x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2016 წლის საუკეთესო მწერალი პროზაულ ჟანრში გამოვლინდა. ლუკა კუხიანიძეს გამოქვეყნებული აქვს 1,760 ჩანაწერი. მას ჯამში ნახევარი მილიონი მკითხველი ჰყავდა.

გავაცილეთ ძველი, 2016 წელი და გადავხედეთ ჩვენს მწერლებს...

განსაკუთრებით გამორჩეულსა და სხვა სტილის მწერალს, რომელიც თავის არსით, უხეშად რომ ვთქვათ, რენესანსის დროის მწერალს ჰგავს, 2016 წელს გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 1, 760 ჩანაწერი და 4 მოთხრობა. აქედან საუკეთესოა "ინტერვიუ". აგრეთვე, (სამწუხაროდ, გამოუქვეყნებელი) რომანიდან "სუნთქვა. ცალი ფილტივით-დან." 117 ციტატა. ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, ლუკა კუხიანიძეს ჩანაწერებს მხოლოდ ერთ ლიტერატურულ გვერდზე 1, 320, 454 მკითხველი ჰყავდა.


ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ "კორიტელმა" თავს მივეცით უფლება და, ალბათ, ძალიან გამართლებული, იგი დაგვესახლებინა წლის ყველაზე კარგ მწერლად. რომელსაც, პირადად მე, ბევრჯერ დავუმშვიდებივარ...

ჩვენ, ფულადი პრიზიც მოვამზადეთ, რომელიც ისევე მის შემოქმედებას დაეხმარება, ოღონდ ამაზე შემდეგ სტატიაში.

გილოცავთ ახალ, 2017 წელს!
და ლუკას და მის მკითხველს ვუსურვებ (მათ შორის, ჩემს თავსაც) 2017 წელს შევძლოთ მისი რომანს წაკითხვა.

სტატის დასრულება, მისი სიტყვების გარეშე, არ შეიძლებოდა:
"რაღაცნაირად, გულისწიაღში, მაინც მინდოდა, რომ ყველას მოვფერებოდი, - წიხლებს რომ მირტყავდნენ მაშინაც, რომ მიწუნებდნენ მაშინაც... სულ მინდოდა, ყოველთვის, - ყველას მოვფერებოდი. ახლაც ძალიან მინდა..."
ლუკა კუხიანიძე
წყარო: გამომცემლობა "კორიტელი" 2017წ.

0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევანი ქურდაძე
ქეთევანი ქურდაძე
140