x
მეტი
  • 28.02.2017
  • სტატია:64207
  • ვიდეო:315830
  • სურათი:414795
გამოსახულების ამობეჭვდვა ფოტოშოპით – Print ფუნქცია

გამოსახულებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, შეგვიძლია მისი ქაღალდზე ამობეჭვდვა. ბრძანებით: მენიუ File > Print (ბეჭვდვა), ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელიც შეიცავს ბეჭდვის პარამეტრების მარეგულირებლებს.


image


სადიალოგო ფანჯრის მარცხენა მხარეს განლაგებულია წინასწარი დათვალიერების ველი, რომელზეც აისახება დასაბეჭდი გამოსახულება. ველის თავზე მოცემულია ფურცლის ზომა, რომელის განსაზღვრა შესაძლებელია Page Setup (გვრდის პარამეტრები) ღილაკზე დაჭერით. ფურცელზე, გამოსახულებას აქვს მარკერებიანი ჩარჩო, გამოსახულების საზღვრების დასაფიქსირებლად და ზომის შესაცვლელად. ჩარჩო, გამოსახულების ამობეჭვდვისას, ქაღალდზე არ აისახება. მისი გაუქმება შესაძლებელია Boundind Box (შემომსაზღვრელი ჩარჩო) გადამრთველის გათიშვის შემთხვევაში.

Printer (პრინტერები) ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ პრინტერი გამოსახულების ბეჭვდვისათვის.

Copies (ასლები) ველში ჩავწეროთ ასლების რაოდენობა.

Page Setup ღილაკის გვერდით მდებარე პიქტოგრამებზე დაჭერით, შეგვიძლია ფურცლის ორიენტაციის შერჩევა.

Position (მდებარეობა) ველში შეგვიძლია განვსაზღვროთ გამოსახულების ზუსტი მდებარეობა ფურცელზე. ავტომატურ რეჟიმში, გამოსახულება ყოველთვის ცენტრში არის განთავსებული. Center Image (ცენტრში) გადამრთველის გათიშვის შენთხვევაში, მისი გადატანა ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია მაუსის დაჭერით, ხოლო ზუსტი მდებარეობის განსაზღვრის მიზნით, შეგვიძლია გამოვიყენოთ Top (ზემოდან) და Left (მარცხნიდან) პარამეტრები. აღნიშნული პარამეტრების რიცხვითი მნიშვნელობების დაფიქსირების შემდეგ, გამოსახულება დაიკავებს მითითებულ ადგილს ფურცელზე. პარამეტრებისთვის ზომის ერთეულის შერჩევა, Units (ერთეულები) ჩამოსაშლელი მენიუს გამოყენებით არის შესაძლებელი.

Scaled Print Size (ბეჭვდვის ზომის შეცვლა) ველში შესაძლებელია გამოსახულების ზომის შეცვლა. ამ ველის პარამეტრები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და ერთის შეცვლა, ავტომატურად იწვევს დანარჩენების ცვლილებას. მოცემულ ველში შეგვიძლია შევცვალოთ Width (სიგანე), Height (სიმაღლე) და Scale (მასშტაბი), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულება წინასწარი დათვალიერების ველის ფურცელზე არ ატევა, უნდა ჩავრთათ Scale to Fit Media (მასშტაბირება შესაძლებლობის ფარგლებში) გადამრთველი და პროგრამა ავტომატურ რეჟიმში გამოსახულებას ისე შეამცირებს, რომ სრულად გამოჩნდეს დათვალიერების ველში (ბეჭვდვის ფურცელზე დაეტიოს).

სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ფერის მართვის ველი. ამ ველის პირველი ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ Color Mamagement (ფერის მართვა). ბეჭვდვის შედეგების გადამრთველებიდან – Document (დოკუმენტი).

Color Hending (ფერის დამუშავება) ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ Photoshop Manages Colors (ფერს მართავს ფოტოშოპი).

Printer Profile (პრინტერის პროფილი) ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ Adobe RGB (1998) პროფილი იმ შემთხვევაში, თუ არა გვაქვს შექმნილი სპეციალური პროფილი პრინტერის, მელმისა და ქაღალდის მონაცემების გათვალისწინებით. Adobe RGB (1998)არის უნივერსალური პროფილი RGB მოწყობილობებთან მუშაობისთვის.

Rendering Intent (გარდაქმნის მეთოდი) ჩამოსაშლელი მენიუდან უნდა ავირჩიოთ Perceptuale (პერცეპტუალური) და ჩართული უნდა იყოს Black Point Compensation (შავი წერტილის კომპენსირება) გადამრთველი, რომელიც ხელს უწყობს ფერის ერთი პროფილიდან მეორეში კონვერტირებას.

თუ ფერის დარეგულირების ველის პირველი ჩამოსაშლელი მენიუდან Output (გამოშვება) პუნქტს ავირჩევთ, სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარე მთლიანად შეიცვლება. ამ ველის გადამრთველები, პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის და პოლიგრაფიულ მასალებზე მომუშავეებისთვის არის და თუ რომელიმე გადამრთველი ჩართულია, უნდა გავთიშოთ და ისევ დავუბრუნდეთ Color Management ველს.

არ არის აუცილებელი, წინასწარი დათვარიელების ველის ქვემოთ მოთავსებული, გადამრთველების ჩართვა:

Match Print Colors (ფერების შერჩევა ბეჭვდვისათვის)

Gamut Warning (გაფრთხილება ფერის მომცველობიდან გასვლის შესახებ)

Show Paper White (ქაღალდის სითეთრის ჩვენება).

0
14
10-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0