x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
დონალდ ტრამპმა შვარცნეგერი მწვავედ გააკრიტიკა
image


ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ავსტრიული

წარმოშობის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი,

რეალითი შოუს “ვარსკვლავების მოსწავლე", დაბალი რეიტინგის გამო, რომლის წამყ-


ვანიც შვარცნეგერია.შესაბამისი განცხადება რესპუბლიკელმა განათავსა თავის Twitter-ის

გვერდზე. “ გამოქვეყნდა რეიტინგები და არნოლდ შვარცნეგერი ჩაფლავდა დონალდ

ტრამპთან შედარებით, რომელიც რეიტინგების ოსტატია" წერს რესპუბლიკელი და თავის

თავს მესამე პირში მოიხსენიებს. “ ესეც თქვენი კინოფილმების ვარსკვლავი, ჩვენ ვადა-

რებთ პირველ სეზონს მეთოთხმეტეს, ახლა შეადარეთ მისი შედეგები ჩემს პირველ სეზ-

ონს, მაგრამ ვის აღელვებს ეს ყველაფერი, ის ხომ ჰილარის მხარდამჭერი იყო" დაიჩი-

ვლა რესპუბლიკელმა.


image


რეალითი შოუ “ ვარსკვლავების მოსწავლე" ადრე მიჰყავდა ტრამპს, ხოლო 2015 წელს

რესპუბლიკელი გაათავისუფლეს მისი სკანდალური განცხადებების გამო, რომლებსაც ის

აკეთებდა საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში. ამ შოუს ჩვენება განახლდა ამ თვი-

დან და ახლა მისი წამყვანი არნოლდ შვარცნეგერია. ეს შოუ არის გაგრძელება პროექტი-

სა “ მოსწავლე" სადაც ბიზნესმენები იბრძოდნენ ტრამპის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაო-

ბის დასაწყებად. შვარცნეგერი რესპუბლიკელების მხარდამჭერია, მაგრამ საპრეზიდენტო

არჩევნების დროს უარი თქვა ტრამპის მხარდაჭერაზე. შვარცნეგერმა განმარტა, რომ ქვე-

ყნის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე პარტიის. მან მოწონება და მხარდაჭერა

გამოუცხადა დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონს და ტრამპის მეტოქეს ოჰაიოს

შტატის გუბერნატორს ჯონ კეისიკს.

0
480
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0