x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამყაროს აღსასრული მოახლოვებულია- გვაფრთხილებენ მეცნიერები-მითია თუ რეალობა?
imageპლანეტა ნიბურუ სრულიად გაანადგურებს დედამიწას ამა წლის შემოდგომაზე, გვიმტკიცებს მეცნიერი დევიდ მიდი.


ცნობილი მეცნიერი დევიდ მიდი თავის ნაშრომში "Planet X: The 2017 Arrival" მივიდა სენსაციურ დასკვნამდე, რომ 2017 წლის ოქტომბერში დედამიწას შეეჯახება პლანეტა Х, რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელით ნიბურუ.მეცნიერის მტკიცებით ჩვენი პლანეტის განადგურების ნიშნები უკვე შეიმჩნევა, თუმცა არ ხდება ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, რომ არ გამოიწვიოს ხალხში პანიკა.


თავის ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მეცნიერს მაგალითად მოჰყავს მიწისძვრების სტატისტიკა, მისი აზრით ბოლო წლებში მიწისძვრების ინტენსივობა მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პლანეტა Х გვიახლოვდება, მეცნიერის მტკიცებით სექტემბერში პლანეტა X-ი გაივლის ქალწულის თანავარსკვლავედს, ხოლო 5 სექტემბერს სრულიად დაფარავს მზეს.
მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ელიტური საზოგადოება უკვე დიდი ხანია ემზადება ამ კატასტროფისთვის და თავშესაფრის აშენებაც კი დაიწყეს. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პლანეტა X-მა შეიძლება გამოსტყორცნოს მზის სისტემიდან ურანი და ნეპტუნი.


სხვათა შორის პლანეტა Х -ის შესახებ საინფორმაციო საშუალებებმა 2015 წელსაც გაავრცელეს ინფორმაცია, მას მინიმუმ ორჯერ, - სექტემბერში და დეკემბერში უნდა გაენადგურებინდა დედამიწა, თუმცა NASA-მ უმალ გააქარწყლა ეს მითი და მას მორიგი ინტერეტ-მისტიფიკაცია უწოდა.



საკითხავია რაში სჭირდებათ მეცნიერებს ან რელიგიურ "წინასწარმეტყველებს"მსგავსი ინფორმაციების გავრცელება?არსებობს რამდენიმე სავარაუდო პასუხი..მანამდე კი ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რამდენჯერ უნდა "დაგქვცეოდა თავზე" დედამიწა...(მხოლოდ მნიშვნელოვანი "წინასწარმეტყველებები" )


156 წელი-ერთ-ერთი პირველი ქრისტიანის მონტანას წინასწარმეტყველება;


33, 900, 999, 1000, 1013, 1033, 1492, 1584, 1666, 1844, 1899, 1900-წლები-სამყაროს აღსასრული ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, ბიბლიისა და წმინდა წინასწარმეტყველთა გათვლით, განსაკუთრებით დიდი მოლოდინი იყო 1492 წელს, ამის საფუძველი იყო ის, რომ "სამყაროს 7000 წელი უნდა ეარსება",
ქრისტიანულ სამყაროში წლების ათვლა ბიზანტიის ერადან იწყებოდა, 7000 წელი
კი ზუსტად 1492 წელს სრულდებოდა;


18 ოქტომბერი 1533 წელი-"სამყაროს აღსასრული" უნდა დამდგარიყო გერმანელი მათემათიკოსის და მონახის მაიკლ შტიფელის გათვლით;


1688 და 1700 წლებში-შოტლანდიელი მათემატიკოსის ჯონ ნეპარას გამოთვლებით აპოკალიპსი ამ წლებში იყო მოსალოდნელი;


12 ნოემბერი 1833 წელი-არმაგედონს ა.შ.შ-ში ელოდებოდნენ "ვარსკვლავური წვიმის" შედეგად;


1844 წლის მარტი-ოქტომბერი-იესოს მეორედ მოსვლას ელოდნენ და "ახალი განჩინების დღე" დადგებოდა, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად;


1872, 1874, 1925, 1941, 1975, 1982, 2000 წლები-არმაგედონის მოლოდინი ბიბლიის შესწავლის საფუძველზე.(ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ განსაკუთრებით "იეჰოვას მოწმეები");


1 ნოემბერი 1900 წელი-სექტა "წითელმა სიკვდილმა" "იწინასწარმეტყველა" სამყაროს აღსასრული, რის გამოც ასეულობით ადამიანმა თავი დაიწვა.


21 სექტემბერი 1945 წელი-ამერიკელი მღვდლის, ჩარლზ ლონგის მიხედვით, ამ დღეს კაცობრიობის სიცოცხლეს წერტილი დაესმებოდა;


2 თებერვალი 1962 წელი-პლანეტების ქარავანი გამოიწვევდა სამყაროს აღსასრულს ინდოელი ასტროლოგების გამოთვლით;


1999 წელი-ამ წელს იმდენი ასტროლოგი და მეცნიერი "წინასწარმეტყველებდა", რომ მათი ჩამოთვლა არც ღირს.განსაკუთრებით აგვისტოს თვე იყო "ჩახვეული";


2000 წელი-ამ წელსაც აქტიურად განიხილებოდა "სამყაროს აღსასრულის" მოახლოვება, ეს იყო პლანეტების ქარავანი, შეჯახება ასტეროიდ "ტაუტატისთან", დედამიწის "შეწოვა" მზის სისტემის მიერ(ამერიკელი ასტრონომები ბოდავდნენ ამას) და
სხვა.


2006 წელი-ასტეროიდი იკარის შეჯახების შედეგად სამყაროს აღსარული უნდა დამდგარიყო;


2011 წელი-ამერიკელი "წინასწარმეტყველის" ჰაროლდ კამპინგის დასკვნით, რომელიც 70 წელი სწავლობდა ბიბლიას სამყაროს აღსასრული უნდა დამდგარიყო.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ საინფორმაციო საშუალებები, რადიოსადგურები, გაკრული იყო უზარმაზარი ბილბორდები, კამპინგის დასკვნით ამ განსჯის დღეს მკვდრები ადგებოდნენ საფლავიდან, ხოლო მორწმუნეების 2% ეგრევე სამოთხეში მოხვდებოდა, იქნებოდა მასობრივი ხანძრები და მიწისძვრები...განსჯის დღე დანიშნული იყო 23 მაისს....როცა არაფერი მოხდა, შემდეგ განაცხადა, რომ არმაგედონს 21 ოქტომბერს უნდა ველოდოთო....


2012 წლის 21-23 დეკემბერი-სამყაროს აღსარული უნდა დამდგარიყო მაიას ტომების კალენდრის მიხედვით, თემა იმდენად აქტუალური გახდა "სამყაროს აღსასრულის" შესახებ, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმაც კი საგანგებოდ მიმართა ხალხს. მოსალოდნელ "ბოლო დღეებზე" ინფორმაციას ქართული ბეჭდური თუ
ელექტრონული გამოცემებიც აქტიურად აშუქებდა.



5
955
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
955
  
2017, 5 იანვარი, 13:31
მართლა გეუბნები :))) ისედაც რა დრეშია ხალხი და რაებს აქვეყნებო უსინდისოოო :))
2017, 5 იანვარი, 13:27
რა გულიანად გამაცინე))))
2017, 5 იანვარი, 11:27
მე ისეთი კომენტარები დამიწერეს ამ სტატიაზე გეგონება მე უნდა დავაჯახო ეგ ნიბურუ თუ რაგაცა :)) მკვლელი გამხადეს
2017, 4 იანვარი, 16:01
))))))))))))მართლაც
2017, 4 იანვარი, 15:50
არ წაიღეს ტვინი ამ მჩხიბავებმა!? :)
0 1 5