x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც 14 წელიწადში 10 000 გოგონა გაანთავისუფლა ბორდელებიდან,საკუთარ ქალიშვილს კი მაინც ვერ მიაგნო

image

2002 წელს მოიტაცეს არგენტინელი სუსანა ტრიმარკოს ქალიშვილი.გოგონას ერქვა მარია დე-ლოს ანხელეს ვერონი, მას დარჩა პატარა შვილი.აგერ უკვე 14 წელია სუსანა უშედეგოდ ეძებს საკუთარ ქალიშვილს სხვადასხვა საროსკიპოებში.


"საკუთარ ქალიშვილის ძებნაში ვისწავლე მაფიოზური ქსელების გამოაშკარავება, რომელებიც მოტყუების გზით იტაცებენ გოგონებს, სთავაზობენ მათ ძიძად, მოდელად ან სხვა რაიმე პროფესიით მუშაობას."-მოგვითხრობს ტრიმარკო.

დაკარგული მარიას ქალიშვილი უკვე 18 წლისაა:


"ბავშვობაში მას დედა წაართვეს, მე ქალიშვილი, მარია აიძულეს პროსტიტუციით დაკავებულიყო, პროვინცია ტუკუმანიდან დამნაშავეებმა იგი პროვინცია ლა- რიოხაში გააგზავნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში კვალის დაფარვის მიზნით გადაჰყავდათ.ამ ბანდიტებს ადგილობრივი ჩინოვნიკები და პოლიციაც მფარველობდა.ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული და მტკივნეული ბრძოლა"-აღნიშნავს სუსანა ტრიმარკო.


ქალიშვილის ძებნაში სუსანამ ათასობით გოგონა ნახა ბორდელებში, რომლებიც მოტყუების გზით აიძულეს საკუთარი სხეულით ევაჭრათ.


"ვნახულობდი ადგილებს, სადაც შენიღბული იყო საქმიანობა, კი ერქვა ბარი ან სამიკიტნო, მაგრამ რეალურად ეს იყო საროსკიპო.იქ სუტინიორებსაც კი შეიარაღებული დაცვა ახლდათ და პოლიციის მისვლის დროსაც კი არ მალავდნენ იარაღს"-ამბობს სუსანა.

image

ყოველი ბორდელის მონახულების შემდეგ სუსანას ხვდებოდა შეშინებული გოგონები, რომლებმაც საშინელი დღეები გადაიტანეს.

"ჩვენ ისინი გამოგვყავდა იქედან, ვეუბნებოდი, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი გაქცევაა და ისინიც გამორბოდნენ ჩემთან, ჩემს მეუღლესთან ან სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ერთად. ბევრი მათგანი სახლში მივიყვანე, ვკვებავდი, ტანსაცმელს ვაძლევდი და შემდეგ პროკურატურამდე ვაცილებდი, სადაც მას შეეძლო განცხადება დაეწერა, რადგან პოლიცია უმეტეს შემთხვევაში მაფიასთან იყო შეკრული."

image

2007 წელს სუსანა ტრიმარკომ შექმნა დაკარგული ქალიშვილის, "მარია დე ლოს ანხელესის" სახელობის ფონდი, მისი ძალისხმევით დღესდღეობით განთავისუფლებულია 9558 გოგონა, რომლებსაც პროსტიტუციას აიძულებდნენ.

ტრიმარკოს მეოხებით სახელმწიფომ მიიღო კანონი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ.


აგერ უკვე 14 წელია ტრიმარკო ეძებს ქალიშვილს, 6 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა მარტო შვილიშვილთან ერთად, თუმცა იგი არ აპირებს დანებებას და ახლაც ეძებს დაკარგულ ქალიშვილს.

image


იხილეთ აგრეთვე:imageამერიკაში მანიაკს ორი თვის წინ დაკარგული ქალი ძაღლივით ჰყავდა მიბმული კონტეინერზე


ინდოეთში იპოვეს ქალი, რომელიც 40 წელიწადი გარდაცვლილად ითვლებოდა


ყველაზე დიდი საროსკიპო ევროპაში


იდუმალებით გამქრალი ადამიანები


იდუმალებით გამქრალი ადამიანები-2

1
783
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
783
  
2017, 8 იანვარი, 15:14
აი მესმის საბრძოლო სულისკვეთება... ყოჩაღ ამ ქალს...
0 1 1