x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ

image

ახალგაზრდობაში ალენ დელონს სამხედრო ქურთუკი ეცვა, რომ უფრო მოსახრხებელი ყოფილიყო უპატრონო ლეკვების გათბობა, რომლებსაც ის გზაში ხვდებობა. ამჟამად, ფრანგი მსახიობი 81 წლის არის და ის ძაღლების და კატების 5 თავშესაფარს პატრონობს.
«ჩემს სახლში ყოველთვის ბევრი ძაღლი ცხოვრობს, მე დამოუკიდებლად ძაღლის ახალი ჯიშიც კი გამოვიყვანე. ძაღლები ავადმყოფ ბავშვებს მაგონებენ, რომლებსაც ცხოვრებამ მხოლოდ 10-14 წლის სიცოცხლე მისცა…»
მსახიობი უკვე დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს და კინოლოგიით არის დაკავებული. ერთხელ, მან გაიგო, რომ ვიღაც სადისტებმა, პირინეებში, ძაღლს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მან ძაღლთან საკუთარი ვეტერინარი გაგზავნა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღძრა დამნაშავეების წინააღმდეგ. შედეგად, სადისტები დაააკავეს და მოსამართლემ მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობი იმასაც ცდილობს, რომ ძაღლებს საკუთარი ადვოკატები ჰყავდეთ.
ალენ დელონს ძაღლები ბავშვობიდან უყვარს. ის ყვება, რომ მისი პირველი ძაღლი დობერმანი იყო, სახელად გალა: «მე ძაღლებთან ერთად გავიზარდე და მათთან ერთად გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი პირველი ძაღლი გალა იყო. ერთხელ მე მას ვუყვირე და ერთი ვუთავაზე კიდეც. ამის მიუხედავად, ის არ გაიქცა, იქვე დაჯდა – და მე დავინახე, რომ გალა ტიროდა. მაშინ ყველაფერს მივხვდი და იქიდან მოყოლებული, ჩემი ძაღლები ყოველთვის იღიმიან. მაშინაც კი, თუ რამეს დააშავებენ».


image


«მე ყოველთვის გულს მიჩუყებენ ძაღლები, რომლებიც უსახლკაროებთან ერთად, ქუჩაში ცხოვრობენ. მათთვის სულ ერთია ის, რომ პატრონი — მიუსაფარია. ძაღლს ადამიანი ისე უყვარს, როგორც მამა, ისევე, როგორც მიტერანის ლაბრადორს თავისი პატრონი, და მან არ იცის, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
თქვენ რა გონიათ, რომ ჩემმა ძაღლებმა იციან, რომ — ალენ დელონი ვარ? მათთვის სულ ერთია! ჩემს ძაღლებს ძალიან ვუყვარვარ. მათ არ იციან, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ეს უპირობო სიყვარულია, გაუაზრებელი, სრული და ნამდვილი სიყვარული!»


image


ალენ დელონი ცხოველების დაცვის ორგანიზაციის წევრია. მის მამულში 8 ძაღლი ცხოვრობს. იქვე, მისი ყველა ყოფილი ძაღლის საფლავია – სულ 45. ძაღლების ამ საფლავებს შორის, მსახიობმა სამლოცველო ააშენა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, ოფიციალურად მიიღო უფლება, რომ როდესაც დრო მოვა, სწორედ ამ სამლოცველოში დაკრძალონ.

image


მსახიობი მხოლოდ ძაღლებზე არ ზრუნავს. ერთხელ მან ვერტფრენი გამოიძახა, რომ კატა გადაერჩინა, რომელიც ვიღაცამ მანქანას მიაბა და საცოდავ ცხოველს თათი მოსწყდა. ახლა სამთათიანი კატა მასთან ერთად ცხოვრობს. ისევე, როგორც სამფეხა კურდღელი.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ანჟელიკას წყევლა

* რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

* მარია კალასი. ცხოვრების და გარდაცვალების საიდუმლოებები

* მსახიობები, რომლებმაც უნაკლოდ შეასრულეს ისტორიული პერსონაჟების როლები

* 10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ
* სტალონემ საზოგადოებას თავისი ქალიშვილები წარუდგინა
* ანჯელინა ჯოლი კინოდან მიდის
* ჩვენი საყვარელი «ბოევიკების» მსახიობები, რომლებმაც საბრძოლო ხელოვნება დაივიწყეს

«რვაფეხას» მსახიობები 30 წლის შემგეგ

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან

* ბრაზილიური სერიალების მსახიობები: მაშინ და ახლა

0
3039
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3039
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0