმარების გამოძახებისას.

მაგრამ ჯერ აუცილებელია გაჯეტის გამართვა. შედით სპეციალურ პროგრამაში, სახელწოდებით Health (ჯანმრთელობა), რომლის იარლიყი შემდეგნაირად გამოიყურება:
image

როცა პროგრამას გახსნით, ეკრანის ქვედა კუთხეში გამოჩნდება ნიშანი Medical ID. დააჭირეთ მას და შეავსეთ ანკეტა.
image

შეავსეთ ყველაფერი: სისხლის ჯგუფი, შესაძლო ალერგიული რეაქციები, წამლები, რომლებიც თქვენთვის უკუნაჩვენებია, და ა.შ. თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ისეთ სიტუაციაში მოხვდებით, რომ ლაპარაკს ვერ შეძლებთ, ამ უკიდურესად სასარგებლო ინფორმაციას ექიმი ნახავს.

ექიმს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ექნება მაშინაც კი, თუ თქვენ უგონოდ იქნებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად.


image

"მე სასწრაფო დახმარებაში ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. ჩვენთან რეგულარულად ხვდებიან ავადმყოფები, რომლებსაც არც ნათესავებთან დაკავშირება შეუძლიათ და არც იმის თქმა, საერთოდ ვინ არიან ან რა შეემთხვათ. ხშირ შემთხვევაში ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს ბევრი რამ არ ახსოვთ, არც ტელეფონის განბლოკვა შეუძლიათ, რადგან პაროლი დაავიწყდათ. უფრო ხშირად კი დაზარალებულები უბრალოდ უგონოდ არიან, ტელეფონი გვერდით აგდია, მედიკოსებმა კი არ იციან, რომელი წამალია საჭირო!".

ბევრ ადამიანს Medical ID-ს შევდება დროის ფუჭად დაკარგვად მიაჩნია. მაგრამ სინამდვილეში Apple საოცარ შესაძლებლობას გვაძლევს იმისა, რომ ტელეფონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაცამები შევიტანოთ, ყოველი შემთხვევისთვის... ვინ იცის რა მოხდება...

"გვქონდა შემთხვევები, როცა აიფონზე შევსებული ეს პროფილი ერთადერთი ხელმოსაჭიდი ინფორმაცია გამხდარა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა შეგვეტყო დაზარალებულის სისხლის ჯგუფი. ამ პროგრამამ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა."

თუ თქვენ Android-ი გაქვთ, ანალოგიური პროგრამა მისთვის არის ICE/in.

ასე რომ, ნუ დაიზარებთ და შეავსეთ შესაბამისი ინფორმაცია...


ასევე საინტერესოა:



1. iPhone-ს წარმოუდგენელი, აქამდე უცნობი ფუნქცია აღმოაჩნდა! - ძალიან გამოგადგებათ! (+ვიდეო)

image

2. შეცდომები, რომელთა გამოც თქვენი ტელეფონი სწრაფად ფუჭდება - გაითვალისწინეთ!

image

3. როგორ გავაშროთ წყალში ჩავარდნილი ტელეფონი - მარტივი ინსტრუქცია

image

4. გაფრთხილდით! - 5 რამ, რაც Facebook-მა თქვენს შესახებ იცის

image

5. გაინტერესებთ რამდენის გამომუშავება შეიძლება ინტერნეტით? - ამას ვერც წარმოიდგენდით!

image

0
3266
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0