x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
10 ქალაქი სადაც რთულია იცოცხლო
ადამიანი, ყველაზე დიდი მტერია დედამიწისთვის. ჩვენი სამყარო დიდია და ლამაზი, არის ადგილები სადაც ადამიანს ჯერ არ დაუდგამს ფეხი(საბედნიეროდ), ამიტომ ამ ადგილებმა შეინარჩუნეს სამოთხის იერსახე. მაგრამ, არის ადგილები, სადაც ადამიანებმა საშინლად გაანადგურეს ბუნება და იქ არა თუ გაჩერება, არამედ სიცოცხლეც შეუძლებელია.
დავიწყოთ ყველაზე ნაკლებად გაბინძურებული ქალაქებით
10.ძერჟინსკი, რუსეთი

image
გასულ საუკუნეში ძერჟინსკში დამარხეს 200 000 ტონა ქიმიური ნარჩენები. წყალი ისეთი დაბინძურებულია, რომ კრიტიკულ ზღვარს ბევრად სცილდება. მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 45 წელია.
9.კაბვე, ზამბია
image
1902 წელსზამბიაში აღმოაჩინეს ტყვიისა და კადმიუმის მარაგი.დაიწყო მისი
მომპოვებელი სამუშაოები.ამჟამად მომპოვებელი ქარხნები აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ
ეს არ აუმჯობესებს მგომარეობას. მოსახლეობა მოწამლილია და ბავშვების სისხლშიც კი ტყვიისა და კადმიუმის რაოდენობა, ნორმაზე 1-15 ჯერ მეტია.
8.ლა-ოროია, პერუ
image
ამ საშახტო ქალაქში 90- ზე მეტი პროცენტი სერიოზულად არის ავად, რადგან ძალიან მაღალია ტყვიის შემცველობა სისხლში. არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის სამუშაო ქარხანა, რომელიც აბინძურებს ქალაქს 1992 წლიდან.
7.ლინფინი, ჩინეთიimage
3 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის ნახშირის წვის შედეგს. დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იტანჯება პნევმონიით, ბრონქიტით და ფილტვის კიბოთი. ლინფინი არის ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ჩინეთში. ეს თითქმის შეუძლებელია ნიღბის გარეშე ქალაქში გადაადგილება.
6.ნორილსკი, რუსეთიimage
ნორილსკი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რუსეთის ტერიტორიაზე, აქ აშენებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული კომპლექსი. 130 ათასი მაცხოვრებელი განიცდის რესპირატორულ დაავადებებს. ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ 2001 წელს მთავრობამ აკრძალა უცხოელების შესვლა ქალაქში
5. სუკინდა, ინდოეთი
image
სუკინდა მდიდარია ქრომით, 90% მოსახლეობის კვდება სწორედ ქრომით გამოწვეული
დაავადებებით.
4.ტიანჟინი, ჩინეთი
image
ტიანჟინი -ტყვიის უდიდესი მწარმოებელია ჩინეთში. ლითონის კონცენტრაცია ჰაერში და ნიადაგში 10-ჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს.
3.ვაპი, ინდოეთი
image

1000-ზე მეტი სამრეწველო საწარმო მდებარეობს ამ ქალაქში, ვაპში მერკურის დონე წყალში 96 -ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ. 70 ათასზე მეტი მოსახლე იტანჯება ყველა სახის ქრონიკული დაავადებებით .
2.სუმგაიტი, აზერბაიჯანი
imageსუმგაიტი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. აქ უამრავი ქარხანა იყო, რომლებმაც ეს ქალაქი უზარმაზარ სამრეწველო უდაბნოდ აქცია.
1.პრიპიატი, უკრაინა

image
რათქმაუნდა, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ და საშიში ქალაქების რეიტინგში
უნდა დაწინაურებულიყო ეს ქალაქი.1986 წლის ჩერნობილის ტრაგედიამ მოიტანა
იმდენად დიდი გამოსხივება, რომ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, 30 კილომეტრის მოშორებითაც საშიშია შესვლაც კი. ითვლება, რომ ატომური
კატასტროფის შედეგად დაზარალდა 5 მილიონი ადამიანი.
რა შეგვიძლია ვთქვათ მსოფლიოს დანარჩენ ქალაქებზე, თუნდაც საქართველოს
რამდენიმე რეგიონზე? არსესბობს მოსაზრება, რომ დიდი ქალაქებში, თბილისში,
ბათუმსა და ქუთაისში, ჰაერსი გამონაბოლქვის შემცველობა ნორმაზე გაცილებით მეტია. რაც თავისთავად ავტომობილთა დიდი რაოდენობით არის გამოწვეული, ავტომობილების დიდი რაოდენობა კი ძველია და უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე


შედარებით ახალი. არც საწვავის ხარისხის შესახებ გვაქვს ინფორმაცია.



0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0