x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩვენი ტვინი საკმარისი რაოდენობის ნარკოტიკებს შეიცავს
ადამიანები უძველესი დროიდან მოიხმარენ ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებს, ნარკოტიკებს, რათა რეალობას გაექცნენ და სიამოვნება განიცადონ.ხშირად ნარკოტიკის მოხმარებას ახალგაზრდობაში რთული პერიოდის დროს იწყებენ, რათა პრობლემებსა და პასუხისმგებლობებს გაექცნენ ან უბრალოდ სიამოვნების მიღება სურთ.ალბათ ყველას სმენია ნარკოტიკების უარყოფითი გავლენის შესახებ.ნარკოტიკების მოხმარება იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მიჩვევას, ჯანმრთელობის პრობლემებს, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილს.image

მაინც რა მექანიზმით ხდება ცნობიერების შეცვლა? ნარკოტიკული ნივთიერებები ჩვენს გონებაზე გავლენას იმიტომ ახდენს, რომ ჩვენს ტვინში ეს ნივთიერებები უკვე არსებობს.ჩვენს ტვინს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება საჭირო დროს, მხიარულების გამოწვევა და ყველა სხვა განწყობის შექმნა.ამას იგი ნეიროტრანსმიტერებით ახერხებს.ნარკოტიკები კი სწორედ ნეიროტრანსმიტერებს შეიცავს.მაგალითად: ჰალუცინოგენები მოქმდებენ ნეიროტრანსმიტერ სეროტინინზე, ჰეროინი და მორფინი ენდორფინების მსგავს ნივთიერებებს შეიცავენ, რაც გავლენას ახდენს გუნება-განწყობილებაზე, სტიმულატორები კი ტვინში ნეიროტრანსმიტერ სეროტინინსა და დოპამინს მომატებით ახდენენ ეფექტს.როდესაც ნერვული რეცეპტორები ხელოვნურად სტიმულირდება და გარედან მიეწოდება ნივთიერებები, ირღვევა ტვინის ფაქიზი ბალანსი, იგი აღარ გამოიმუშავებს ამ ნივთიერებებს, ტვინი "ზარმაცდება".რის გამოც მომხმარებელი დამოკიდებული ხდება ნარკოტიკებზე და სულ უფრო მეტი დოზა ესაჭიროება.ყველამ კარგად ვიცით ამას რა შედეგიც მოაქვს.შესაძლოა ადამინი არ მოკვდეს ან ჯანმრთელი დარჩეს, მაგრამ ნარკოტიკები ცვლის პიროვნებას.image

რა საჭიროა ნარკოტიკული ნივთირებების მიღება თუ ადამინს თვითონაც შეუძლია სიამოვნების მიღება, ტკივილის შემსუბუქება(გააჩნია ტკივილს)და განწყობის შევლა.უბრალოდ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოყენება უნდა ისწავლოს.ადამიანი ხომ ყველაფრის საბადოა.


0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0