x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაუჯერებელი დამთხვევების თეორია
imageყოველ ახალ წელს ვუყურებთ ფილმს "ბედის ირონია ანუ გაამოთ" და ვუბრუნდებით კითხვას რამდენად შესაძლებელია რეალურ ცხოვრებაში მოხდეს მსგავსი ისტორიები რომელიც ფილმებში ხდება?ამ ფენომენს არა ერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა და ეწოდება სინქრონულობა, რომელიც კარლ იუნგმა შეარქვა.



"მთელი მსოფლიოს სამიკიტნოებიდან ის მაინცდამაინც ჩემთან შემოვიდა"-წამოიყვირა ფილმ"კასაბლანკას"მთავარმა გმირმა რიკიმ, როდესაც თავის საკუთარ ღამის ბარში ბავშვობის სიყვარული ილზა დაინახა.დაუჯერებელი დამთხვევები მარტო კინოშია შესაძლებელი თუ ცხოვრებაშიც ხდება მსგავსი ამბები?

image



აი მაგალითი რეალური ცხოვრებიდან: კაცი იჯდა მატარებელში და უცებ აიტანა უცნაურმა გრძნობამ, რომ მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი წყალში იხრჩობა, მივიდა სახლში და გაიგო, რომ მისი შვილიშვილი კინაღამ ტბაში დაიხრჩო ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ის მატარებელში იჯდა.



ამ ფენომენს მეცნიერმა კარლ გუსტავ იუნგმაინქრონულობა უწოდა.


ბევრ ჩვენთაგანს ჰქონია შემთხვევა, აიღეთ ტელეფონი და გინდათ დარეკოთ ახლობელთან, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ და ამ დროს თვითონ რეკავს, ან გაფრინდით სადღაც ძალიან შორს სხვა ქალაქში ან მხარეში და იქ ხვდებით ახლობელს მშობლიური ქალაქიდან.


ასეთი დამთხვევების ფენომენს სწავლობს ამერიკელი ფსიქიატრი ბერნარდ ბეიტმანი, რომელმაც ამ ყველა შემთხვევას ერთ წიგნში მოუყარა თავი "Connecting with Coincidence".



2007 წელს ბეიტმანმა მისურის უნივერსიტეტში შეკრიბა 700 მოხალისე და მათზე ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინა, რომ 15% გრძნობდა ტკივილს ან ძლიერ ემოციურ სტრესს, როდესაც იმ მომენტში მისი ახლობელი, რომელიც სულ სხვა ადგილზე იმყოფებოდა თავს ცუდად გრძნობდა.ბეიტმანმა ამ ფენომენს- "სიმულპათია" უწოდა, (ლათინურიდან simul-"ერთი და იგივე დროს" და ბერძნულიდან - "pathos"-ემოცია).




შემთხვევის სერიულობა

ამ ფენომენით დაინტერესდა ბიოლოგი ვენიდან პაულია კამერერი ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში, რომელიც ცნობილი ჯერ კიდევ ძველ ბერძნებში იყო.

კამერერი დაჯდა ვენის პარკში სკამზე რვეულით ხელში და აღნიშნავდა რამდენჯერ მოხდა "სერიულობა" ანუ რამდენჯერ გაიარა ადამიანმა, რომელებსაც მსგავსი ჩაცმულობა და გამოხედვა ჰქონდა, ხელში ეკავა ქოლგა ან ჩანთა.

კემერერს დიდად არ აინტერესებდა დამთხვევითობის თეორია, რომელიც მან უნებლიედ დაარეგისტრირა, ბეიტმანმა ეს ეფექტი ასე ახსნა, მისი აზრით ადამიანს გააჩნია ადგილმდებარეობის შიდა გლობალური სისტემა(რაღაც GPS-ის მსგავსი), რომელიც ჩვენ გვეხმარება საჭირო მომენტში ვიპოვოთ ის, რასაც ვეძებთ, იქნება ეს კონეკრეტული ადამიანი, ობიექტი თუ იდეა.

დამთხვევითობა ლიტერატურაში

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ლიტერატურაში გაჟღერებული ფაქტი ცხოვრებაში რეალურად ახდა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მორგან რობერტსონის რომანი "Futility", რომელიც 1898 წელს გამოიცა, რომანის სიუჟეტის მიხედვით ჩაუძირავი უზარმაზარი ხომალდი სახელად "ტიტანი" 3 000 მგზავრით მიემართება თავის პირველ რეისში, ატლანტის ოკეანეში აისბერგს შეეჯახება და ჩაიძირება...ვფიქრობთ ყველასთვის ნაცნობი სიუჟეტია...ბორტზე იყო მხოლოდ 24 სამაშველო ნავი, რეალურ "ტიტანიკში" 20..

image

ბეიტმანი ფიქრობს, რომ რობერტსონი "მოიმართა" შესაბამის ტალღაზე და დაიჭირა ის ვიღაცის ამბიციები, რომელიც სივრცეში ტრიალებდა და რომელიც რეალურად ახდა 14 წლის შემდეგ."რობერტსონმა იცოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ იცოდა"-ასკვნის ბეიტმანი.

ბეიტმანს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს, რომელიც ამერიკელ მწერალს ნორმან მაილერს შეემთხვა.

როდესაც რომან "ბარბაროსების ნაპირზე" მუშაობდა, სიუჟეტში მოულოდნელად შემოიყვანა მეორეხარისხოვანი გმირი, -რუსი ჯაშუში, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, შემდგომ რომანის ფაბულის განვითარების მიხედვით მთავარ გმირად იქცა.

1951 წელს, როდესაც რომანი გამოიცა, ამერიკელებმა დააკავეს სახელგანთქმული რუსი ჯაშუში რუდოლფ აბელი, რომელიც.....მაილერის მეზობლად, ერთი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა.

წლების შემდეგ მაილერმა ინტერვიუში განაცხადა:"ამ შემთხვევამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ფანტაზიასა და რეალურობას შორის მკვეთრი საზღვარი არ არსებობს, არავინ იცის რეალურობის რომელ ნაწილს ვითვისებთ ქვეცნოებიერად".

image

შეხვედრა

რამდენად არის შანსი, რომ უზარმაზარ უცხო ქალაქში შეხვდე ახლობელ ადამიანს?

BBC-ის კორესპონდენტი კატერინა არხაპოვა:

"ეს მოხდა ლონდონში ცხოვრების პირველ წელს, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არ მობილური ტლეფონები.ერთ საღამოს ვბრუნდები სახლში კონცერტიდან და ქალაქის ცენტრში ხალხის მასაში დავინახე ჩემი ძმა, სრული აბსურდი, იმიტომ, რომ ჩემი ძმა ვიზის გარეშე ვერაფრით მოხვდებოდა ლონდონში და მეორეც ჩემი გაფრთხილების გარეშე..მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემი ძმაა, ჩამოვწიე ფანჯარა და მთელი ხმით დავიყვირე მისი სახელი..ახალგაზრდა კაცი მოტრიალდა, მე კი მანქანიდან ხელი დავუქნიე...

ამ ფაქტის ჯადოსნურობა ისიც იყო, რომ რამდენიმე დღის წინ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონი, ისე, რომ ახლო ნათესავების გაფრთხილებაც ვერ მოვასწარი ასე, რომ ჩემი ძმა თვითონაც ვერაფრით მიპოვნიდა ლონდონში.

როგორც გაირკვა ჩემი ძმა ლონდონში ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და სურდა სიურპრიზი გაეკეთებინა მოულოდნელი ვიზიტით."

ბაიტმანი ფიქრობს, რომ ყველა სიმულოპათია, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება ემსახურება ერთ საქმეს-"სასწაული სახით" გვთავაზობს იმას, რაც იმ მომენტში ძალიან გვჭირდება.

ჯერ კიდევ 1922 წელს უილიამ ორბურნმა და დოროთი ტომასმა გამოაქვეყნეს სტატია "გარდაუვალია გამოგონება", სადაც აღწერილია 148 სამეცნიერო აღმოჩენა, სადაც ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალელურად გამოუვიდათ.

0
400
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0