x
მეტი
  • 24.02.2017
  • სტატია:64076
  • ვიდეო:315581
  • სურათი:414600
ფრანგული პრესა ეგვიპტეში (1789-1801)

საფრანგეთი, რომელიც მე-18 ს-ში დაკარგა თავისი კოლონიები ინდოეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროში (მათ ინგლისი დაეუფლა), ცდილობდა აენაზღაურებინა დანაკარგები აქტიური პოლიტიკით ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. მიუხედავად ძლიერი პოზიციებისა, საფრანგეთის მოწინააღმდეგედ რჩებოდა ინგლისი.იმისთვის, რათა დარტყმა მიეყენებინათ ინგლისისთვის, და გაენადგურებინათ მისი კოლონიური ბატონობა, დირექტორიის მთავრობამ გადაწყვიტა მოემზადებინა სამხედრო ექსპედიცია ინდოეთში - ინგლისის უმდიდრესი სამფლობელოს დასაპყრობად. ვინაიდან ინდოეთისკენ გზა გადიოდა არაბულ ქვეყნებზე, ამოცანად იქნა დასახული ეგვიპტის ხელში ჩაგდება.
სწორედ მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია მჭიროდაა
დაკავშირებული ევროპული ქვეყნების კოლონიურ პოლიტიკასთან. საფრანგეთს ისევ
დაუპირისპირდა ინგლისიმე-18 საუკუნეში ეგვიპტის ხელში ჩასაგდებად. უპირველესყოვლისა 1798-1801 წ. ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ჩატარებული კამპანიის მთავარი მიზანი იყო გვიპტის დაპყრობა. ექსპედიციის დროს სირთულეების გამო,
ჯარის საბრძოლო სულისკვეთება ნელ-ნელა ეცემოდა, ეს სირთულეები გამოწვეული იყო რთული კლიმატური პირობებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ევროპელებისადმი მტრული დამოკიდებულებით. მთავრობა ცდილობდა მის შენარჩუნებას აქტიური პროპაგანდით, რომლის რუპორი გახდა სამხედრო პრესა.ფრანგი ოფიცერის წერილი
ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე კაპიტან როზი სწერს თავის მეგობარ გრივეტს : «ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელიც არავის მოსწონს. ჯარს რომ სცოდნოდა ეგ საფრანგეთიდან წამოსვლამდე არ ავიდოდით ხომალდზე. სიკვდილი უფრო კარგია, ვიდრე ისეთ გაჭირვებაში ყოფნა, რომელშიც ახლა ვართ ».

ამგვარად ეგვიპტეში, ნაპოლეონ ბონაპარტის ექსპედიციის დროს 1798 წელს, გაჩნდა პირველი ფრანგული გაზეთი Courrier de l'Égypte 1798 წელს 29 აგვისტოს, რომელიც იბეჭდებოდა 5 დღეში ერთხელ და გადმოსცემდა როგორც ეგვიპტეში, ისე ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, და ჟურნალი La Décade Égyptienne. ორივე ემსახურებოდა ექსპედიციის დესტაბილიზირებული მონაწილეობის გაერთიანებას, ამიტომ მათ ფურცლებზე აღმოსავლეთის სახე განსაკუთრებული სპეციფიკით იყო წარმოდგენილი. გაზეთებს აქვეყნებდნენ არა მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებისთვის, არამედ პროპაგანდის გავრცელებისთვისაც. ბონაპარტეს უკვე ჰქონდა დიდი გამოცდილება ამ საქმეში.

აღსანიშნავია იტალიის ტერიტორიაზე გამოქვეყნებული გაზეთები - Courrier de l’Armée d’Italie და La France vue de l’ Armée d’Italie და მალტაზე - Journal de
Malte, feuille nationale, politique, morale, commercial და littéraire. გაზეთების შინაარსი კონტროლირდებოდა ბონაპარტის მიერ. ეგვიპტეში არსებობდა ორი ტიპოგრაფია: ოფიციალური ჟან-ჟოზეფ მარსელის ხელმძღვანელობით და კერძო მარკ ორელის. თუმცა მოგვიანებით ორივე გაერთიანდა ნაციონალური ტიპოგრაფიის სახელწოდების ქვეშ.
განსაკუთრებით ფრანგული ოკუპაციის ბოლო წლებში გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ძირითადად ეგვიპტის ტრადიციებს ეხება. აღწერილია ეგვიპტის მოსახლეობის წეს-ჩვეულებები, ადათები. მაგრამ აღწერაში ყოველთვის ხაზგასმულია ფრანგების უპირატესობა ეგვიპტის მოსახლეობაზე. ზოგიერთი სიუჟეტის მიზანი არის მკვიდრი მოსახლეობის «ველურობისა» და «უმეცრების» ჩვენება.


0
36
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მაია ამბარცუმოვი
მაია ამბარცუმოვი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0