x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შოკი: ვენეცია გადახმა, ცნობილი არხები აღარ არსებობს
image


ვენეციაში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის, რათა ნახოს წყალზე გაშენებული

ქალაქი. დღესდღეისობით ჩასულ ტურისტებს არ გაუმართლათ. ეს ყოველივე თითქოს

დაუჯერებელია, მაგრამ ამჟამად იქ წყალი აღარ არის, ყველა არხი დაშრა, ხოლო გონდო-


ლები და კატერები ჩარჩენილია მყრალ ტალახში.


image


უკვე მეორე წელია, რაც წყლის დონე ვენეციაში რეკორდულად დაბალ ზღვარზეა. ქალ-

აქმა დაკარგა თავისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ულამაზესი არხები, რომლებიც ამჟამად

დამშრალია. ტურისტების თვალწინ იშლება გულისამაჩუყებელი სანახაობა: გონდოლები

და კატერები ლამში და ტალახშია ჩაფლული.


image


წყლის მკვეთრი დავარდნა ვენეციაში დაკავშირებულია ანომალიურად მცირე ნალექით

მთლიანად ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ეს მოვლენა ძალიან საკვირველია, თუ

გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ყოველ წელს ვენეცია უფრო და უფრო იძირება წყალ-

ში.


image


წყლის დაშრობამ გამოაჩინა სადრენაჟო არხები, რომლებიც საკმაოდ უსიამოვნო სანახა-

ობაა. მილები არ გაწმენდილა მრავალი წლის განმავლობაში და ახლა გამოჩნდა წყალში

გადაყრილი ნაგვის გროვები. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კატერების ძრავის

ხრახნები ზღვის მცენარეებში და ტალახშია გახლართული.


image


არხების დაცარიელებამ (თუნდაც დროებით) შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი კატასტ-

როფა ვენეციაში. ქალაქში პრობლემაა ასევე კანალიზაცია, რომელიც თანამედროვე გაგე-

ბით პრინციპში არც არსებობს, ადრე ადამიანები ყველანაირ ნარჩენს წყალში ყრიდნენ,

დღესდღეისობით დიდ შენობებთან დაყენებულია გამწმენდი სისტემა, თუმცა ჯერ კი-

დევ ხდება გარკვეული გაჟონვები, რაც ქალაქში ცუდი სუნის გავრცელებას იწვევს.


image


კიდევ არის მიქცევისა და მოქცევის პრობლემა, რომელიც იწვევს წყალდიდობას ან სუ-

ლაც სადრენაჟო არხის დაშრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს დამცავმა ბარიერმა. ეს არის

მობილური კარიბჭე, რომელიც აკავებს წყლის მოძრაობას ყურეში. ეს პროექტი არის ძა-

ლიან ძვირადღირებული და ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს გამოყოს უზარ-

მაზარი თანხები მისი განხორციელებისთვის.


3
1700
9-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
1700
  
2017, 6 იანვარი, 16:04
დიდ ბიზნესს ეწირება ბევრი რამე, ალბათ ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლის რაოდენობას მიღებული ელექტროენერგიის გაყიდვა ამჯობინეს. :(
2017, 6 იანვარი, 15:58
აღარაფერი აინტერესებთ რავი, შედეგებზე რატომ არ ფიქრობენ ვერ ვხვდები
2017, 6 იანვარი, 15:54
ასე იცის უადგილო ადგილზე კაშხალის აგებამ :(
0 1 3