x
მეტი
  • 24.02.2017
  • სტატია:64076
  • ვიდეო:315581
  • სურათი:414600
აი რატომ უნდა გადავტვირთოთ Wi-Fi

თუ თქვენ Wi-Fi-ის როუტერი გაქვთ, მაშინ თქვენთვის ეს სიტუაცია ნაცნობი იქნება: ინტერნეტში მუშაობთ და ის ითიშება, Wi-Fi-ის დენის წყაროს თიშავთ, ერთი წუთი იცდით, ისევ რთავთ და ეს ხრიკი ყოველთვის მუშაობს – ინტერნეტის მოწოდება აღსდგება.
რატო ხდება ასე?
იმიტომ, რომ Wi-Fi-ის როუტერი მინიატურული კომპიუტერივით არის და დრო და დრო, მასაც სჭირდება გადატვირთვა.


image


პროვაიდერების უმრავლესობა, ჩვენი პირადი ციფრული მოწყობილობებისთვის, დროებით IP-მისამართს გამოყოფენ, რომ შეძლონ მონაცემების მიღება და გაგზავნა. ამიტომ, ჩვენი ვაი-ფაის IP-მისამართი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ხოლო თუ როუტერმა ეს ცვლილება გამოტოვა, ინტერნეტი ითიშება. ასეთ დროს, არ არის საჭირო პროვაიდერებთან დარეკვა ან იმის ლოდნინ, რომ ქსელი თავისით აღდგება. უბრალოდ გათიშეთ Wi-Fi-ის მოწყობილება დენის ქსელიდან და 1 წუთის შემდეგ, ისევ ჩართეთ.
imageმაგრამ, თუ იმასაც, გავითვალისწინებთ, რომ ამ ბოლო დროს, ინტერნეტმომხმარებლები სულ უფრო მეტ მოწყობილობას რთავენ Wi-Fi-ზე (სმარტფონი, სმარტ-ტელევიზორი, პლანშეტი, ნეტბუქი...), მხოლოდ მისამართის შეცვლით არ ითიშება ინტერნეტი.image
აი, რას ამბობს, ამასთან დაკავშირებით, «ჭკვიანი სახლების» ტექნოლოგიების ავტომატიზაციის სპეციალისტი ჯონ კიმი: «რაც უფრო მეტი მოწყობილობა არის მიერთებული ქსელზე, მით უფრო დაბალი არის ინტერნეტის სიჩქარე და მეტი მოთმინება გვმართებს ქსელში მუშაობის დროს. დღეს 4-5 კაციან ოჯახში, დაახლოებით, 10-მდე ან შეიძლება უფრო მეტი ტექნიკაც იყოს ჩართული ქსელში. ასეთი დატვირთვების დროს, როუტერს შეიძლება მეხსიერება არ ეყოს და ინტერნეტის სიჩქარე ჯერ შემცირდება, შემდეგ კი სისტემა საერთოდ გაითიშებ. თუ როუტერის შიდა მეხსიერება 1 გბ-ზე ნაკლებია, ის უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთი რაოდენობის ინფორმაციის მოთხოვნებს და გადატვირთვა ერთადერთი საშუალება არის, რომ დაგროვილი ინფორმაციისგან გათავისუფლდეს, ცოტა «ამოისუნთქოს» და მუშაობა ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს.».

ამრიგად, ინტერნეტი უდრო დროს რომ არ გაგვეთიშოს და Wi-Fi-ის პრობლემა სამუდამოდ რომ მოგვარდეს, როუტერი ტაიმერიან ადაპტორზე უნდა ჩავრთათ და გადატვირთვის დროდ, მაგ., – 3.00 სთ. დავაყენოთ, როდესაც ყველას სძინავს ან ძილის წინ, საერთოდ გამოვრთათ მოწყობილობა.

0
1455
7-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0