x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2016 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

მიიწურა 2016 წელი და მალე ისტორიას ჩაბარდება, თუმცა წლის მანძილზე დატრიალებული სკანდალები, რომლებიც სწრაფი ტირაჟირებით მოედო მსოფლიოს და უშუალოდ ჩვენს ცნობილებს გადახდათ, ბევრ ჩვენგანს კიდევ კარგა ხანს ემახსოვრება.


image

მოდით ყველამ ერთად გადავხედოთ წლის მოვლენებს- ანუ ყველაზე გახმაურებულ სკანდალებს.



1. Kim Kardashian-ის ძარცვა. როგორც ვიცით, 3 ოქტომბერს Kim Kardashian-ს პარიზის ერთ-ერთ სასტუმროს პირად ნომერში თავს დაესხნენ შეიარაღებული მძარცველები, რომლებმაც ის სააბაზანოში ჩაკეტეს, შედეგად კი გაიტანეს ოთახიდან 9 მილიონი ღირებულების ძვირფასეულობა და კიმის პირადი ფოტოებით სავსე ორი მობილური ტელეფონი. საქმის დეტალები თუ რა საფეხურზეა გამოძიება, დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა დადის ჭორები, რომ ოჯახმა ეს სცენა მხოლოდ იმიტომ გაითამაშა, რომ კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.

image



2. გაშიშვლებული Orlando Bloom-ი. აგვისტოში, საფრანგეთში შეყვარებულთან Katy Perry-ისთან (32 წლის) ერთად დასვენების დროს, 39 წლის მსახიობმა Orlando Bloom-მა ბოლომდე გაიხადა. რა თქმა უნდა პაპარაცებმა აღნიშნული ფაქტის დაიგნორება არ მოახდინეს და ფოტოები მალევე მოედო სოცილუარი ქსელების მეშვეობით მსოფლიოს.

image



3. ვარსკვლავები Donald Trump-ის წინააღმდეგ. როდესაც ნოემბერში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრა მოინდომა ბიზნესმენმა Donald Trump-მა, ცნობილმა ვარსკვლავებმა და მათ შორის 24 წლის სკანდალურმა მომღერალმა და მსახიობმა Miley Cyrus-მა ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი, დატოვებდა ქვეყანას. ტრამპი გახდა პრეზიდენტი, თუმცა საირუსი კვლავ ქვეყანაში რჩება.

image



4. Leonardo DiCaprio-ს ფინანსური სკანდალი. წელს Leonardo DiCaprio კორუფციაში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, მალაიზიის საქველმოქმედო ფონდ 1MDB-იდან მან 3 მილიარდი თავის პირად ფონდში სახელწოდებით Leonardo DiCaprio Foundation-ში გადარიცხა. ინფორმაცია არ დადასტურდა, ამიტომ ლეო აგრძელებს თანამშრომლობას ჩვეული რეჟიმით.

image



5. Angelina Jolie და Brad Pitt-ის გაყრა. წელს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განკითხვად სწორედ ამ ყველაზე ლამაზი წყვილის განქორწინება გახდა. ბედნიერი, მზრუნველი და ექვსი შვილის ლამაზი ოჯახის აუდიტორია, ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში 11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ამ წლის სექტემბერში დაინგრა. ბევრი მოტივი დასახელდა მიზეზად, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, მაინც ინკოგნიტოდ რჩება.

image



6. Johnny Depp და Amber Heard-ის განქორწინება. ჯერ სკანდალური იყო ის ფაქტი, რომ დეპმა 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე Vanessa Paradis, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, Amber Heard-ის გამო მიატოვა. წელს კი, მაისში ამბერმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი დეპთან განქორწინებაზე. ოჯახური ძალადობა, ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკების მოხმარება, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც დეპს ედებოდა ემბერისგან ბრალად. წყვილი ერთად მხოლოდ 1 წელი იყო და განქორწინების შემდეგ დეპმა მას 7 მილიონი მისცა კომპენსაციის სახით.

image



7. Lindsay Lohan და Egor Tarabasov-ი. ერთი შეხედვით სრულყოფილი წყვილი, სინამდვილეში არ იყო ისე ჰარმონიულად ერთად, როგორც ჩანდა. წელს ეს წყვილიც დაიშალა და მიზეზად Egor Tarabasov-ის ღალატი სახელდება, მეტიც, ლინდსი ამბობს, რომ ხშირად იტანდა ქმრისგან ძალადობასა და დამცირებას. ეხლა კი მშვენიერი ლინდსი საბერძნეთში ისვენებს, იგორმა კი ახალი ურთიერთობები გააბა დიზაინერ Анна Епифанцева-სთან.

image



8. დასახელდა, რომ Gigi Hadid-ი მსუქანია. ამ წლის გაზაფხულზე დები ჰადიდებიდან უფროსმა ჯიჯიმ მონაწილეობა მიიღო Tommy Hilfiger-ის ჩვენებაში, სადაც ტომარა პანჩოთი წარსდგა. თავად Tommy Hilfiger-მა განაცხადა, რომ მოდელი არ არის მაღალი და გამხდარი, თუმცა მის შესაძლებლობებს ცუდათ არ შეხებია. ჯიჯი ამ ფაქტმა სულაც არ გააბრაზა და საახალწლო გადაღებებშიც მიიღო მონაწილეობა.

imageimageimage




9. Jim carrey-ის ბრალად შეყვარებულის სიკვდილს სდებდნენ. ყველას გახსოვთ ალბათ შარშანდელი ტრაგედია, როდესაც ჯიმ ქერის შეყვარებულის Catriona White-ს ცხედარი ჯიმის სახლში იპოვეს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე წყვილს უკამათია და დაშორება გადაუწყვეტია, რაზეც საშინელი რეაგირება მოახდინა კატრიონამ და წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო. გოგონას ნათესავები ყველაფერში ჯიმს ადანაშაულებდნენ და ისიც დასძინეს, რომ მან თავი კი არ მოიკლა, არამედ ჯიმმა ჩაუყარა წამლები მას საკვებში. საქმე სასამართლოშიც კი იყო შეტანილი.

image




10. Kanye West-სა და Taylor Swift-ის ჩხუბი. 2016 წელს გამოვიდა კლიპი Famous, სადაც Kanye West-ი შიშველი თამაშობს და Taylor Swift-ს უწოდებს ძუკნას. ამ ფაქტმა მომღერალი ტეილორი ისე გააღიზიანა, რომ სასამართლოში უჩივლა რეპერს. საქმეში რეპერის ცოლი Kim Kardashian-იც ჩაერია, რომელმაც გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც ტეილორი იძლევა თანხმობას კლიპში მასზე აუგის სათქმელად.

image




იხილეთ აგარეთვე:


* 10 ჰოლივუდური წყვილი, რომელთა დაშორება საზოგადოებამ ძალიან განიცადა

* ვარსკვლავები, რომლებმაც სიყალბით მოიპოვეს პოპულარობა

* მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდეს

* 9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროს

* ცნობილები, რომელთაც ფსიქიატრიული კლინიკა "დაჭირდათ"

* კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომები

* ერთი კაცით ვერ დაკმაყოფილებული ქართველი ცნობილი ქალი " სექს-ბომბები"

* რა სკანდალებში გაეხვნენ ქართველი პოლიტიკოსების ცოლები?

0
4721
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0