x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აფხაზეთის სეპარატისტული "რესპუბლიკის გმირების" სია, სადაც აფხაზებთან ერთად გააფხაზებული ქართველებიც და სომხებიცაა

image რუსეთის ფედერაციის მიერ ინსპირირებულმა ომმა აფხაზეთში ათასი ჯურის ავაზაკს, მოხალისეს თუ დაქირავებულ "ბოევიკს" მოუყარა თავი. ნებისმიერი ომი საშინელებაა, მაგრამ სისასტიკით და დაუნდობლობით თავი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულმა და ორგანიზებულმა "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" "ბოევიკებმა გამოიჩინეს".
ამ ორგანიზაციის ეგიდით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე "ბოევიკებმა" დაარღვიეს ლამის ყველა კონვენცია თუ ხელშეკრულება, რომელიც ომში მონაწილე მხარეებს გარკვეულ წესებს უწესებს (ტყვეების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება, ქალების თუ საერთოდ სუსტი სქესის მიმართ ძალადობის შეზღუდვა, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვა).
სწორედ იმ გარეწრებს ვინც დაუნდობლობით, ტყვეების, დაჭრილი სამხედრო თუ სამოქალაქო პირების წვალებით და დახვრეტით, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ძალადობით გაითქვეს სახელი სეპარატისტულმა რეჟიმმა დააწესა მედალი–"აფხაზეთის გმირი", რომელიც მოოქროვილი მეტალის 8 კუთხოვან ვარსკვლავს წარმოადგენს.
გთავაზობთ სიას იმ ადამიანებზე (მე კი ვიტყოდი გარეწრებზე), ვინც "დაიმსახურა" ეს მედალი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მედალი აფხაზებთან ერთად გააფხაზებულ ქართველებს და სომხებსაც საკმაოდ აქვთ მიღებული.
ეს მედალი გადაეცემა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც კი აფხაზეთისთვის რამეს გააკეთებს, თქვენთვის ისედაც ცნობილია ამ სიაში მოხვედრილმა ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა ტერორისტობით, რომ გაითქვა სახელი.
ჩვენი ხელისუფლების ადგილზე მე ამ სიიდან ჯერ კიდევ ცოცხალ ტერორისტებზე გამოვაცხადებდი ძებნას.
უნდა ითქვას, რომ სისასტიკით განსაკუთრებულად სეპარატისტული "რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის" ნათესაობამ "გამოიჩინა" თავი.
მაშ ასე იხილეთ სია:
. ვლადისლავ არძინბა (აფხაზი)
. რაულ გუბაზი (აფხაზი)
.არონ ძიაფშ–იპა (აფხაზი)
. ოვანეს ასატრიანი (სომეხი)
. ოთარი გოგია (გააფხაზებული ქართველი)
. ვლადიმერ არშბა (აფხაზი)
. ავთანდილ ქარცხია (გააფხაზებული ქართველი)
.სეგეი ზებელიანი (სომეხი)
. მერაბ ქიშმარია (გააფხაზებული ქართველი)
. სერგეი მატოსიანი (სომეხი)
.აიკ კოსიანი (სომეხი)
. ასლან კობახია (გააფხაზებული ქართველი)
. გენადი ნიკიტჩენკო (რუსი)
. ვახან რაგანიანი (სომეხი)
. სულთან სოსნალიევი (ჩერქეზი)
. გალუსტ ტრაპიზონიანი (სომეხი)
. ჰამზათ ხანკაროვი (ჩეჩენი)
. მუშნი ქვარცხია (გააფხაზებული ქართველი)
.ვიაჩესლავ ეშბა (აფხაზი)
.სერგეი ბაღაფში (აფხაზი)
.გარი არძინბა (აფხაზი)
. ბესლან ჯელია (გაქართველებული ქართველი, წინაპრების გვარი–ჯოლიაა)
. თემურ არძინბა (აფხაზი)
. იური არძინბა (აფხაზი)
. ლეონიდ არძინბა (აფხაზი)
. სალიბეი არძინბა (აფხაზი)
. შამილ არძინბა (აფხაზი)
. რუსლან ხარაბუა (აფხაზი)
. ვიტალი ვოლფი (რუსი მედესანტე რომელიც ოფიციალურად მსახურობდა იმ პერიოდში რუსეთის სადესანტო ძალებში)–დაიღუპა აფხაზეთში.
. ოლეგ ჩანბა (აფხაზი)
. ასლან ზანთარაია (გააფხაზებული ქართველი)
. ასტან ზანთარაია (გააფხაზებული ქართველი)

1
418
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
418
  
2017, 6 იანვარი, 16:13
ბესლან ჯელია (გაქართველებული ქართველი, წინაპრების გვარი–ჯოლიაა)
აქ გაპარულია უნებლიე შეცდომა, უნდა იყოს გააფხაზებული ქართველი, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდი.
0 1 1