x
მეტი
  • 19.01.2017
  • სტატია:62770
  • ვიდეო:313641
  • სურათი:413552
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა სირიაში გაანადგურეს 35 000 "ბოევიკი"

image რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა სირიაში გაანადგურეს 35 000 "ბოევიკი".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 35 000 "ბოევიკი".
"რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით ასადის მომხრე დანაყოფებმა გაანთავისუფლეს 12360 კვადრატული კილომეტრი და 499 დასახლებული პუნქტი. ლიკვიდირებულია 725 საწვრთვნელი ბანაკი, 405 ქარხანა და სახელოსნო, სადაც საბრძოლო მასალა მზადდებოდა, ასევე განადგურებულ იქნა 1500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, ხოლო 35 000 ლიკვიდირებულ "ბოევიკს" შორის 204 საველე მეთაური იყო"–განაცხადა კონაშენკოვმა.
მან ასევე დაამატა, რომ ბანდფორმირებებისაგან ამოღებულ იქნა 448 ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 57 ქარხნული სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემა და 418 თვითნაკეთი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა, 410 ნაღმსატყორცნი და 28 ათასი ცეცხლსასროლი იარაღი.
გარდა ამისა, 1420 ჰექტარი ტერიტორია იქნა გაწმენდილი და განაღმული 26853 ასაფეთქებელი ნივთიერებისაგან.
პ.ს
რუსეთის თავდაცვის უწყება მუდამ თავის "სტიქიაშია", მუდამ ასახელებს წარმოუდგენლად "გაბერილ" ციფრებს მოწინააღმდეგის დანაკარგებზე, საიდან უნდა ჰქონოდა ამ რაოდენობის ჯავშანტექნიკა ტერორისტებს ან ამ რაოდენობის მოქმედი ქარხანა საბრძოლო მასალის და ტექნიკის დასამზადებლად, როცა ლამის მთელი სირია მიწასთანაა გასწორებული საბრძოლო მოქმედებების გამო.
ერთი რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული ესაა, მოკლულ "ბოევიკებში" უმოწყალოდ დაბომბილი ქალაქების და მათ შორის მიწასთან გასწორებული ალეპოს დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან ბავშვებთან ერთად.

0
237
13-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0