x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
“ხელისუფლებავ ბრავო , როცა ხალხს პურის ფული არ აქვს მხოლოდ შენ ხარ მაძღარი”-ოთარ მამარდაშვილი



image
მწერალი და პუბლიცისტი ოთარ მამარდაშვილი 2016 წელს აჯამებს და ხელისუფლების მუშაობას აფასებს.


“2016 წელიც მიიხურავს მალე კარებს და შემოაბიჯებს 2017 წელი, იქნებ ეს წელი მაინც ყოფილიყოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი, თუმცა ალბათ ეს იმედიც ამაოა, რადგან ჩვენ ხომ ყველაზე უნიათო და უუნარო ხელისუფლება გვყავს, ესეც ალბათ ხალხისთვის, თორემ მათთვის ნამდვილად არ არიან უუნაროები, მათი ჯიბეები ხომ მუდამ სქელია ბღუჯა ფულით, ესეც იმ პრემიებით და დანამატებით რომელსაც ყველთვიურად სოლიდურად იწერენ, ხალხი კი ამ დროს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
დღეს ცოტახნით ქალაქში ვიყავი გასული და საზოგაოდებაში ნამდვილად არ არის წინასაახალწლო განწყობა, ისევ სევდიანი სახეები და ისევ სავალუტო ტაბლოებზე შემყურე თვალებით გულში კი კითხვა: „ ნეტავ დოლარი რამდენით მოიმატებს კიდე? ამ თვეში რამდენი შევიტანო ბანკში სესხი ან რით?“.
დღეს კი გამოვა პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი და მოგვილოცავს ახალ 2017 წელს, მოულოცავს ხალხს, რომელსაც პური არ აქვთ და მან უთხრა ნამცხვარი ჭამეთო, სამარცხვინოა მეტი რომ არაფერი ვთქვათ.
იმ დროს როცა ყველაფერზე ფასები მატულობს, ქართული ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია, ხელიუფლება 2017 წელს მხოლოდ ღორების პასპორტიზაციაზე ფიქრობს, იმ დროს როცა ჩვენი მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის საზღვარგარეთ ლუკმა პურის საშოვნელად, ხელისუფლების სადარდებელი მხოლოდ მათი პრემიები და დანამატებია.
გილოცავთ ქართველნო ახალ 2017 წელს და როგორც ყოველთვის იმედი გვაქ უკეთესის ეს იმედია მაინც გვქონოდეს ისევ, ხელისუფლებავ შენ კი ბრავო, როცა ხალხს პურის ფული არ აქვს მხოლოდ შენ ხარ მაძღარი.”-წერს ოთარ მამარდაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:benewsbatumi
benewsbatumi
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0