x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეს ნარევი აუცილებლად უნდა იდოს თქვენი სააბაზანოს თაროზე: თმები, წარბები, წამწამები შესანიშნავ ფორმაშია

სამწუხაროდ, ჩვენი თმები ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც გარემოს ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდის. გვინდა თუ არა ეს, თმა სუსტდება, ხდება მსხვრევადი და რაც ყველაზე ცუდია, იწყებს ცვენას. უამრავი შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი, რომელთა რეკლამებითაც სისტემატურად გვაბეზრებს თავს ტელევიზია და რომლებითაც გადავსებულია აფთიაქების თაროები, ხშირ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთს ასხამს და მკურნალობის მაგივრად კიდევ უფრო აფუჭებს თმას, ამიტომ ყველაფერს სჯობს ძველი, ბებიების მიერ გამოცდილი ხალხური მეთოდები გამოვიყენოთ და დროზე ვუშველოთ დაზიანებულ და ცვენად თმებს.


image


სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასწაულმოქმედ ნარევზე მინდა დღეს გიამბოთ, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი აბუსალათინის ზეთია-ნივთიერება, რომელიც კაპიკები ღირს და თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება.


image


ალბათ ბევრ თქვენგნს სმენია ამ ზეთის სარგებლიანობის შესახებ. ის აქტიურად გამოიყენება თმებთან და კანთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის დროს. ზეთი შეიცავს ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს, ცილებს, მინერალებს და Е ვიტამინს. ისინი კვებავენ თმების ფოლიკულებს და თავად თმას, ასტიმულირებენ წამწამების, წარბების და თმის ზრდის პროცესს. გარდა ამისა, ეს სასწაულმოქმედი ზეთი მდიდარია ტრიგლიცერდებით-უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რისი წყალობითაც ის ფლობს გასაოცარ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.


მაშ ასე, სასწაულმოქმედი ნიღაბის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ აბუსალათინის ზეთი, პანტენოლი(იყიდება აფთიაქებში) და ნივრის წვენი:


ავიღოთ 40 წვეთი ახალგამოწურული ნივრის წვენი, 40 მილილიტრი პანტენოლი და 60 მილილიტრი აბუსალათინის ზეთი და ეს ინგრედიენტები ერთმანეთს შევურიოთ. ნარევი უმჯობესია მოვათავსოთ მუქი შუშის ბოთლში-ასე ის გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.


image


ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და დაიხურეთ ცელოფანის ქუდი ან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტი, ზემოდან კი კარგად შეიფუთეთ პირსახოცით, გაიჩერეთ თავზე ერთი საათი, შემდეგ კი დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.


image


სასურველია, თუ ამ პროცედურას კვირაში სამჯერ ჩაიტარებთ. ეს შრატი აგრეთვე დაგეხმარებათ წამწამების და წარბების გაზრდაში: ყოველ საღამოს ძველი ტუშის ფუნჯით ფრთხილად დაიტანეთ ნარევი წამწამებზე და გაიჩერეთ შეშრობამდე. ამასთანავე ეცადეთ სითხე თვალებში არ ჩაგივიდეთ.


image



ორი-სამი პროცედურის შემდეგ თქვენ თვალნათლივ იგრძნობთ შედეგს-თმები გახდება ჯანსაღი, მბრწყინავი, ხოლო ერთი თვის მერე ისინი შეწყვეტენ ცვენას.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

0
716
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0