x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ებრძვიან ნაბახუსევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ სახალისო რჩევები მათთვის, ვისაც ახალი წლის სუფრაზე ზედმეტი მოუვიდა დალევა

ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი - იანვარში დღესასწაულების მთელი კასკადი გვატყდება თავს და განა წარმოგიდგენიათ ქართული ლხინი ღვინის, შამპანურის და სხვა სპირტიანი სასმელის გარეშე? თუმცა მხიარულად გატარებულ საღამოს არც თუ ისე სასიამოვნო დილა მოჰყვება თავის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით და ყველა იმ უსიამოვნო სიმპტომით, რასაც ნაბახუსევი ჰქვია.


image


ნაბახუსევი-აბა რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი და უსიამოვნო? ამ სიტყვის გაგონებაც კი ბევრ ადამიანში თავის ტკივილს და არასასურველ შეგრძნებებს იწვევს. ადამიანების უმეტესობა მხიარულად გატარებული ღამის შემდეგ ძილს და ასპირინს არჩევს, ზოგი მათგანი დილით ლუდს ან ხაშს ეძალება, ზოგი კიდევ არყით აგრძელებს დღეს.

მაგრამ რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? იქნებ რომელიმე ქვეყანაში იციან განსაკუთრებული საიდუმლო, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებას? საიდუმლოების რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრგან თურმე ნაბახუსევთან ბრძოლის ისეთი უცნაური ხერხები აქვთ, რომ მათ გამოყენებას არამც და არამც არ ისურვებდით.

მოდით, ვირტუალური მოგზაურობა ჩავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვნახოთ, რა მეთოდებს იყენებენ ისინი ნასმეურის გასაბათილებლად.


1. ნამიბია


image

ამ ქვეყნის მცხოვრებლები ნაბახუსევთან ბრძოლის ნაცად 100%-იან ხერხს იყენებენ-ესაა კამეჩის რძის კოქტეილი. ეს სასმელი შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: აჭრილი ნაღები, შავი რომი, სანელებლებიანი რომი, ნაღების ლიქიორი და ნაღები. ალბათ ამ საშინელი ნარევის დალევა, მას შემდეგ, რაც თქვენ მთელი ღამე სპირტიან სასმელს სვამდით, არცთუ ისე სასიამოვნო იქნება. გამოდის, რომ განთავისუფლდეთ ნაბახუსევისაგან, ისევ უნდა დათვრეთ.


2. პერუ


image

პერუელებს ძალიან უყვართ ღამღამობით ხმაურიანი წვეულებები და გართობა, შესაბამისად, მათ იციან ამ ხმაურიანი ღამეების შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები: დილით ისინი ჭამენ განსაკუთრებული ჯიშის თევზისაგან დამზადებულ სუპს, რომელსაც დამატებული აქვს ლიმონის წვენი, ლაიმას წვენი, ნიორი და იმბირი. მგონი საკმაოდ გემრიელი კერძი უნდა იყოს.


3. ველური დასავლეთი


image

ლაღი და უშიშარი კოვბოების ველურ დასავლეთში ამ მაგარი ბიჭებისათვის ნაბახუსევთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, რაღა თქმა უნდა, ხელმიუწვდომელი იყო. როგორ აღწევდნენ თავს ისინი ვისკით სავსე ღამის შედეგად გამოწვეულ უსიამოვნებებს? ისინი სვამდნენ გრანულირებულ ჩაის. გინდათ შეიტყოთ მაინც რა ჩაი იყო ეს? კოვბოები კურდღლის ცურცლებს ადუღებულ წყალს ასხამდნენ და.... მგონი არ ღირს ამის გაგრძელება.


4. ავსტრალია


image

ავსტრალიელებს ძალიან უყვართ ვეჯიმაითი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნაბახუსევის დროს ხსნას მასში ეძებენ. იცით რა არის ვეჯიმაითი? ესაა საფუარზე დამზადებული სქელი პასტა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ნუტელას, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და სულაც არაა ტკბილი.



5. კანადა


image

თუ კანადელმა გუშინ საკმარისზე მეტი დალია, დღეს ის აუცილებლად მიირთმევს კარტოფილ ფრის ყველის ნაჭრებით და ცხელი სოუსით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კერძს არც ნაბახუსევის გარეშე დაიწუნებდა ადამიანი, რადგან ის ძალიან გემრიელია.


6.ბანგლადეში


image

ბანგლადეშელები გვირჩევენ ნაბახუსევის დროს დავლიოთ ქოქოსის რძე. მასში ძალიან ბევრი კალიუმია, რომელიც სპირტიანი სასმელის მოქმედებას ანეიტრალებს.


7. უნგრეთი


image

როგორც ჩანს, უნგრელები ძალიან კატეგორიული ხალხია. თუ თქვენ ამ ქვეყანაში დალევამ მოგიწიათ და გსურთ ნაბახუსევისგან თავი დაიხსნათ, უნგრელი მასპინძელი აუცილებლად შემოგთავაზებთ დალიოთ ბრენდი, რომელშიც ბეღურის სკინტლია დამატებული. სასიამოვნოა, რას იტყვით?


8. პუერტო-რიკო


image

პუერტო-რიკოელებს მშვენიერი საშუალება ააქვთ ნამთვრალევთან საბრძოლველად. მანამ, სანამ თქვენ სპირტიანი სასმელის დალევას დაიწყებთ, ხელისგულზე უნდა გასრისოთ ლაიმის ან ლიმონის ნაჭერი და მორჩა, სასმელი აღარ მოგეკიდებათ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდს მეცნიერი მტკიცებულება არ გააჩნია, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.


9. ჰაიტი


image

ჰაიტიზე მიაჩნიათ, რომ ნაბახუსევთან ხუმრობა არ შეიძლება. მისგან რომ თავი დაღწიონ, ნასვამი ადამიანები ვუდუს მაგიას მიმართავენ. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 13 ცალი შავთავიანი ქინძისთავი ჩაარჭოთ იმ ბოთლის სახურავში, საიდანაც სვამდით სასმელს და თქვენი ტანჯვა უკვალოდ გაივლის. შთამბეჭდავი მეთოდია, არა?


10. ისლანდია


image

ისლანდიური ტრადიციის თანახმად, ნაბახუსევთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მდინარის პირას სილაში კისრამდე ჩაფლვა. რა თქმა უნდა, მეცნიერება ამ მეთოდის ეფექტურობასაც ეჭვის ქვეშ აყენებს, მაგრამ ერთის მხრივ, ეს ცივი შხაპის ალტერნატივაა, ასე რომ სავსებით შესაძლებელია მან შვება მოგანიჭოთ ნაბახუსევის დროს.



პ.ს. მგონი ცოტა შეგაშინეთ, არა? - ამ საშინელებების დალევას ისევ ხაში, ასპირინი და კარგად გამოძინება სჯობს. ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს აჯობებს თუ ზომიერად დალევთ და მოლხენას ღრეობად არ გადააქცევთ, რათა მეორე დღეს ნაბახუსევისაგან გამოწვეულ ტანჯვა-წამებას დააღწიოთ თავი.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო!

7
284
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
2017, 4 იანვარი, 10:20
ჰოდა წვეთსაც რომ არ ვსვამ, მაგიტომ არ მაწუხებს..უფრო მეტიც, ყველნაირი სასმელი მეზიზღEბა, გარდა ყავისა:D
2017, 4 იანვარი, 1:10
არც მე გენეტიკურდ რ გვაწუხებს, თუმცა მე მაინც არა ვარ დალევის მოყვარული.
2017, 3 იანვარი, 23:35
მე არ მაწუხებს, უფრო სწორად ვერ მაწუხებს:დდდ
2017, 3 იანვარი, 23:34
რავია აბა ..რა გითხრათ? არც ერთი გამისინჯავს არასოდეს და არც მეორე :დ
2017, 3 იანვარი, 17:34
ვისაც ნაბახუსევი გაწუხებთ საუკეთესო გამოსავალია–არ დალიოთ! :)))))
2017, 3 იანვარი, 11:49
ქართული მამა-პაპური მეთოდი ყველას ჯობია. ხაში და არაყი. აბა რას იტყვით?
0 1 7