x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ევროპელი მონარქების შოკისმომგვრელი, ამაზრზენი და შემზარავი უცნაურობანი
მეფეებიც ხომ ადამიანები არიან, ხანდახან მათაც ახასიათებთ უცნაური, უფრო მეტიც- საძაგელი ახირებები, რომლებიც სულაც არ შეფერება მათ სტატუსებს. ისტორია გვიამბობს მონარქების შესახებ, რომლებიც თავიანთი უხამსი და ამაზრზენი ჩვევებით გახდნენ ცნობილნი. აი, ყველაზე ტიტულოვანნი მათ შორის.


1. ტუალეტის ბიჭი, ჰენრიხ VIII


image


უამრავ სხვა რეფორმასთან ერთად ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-მ სამეფო კარზე მეტად საინტერესო თანამდებობა შემოიღო: "ტუალეტის ბიჭი". ბიჭუნა, რომელსაც არჩევდნენ ყველაზე სანდო მეფის კარისკაცების შვილებიდან, პირადად უნდა მომსახურებოდა მონარქს: ის ყველგან თან დაჰყვებოდა მეფეს პორტატული ტუალეტით და როდესაც ჰენრიხს მოესურვებოდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბიჭუნა ეხმარებოდა მას ამ საქმეში, პროცედურის დასრულების შემდეგ კი უკანალს უსუფთავებდა. ეს სამეფო კარზე მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობად ითვლებოდა, რადგან ტუალეტის ბიჭი კარისკაცებს შორის ყველაზე მეტად იყო დაახლოებული მეფესთან. უცნაური თანამდებობა ინგლისში დაახლოებით 400 წელი არსებობდა.


2. სახალხო თვითდაკმაყოფილება, კრისტიან VII


image


დანიის მეფეს კრისტიან VII-ს (XVIII საუკუნე) ძალიან უყვარდა თვითდაკმაყოფილება ხალხის თანდასწრებით. ის ამ საქმეზე იმდენად ბევრ დროს ხარჯავდა, რომ დანიის მთავრობამ არაერთგზის მოაწყო თათბირი, რომელზეც განიხილებოდა, თუ როგორ დაეღწიათ თავი მეფის ამ უხერხული ჩვევისაგან. ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მეფის ჯანმრთელობაზე, დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ სამარცხვინო ქცევის მიზეზი იყო ავადმყოფობა, რომელსაც ქრონიკულ ონანიზმს უწოდებდნენ. კრისტიან VII იყო სულიერად ავადმყოფი და იტანჯებოდა პორფირიზმით (როგორც ჩანს, სწორედ ეს დაავადება იყო მისი თავშეუკავებელი ონანიზმის მიზეზი). მეფის პირადმა ექიმმა სტრუნზემ წიგნიც კი დაწერა, რომელსაც "კრისტიანის მასტურბაციული სიგიჟე'' დაარქვა. მაშინ, როცა სტრუნზე მეფეს ვერაფრით აიძულებდა შარვალი ამოეწია და ქვეყნის მართვისათვის მიეხედა, ის თავად ღებულობდა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.


3. სიყვარული სიკვდილის შემდეგ, შეშლილი ხუანა I


image


ესპანეთის მეფე კარლ V-ის დედამ, დედოფალმა ხუანამ, თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა ფილიპე ლამაზთან ქორწინებაში. როგორც ჩანს, ფილიპეს ტყუილად როდი უწოდებდნენ ამ ზედმეტსახელს-ქალი სიგიჟემდე იყო მასზე შეყვარებული. როცა ფილიპე გარდაიცვალა, ხუანამ უარი განაცხადა ქმრის დაკრძალვაზე და მიცვალებული თავის საძინებელში დაასვენა. მთელი 12 თვის განმავლობაში, მიუხედავად სხეულის თანდათანობითი გახრწნისა, ხუანა ისე იქცეოდა, თითქოსდა ქმარი ცოცხალი ჰყავდა. ყოველთვის, როცა მას რაიმეს ჰკითხავდნენ ფილიპეს შესახებ, ქალი პასუხობდა, რომ მას სძინავს და მალე გაიღვიძებს. ხუანას ღამ-ღამობით ქმრის გვამთან ეძინა და მოსამსახურეს აიძულებდა პატივისცემით მოპყრობოდა მის სხეულს.


4. პარიკი საყვარლების ბოქვენის თმებისაგან, კარლ II


image


1651 წელს მეფე კარლ II-ს უცნაური ჰობი გაუჩნდა: ყოველთვის, როცა მას რომელიმე ქალთან ეძინა, განშორებისას მას აუცილებლად ამოაგლეჯდა ბოქვენის თმის რამოდენიმე ღერს. როცა საკმაოდ დიდი რაოდენობის თმა დაუგროვდა, მეფემ ბრძანა მისგან პარიკი დაემზადებინათ და ამ პარიკს ნელ-ნელა ამატებდა ახალ-ახალ თმებს. პარიკი ბოლოს და ბოლოს უზარმაზარ ხშირ ფაფარად იქცა. კარლ II-ემ ის შოტლანდიელი მსმელების კლუბს Beggar’s Benison-ს აჩუქა. კლუბის წევრებს პარიკი იმდენად მოეწონათ, რომ მათ დაიწყეს მისი ტარება ცერემონიების დროს.


5. ქმრის გული, მარია ელეონორა ბრანდენბურგელი


image


დედოფალ მარია ელეონორას თავისი ქმარი, მეფე გუსტავ ადოლფი ფულის და ტიტულის გამო როდი უყვარდა. ის მეფის გულმა დაიპყრო -ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. როცა ადოლფი მოკვდა, ქალმა მას გული ამოგლიჯა, რათა საშუალება ჰქონოდა მის გვერდთ დაეძინა. მარია ელეონორა მიცვალებული ქმრის გულს ოქროს კოლოფში ინახავდა, რომელსაც ყოველ ღამით დებდა თავისი საწოლის თავთან. უფრო მეტიც - რამოდენიმე კვირის განმავლობაში ის აიძულებდა თავის ქალიშვილს მამის გულთან ერთად დაეძინა, რათა უმამობა არ შეეგრძნო. ამ შემზარავმა საქციელმა კი გამოიწვია ის, რომ შიშის ნიადაგზე გოგონას ფსიქოლოგიური აშლილობა დაემართა და ამ ავადმყოფობით მთელი ცხოვრება იტანჯებოდა.


6. ფარუკი, მსოფლიოში ყველაზე დიდ პორნო-კოლექციის მფლობელი


image


ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეგვიპტელი მეფე ფარუკი იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი პორნო-კოლექციის მფლობელი. მეფე ხშირად ტრაბახობდა, რომ მას ჰქონდა "თოჯინებით" სავსე საწყობები რომიდან დაწყეული, კაიროთი დამთავრებული. მწერალი და ყოფილი სუტენიორი სკოტ ბაუერსი ამტკიცებს, რომ მან დაარწმუნა ფარუკი რამოდენიმე ყუთი პორნომასალა გაეგზავნა ცნობილი სექსოლოგის კინსისათვის. ბაუერსის თქმით, ამ ყუთებში იყო მხოლოდ და მხოლოდ არაბი მამაკაცების სურათები, გადაღებული პატარა გოგონებთან და ბიჭუნებთან. როცა ფარუკის იმპერია დაეცა, მისი პორნო-კოლექცია დატაცებული და განადგურებული იქნა.


7. სასიკვდილო ღორმუცელობა, ადოლფ ფრედრიკი


image


შვედეთის მეფეს ადოლფ ფრედრიკს ძალიან უყვარდა დესერტი, რომელიც წარმოადგენდა რულეტს ტკბილი კრემით. ერთხელ მან იმდენი რულეტი ჭამა, რომ კუჭი გაუსკდა და მოკვდა: 1771 წლის ერთ დღეს მეფემ ძღომაზე მიირთვა ომარები, ხიზილალა და კიდევ ბევრი სხვა დელიკატესი, სადილის შედეგ კი მოითხოვა კრემიანი რულეტები და გადასანსლა 14 ცალი ასეთი დესერტი. გასაოცარი სულაც არაა, რომ მას კუჭი ატკივდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა კიდეც. ასევე ისტორიაში შევიდა ინგლისის მეფე ჰენრიხ I, რომელიც გარდაიცვალა იმისაგან, რომ ზედმეტად ბევრი გველთევზა ჭამა.


8. შორს ჰიგიენა, იაკობ I


image


სერ ენტონი უელდონის ჩანაწერების მიხედვით, მეფე იაკობ I იყო ყველაზე არაჰიგიენური ადამიანი. ლეგენდის თანახმად, ის არასოდეს არ ბანაობდა, ხოლო თუ უელდონს დავუჯერებთ, მას ჰქონდა იმდენად გრძელი ენა, რომ პირში არ ეტეოდა. ყოველთვის, როცა მეფე სვამდა, სითხე პირიდან ეღვრებოდა და გამუდმებით ექცეოდა გულმკერდის მარცხენა მხარეს. იაკობი არასოდეს არ იბანდა ხელებს, უბრალოდ მსუბუქად იწმენდდა მას სველი ხელსახოცით. როგორც ჩანს, ეს იყო ჰიგიენის ერთადერთი სახე, რომელსაც მეფე ცნობდა.


9. მეფური უცნაურობანი, კარლ VI


image


საფრანგეთის მეფე კარლ VI ფსიქიკურად დაავადებული იყო. მას რეგულარულად ემართებოდა შეტევები, რომლის დროსაც შეშლილივით დარბოდა სასახლეში. შედარებითი სიმშვიდის დღეებში მეფეს ეჩვენებოდა, რომ მინისა იყო და ეშინოდა გაენძრია სხეულის რომელიმე ნაწილი იმის შიშით, რომ არ მოტეხოდა. ერთხელ მთელი ხუთი თვის განმავლობაში მას არ უბანავია და არ გამოუცვლია ტანსაცმელი, შემდეგ კი ნახევარი წლის მანძილზე არ ჰქონია ადამიანებთან კონტაქტი იმის შიშით, რომ მისთვის რაიმე დაავადება არ გადაედოთ.


10. ტუალეტი-ტახტი, მეფე ლუდოვიკო XIV


image


დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანიდან, სავარაუდოდ, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV იყო ყველაზე მყრალი ადამიანი. ის თავის სამეფო ტახტს ტუალეტის მაგივრად იყენებდა, სამეფო კარის სხდომების დროსაც კი. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა სუნი იდგებოდა სამეფო სასახლეში. თუმცა სუნი მხოლოდ ტახტრევანიდან როდი მოდიოდა: მეფემ თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ იბანავა. უსიამოვნო სუნის გასაქრობად ის სუნამოებს და ნელსაცხებლებს იყენებდა.


სტატიის დასასრულს გთავაზობთ სახალისო ვიდეოს: ნაწყვეტს ფილმიდან "მსოფლიოს ისტორია".


0
856
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0