x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გურჯაანში მიცვალებული აერიათ და ჭირისუფალს სხვა ცხედარი გაატანეს

image

გურჯაანის " ჯეო ჰოსპიტალსში" მიცვალებული აერიათ და ჭირისუფალს სხვა ცხედარი გაატანეს.


როგორც გარდაცვლილის შვილი ვახტანგ ჯვარისაშვილი აცხადებს, 3 იანვარს გამთენიისას გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი 80 წლის დედა მარიამ ჯვარისაშვილი გარდაიცვალა.



ვახტანგ ჯვარისაშვილმა მიცვალებული სახლში, სოფელ ველისციხეში გადმოასვენა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ექიმებს შეეშალათ და ჭირისუფალს სხვა მიცვალებული გამოატანეს.


"დედაჩემი დიდი, მძიმე ქალი იყო, რომ ავწიე..მე ხომ ვატყობ კაცო"-აცხადებს ვახტანგ ჯვარისაშვილი.


ადგილობრივ მაცხოვრებლებს უკვირთ, ექიმებს როგორ შეეშალათ, რომ სხვა მიცვალებული გამოატანეს და ამბობენ, რომ სოფელში მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.


" დახუფული შეიძლება შეგეშალოს, რომ იყოს დახუფული.... მაგრამ რა ვიცი"-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.


გურჯაანის საავადმყოფოში მომდარ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


ვიდეო იხილეთ აქ




0
233
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0