x
image
Lerato
ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანის 8 ოქროს წესი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!
image


ხდება ისე, რომ ადამიანს ყველაფერი აქვს – განათლება, ფული, მდგომარეობა საზოგადოებაში, მაგრამ მთავარი არ გააჩნია – ჯანმრთელობა და ბედნიერება. იმისთვის, რომ ეს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ გვქონდეს, საჭიროა მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყაროს წესრიგში მოყვანა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ჩვენი ფიქრების. არსებობს სისტემა, რომელიც ამაში დაგვეხმარება. სტატიაში სწორედ ამ სისტემის წესებზეა საუბარი.


1. გამუდმებით ცუდზე ნუ ფიქრობთ


მეხსიერებაში ყულაბა შექმენით სასიამოვნო მოგონებებისთვის და ხშირად გაიხსენეთ ის, რაც სიხარულს, ბედნიერების ღიმილს მოგგვრით. ის რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, ქვეცნობიერში მხოლოდ კარგი დატოვეთ. იოცნებეთ სასიამოვნოზე, დააწყეთ გეგმები, ისწავლეთ კარგის დანახვა და აქცენტს ცუდზე ნუ გააკეთებთ. ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.


2. ისწავლეთ პატიება


ადამიანი, რომელიც გულით უამრავ წყენას ატარებს, ვერ იქნება ჯანმრთელი. პატიება – ეს დამშვიდობებაა ყველანაირ წყენასთან, ტკივილთან, არასასიამოვნო მოგონებებთან, რაც კი თქვენს ცხოვრებაში ყოფილა. ნუ იქნებით ნაწყენები თქვენს მტრებზე და არაკეთილმოსურნეებზე, ნუ გეგმავთ მათზე შურისძიებას. დაიმახსოვრეთ – ყველაზე დიდი შურისძიება – მათი არაფრად ჩაგდება, არარად მიჩნევაა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენს არაკეთილმოსურნეებს და მათ მიერ მიყენებულ წყენებს ნუ ატარებთ თქვენში, ნუ ფიქრობთ მათზე და ყოველთვის ჯანმრთელნი იქნებით.

image


3. ისწავლეთ – რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს სიამოვნებით გააკეთეთ


როცა საკვებს იღებთ, იფიქრეთ არა მხოლოდ იმაზე რომ ის სასარგებლო და საჭიროა დასანაყრებლად, არამედ სიამოვნება მიიღეთ. როდესაც ვცდილობთ ჭამისგან სიამოვნების მიღებას, ავტომატურად ეს იმას ნიშნავს, რომ ამას სწორედ ვაკეთებთ, ანუ როგორც საჭიროა ნელა ვღეჭავთ საჭმელს, ყოველგვარი აჩქარების გარეშე.

როდესაც ვარჯიშობთ, ასევე იფიქრეთ საკუთარ სიამოვნებაზე. არ ღირს გადატვირთვა და საკუთარი თავის იძულება, როცა ძალა აღარ შეგწევთ.

დაიმახსოვრეთ: სასარგებლოა მხოლოდ ის, რასაც სიამოვნებით აკეთებთ. ყოველივე დანარჩენი – საზიანოა. ხშირად იფიქრეთ თუ რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება. მაგრამ ეცადეთ რომ ეს ცრუ სიხარული არ იყოს. მაგალითად, ადამიანი როდესაც ზომაზე მეტს მიირთმევს, ფიქრობს რომ ამ გზით ის საკუთარ თავს გაახარებს. თუმცა, "სიხარულიდან" რამდენიმე ხნის შემდეგ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ მისი სხეული, არამედ სულიც. ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ ის არის, რომელიც თქვენში სასიამოვნო შეგრძნებებსა და მოგონებებს კვალს დატოვებს. ის რაც ცუდად არ მოგიბრუნდებათ – სულიერი და ფიზიკური ტანჯვით.


4. ისწავლეთ იმის დანახვა, რომ ადამიანები თქვენს ირგვლივ გაცილებით ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე თქვენ იმყოფებით ახლა


თანაუგრძენით მათ და ჩაუნერგეთ რწმენა და ოპტიმიზმი. მაგრამ არ დაამციროთ იმით, რომ გებრალებათ. როცა გვეცოდება ვინმე, ამით უფრო ვამძიმებთ მის ისედაც სავალალო მდგომარეობას. უმჯობესია, დაარწმუნოთ ის, რომ უთუოდ დააღწევს თავს გასაჭირს და ავადმყოფობას. ისწავლეთ ასეთი ადამიანების დახმარება საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ არა თქვენსა და თქვენი ინტერესების საზიანოდ. როდესაც სხვებს ეხმარებით ისე რომ არ ზიანდებით, ამით საკუთარ თავსაც ეხმარებით.


image


5. ისწავლეთ ისე მოქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად გაქვთ, მიუხედავად იმისა თუ როგორია თქვენი რეალური მდგომარეობა


რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, სწორედ იმად ვიქცევით – ეს არ დაივიწყოთ! თუმცა, არ ღირს საჩვენებელი გამოსვლების მოწყობა სხვების დასანახად თითქოს ყველაფერი გადასარევად გაქვთ, ეს თქვენთვის გააკეთეთ, მაშინაც კი როცა მარტო იქნებით. როდესაც თავი მაღლა გვიჭირავს და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, ჩვენი დადებითი ფიქრებით და ემოციებით კეთილდღეობას ვიზიდავთ.


6. არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს: "მე არ შემიძლია" – რასაც არ უნდა ეხებოდეს: გამოჯანმრთელებას, სამსახურს, ფიზიკურ ვარჯიშს


თუ გეჩვენებათ, რომ რაღაც საქმე არ გამოგდით, არ იფიქროთ ზედმეტად შეძლებთ თუ არა ამის გაკეთებას, უბრალოდ გააკეთეთ ყოველგვარი განსჯის გარეშე. მალევე აღმოაჩენთ, რომ თურმე იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე მიგაჩნდათ... გაცილებით მეტი. არასოდეს თქვათ "არ შემიძლია, " რადგან ამით ზღვარს აწესებთ, რომლის იქით გადასვლას უკვე ვეღარ შეძლებთ. ადამაიანის შესაძლებლობები კი პრაქტიკულად უსაზღვროა. უბრალოდ საკუთარ თავს ზღვარს ნუ დაუწესებთ. თუ საქმეს ვიწყებთ იმაზე ფიქრის გარეშე "შემიძლია – თუ არ შემიძლია, " ამით ჩვენ უფრო ძლიერები ვხდებით სულითა და ხორცით, ვაფართოვებთ ჩვენს შესაძლებლობებს, ახალ სიმაღლეებს ვიპყრობთ, საკუთარი თავის რწმენა გვიჩნდება და უფრო მეტი პატივისცემაც.

image

7. დაიმახსოვრეთ, რომ არც იღბალი, არც მარცხი, არც ავადმყოფობა და არც ჯანმრთელობა თავისთავად არ ჩნდება


ადამიანი იმისგან შედგება, რაც ჩაიდინა და რაზეც იფიქრა წარსულში. სწორედ ამისგან იქმნება ჩვენი აწმყო. დღეს კი საფუძველს ვუყრით ჩვენს მომავალს. ის ყოველივე, რაზეც ადამიანი ფიქრობს, რისიც სწამს, რასაც ახლა აკეთებს – მომავალს ქმნის. ჯანმრთელი ხართ თუ არა – იმის შედეგია, რასაც წარსულში აკეთებდით. მომავალში ძლიერი იქნებით თუ სუსტი, იმაზეა დამოკიდებული რისიც გწამთ, რაზეც ფიქრობთ და როგორ იქცევით აწმყოში. თუ პოზიტიური ფიქრებისა და ქცევების საშუალებით აწმყოს შეცვლით, ამით საკუთარ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ჩაუყრით საფუძველს.


8. როგორც წყალი იცვლის ფორმას იმ ჭურჭლის შესაბამისად სადაც ის ხვდება, ასევე ყველა უჯრედი, რომლისგანაც ჩვენი სხეული შედგება, იცვლის მდგომარეობას ჩვენივე ფიქრების, ქცევების და რწმენის თანახმად


თუ ფიქრები, ქცევები აღსავსეა ოპტიმიზმით და რწმენით, ამ შემთხვევაში უჯრედები იცვლიან მდგომარეობას და ჯანმრთელობის, ჰარმონიულობისკენ იხრება ბუნების კანონის თანახმად. ამ დროს ორგანიზმის თვითგანკურნების უნარი მთელი ძალით იწყებს მუშაობას.

აუცილებელია ირწმუნოთ ის, რომ თქვენი სულის სიძლიერე ყველანაირ გასაჭირს გადალახავს.

სადაც რწმენაა – იქ, როგორც წესი, ჭეშმარიტებაა. იქ ჯანმრთელობა და წარმატებაა. იქ ჭეშმარიტი ძალა და სულის უკვდავებაა. იქ ბედნიერებაა დიდებულ და ძლევამოსილ ბუნებასთან შერწყმული. იცხოვრეთ ბუნების კანონების მიხედვით და გახდით ძლიერები და წარმატებულები!


image

ასევე დაგაინტერესებთ:

რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე

რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!

დალაი ლამა: "ჩვენი ცხოვრების მიზანია – ვიყოთ ბედნიერები." რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას

როგორ მოვიზიდოთ იღბალი – წარმატების ტიბეტური საიდუმლო

5
720
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
720
  
2017, 5 იანვარი, 18:02
ნამდვილად, გეთანხმებით! ცხოვრება დღეს იმდენად რთული და ხშირ შემთხვევაში უსამართლოა, რომ მსგავსი რჩევების და წესების გარეშე ადამიანს გაუჭირდება ამ ყველაფერს თავი გაართვას
2017, 5 იანვარი, 17:58
მადლობა, მეგობარო სტატიის ქვემოთ გაკეთებულ ბმულში მსგავსი შინაარსის სტატიების ჩამონათვალია
2017, 5 იანვარი, 17:10
ძალზე საინტერესო სტატიაა, სტიმულის მომცემი...
2017, 5 იანვარი, 14:36
ძალიან მომეწონა მინდა ხშირად იდებოდეს ასეთი სამოტივაციო სტატიები !!!
2017, 5 იანვარი, 11:29
Dedicated to the sunny girl – "Get well soon, my dear!"
0 1 5