x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ოთახის რომელ კუთხეში უნდა დავდგათ ნაძვის ხე სხვადასხვა სფეროში წარმატებისთვის - გაითვალისწინეთ ფენ-შუის წესები!
image

ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, ყველასათვის საყვარელი, ათასგვარ სათამაშოთი თუ ტკბილეულით მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხეა - მნიშვნელობა არა აქვს ცოცხალი იქნება თუ ხელოვნური. მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, თუ სად უნდა დაიდგას ახალი წლის დედოფალი და საერთოდ, აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა მისი დადგმის ადგილს?


არადა, როგორც აღმოჩნდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ფენ-შუის ოსტატები ნაძვლის ხის დადგმის ადგილს განსაკურებულ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით, სწორ ადგილზე და სწორად დადგმული ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო მხიარულებას გაჩუქებთ, არამედ მიმავალ წელს თქვენი ცხოვრების სასურველ სფეროში წარმატების მომტანიც იქნება. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ რას ველით მომავალი წლიდან და ამის შესაბამისად დავდგათ ნაძვის ხე. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

სად დავდგათ ნაძვის ხე იმისათვის, რომ:


მოვიზიდოთ ან გავამყაროთ სიყვარული


image

ამ შემთხვევაში ნაძვის ხე უნდა დაიდგას ოთახის აღმოსავლეთით. ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად, ფენ-შუის მიხედვით, საახალწლო დედოფალი უნდა მორთოთ ბრჭყვიალა კრისტალებით, აბრეშუმის ლენტებით, გულებით ან წყვილი სიმბოლოებით - ორი ბურთულა, ორი გირჩა, ასევე ძალიან კარგია თუ გამოიყენებთ ერთმანეთში გადახლართულ ლენტებსა თუ თოკებს.


მორთულობის ფერი უნდა იყოს წითელი და ვარდისფერი, თავზე კი დიდი ზომის მოსართავი უნდა დაადგათ.


მოვიზიდოთ ფული


image

თუ ახალი წლისგან ფინანსურ წარმატებას მოელით, ნაძვის ხის ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. მორთულობაში უნდა ჭარბობდეს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ტონები. ყველაზე მარტივი ვარიანტია, ნაძვის ხის მოსართავად გამოიყენოთ შოკოლადის მონეტები ბრჭყვიალა შეფუთვაში. ასევე შეგიძლიათ ფულის კუპიურებისგან გააკეთოთ პეპლები ან ბანტები. გამოვა ერთგვარი ფულის ხე თქვენი მომავალი ფინანსური წარმატებისთვის.



შევიძინოთ ახალი მეგობრები და მფარველები


image

ამისათვის ნაძვის ხე ოთახის სამხრეთ ნაწილში უნდა დაიდგას. ეფექტი უფრი დიდი იქნება, თუ ყველა მეგობარს სთხოვთ სახლიდან მოგიტანონ თითო-თითო სათამაშო. ხოლო თუ ახალი ნაცნობების შეძენა გსურთ, ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ საგნები, რომლებიც ამ ნაცნობობებს განასახიერებს.
მაგალითად, კალამი, რომელსაც ვითომდა მომავალი მფარველი გაჩუქებთ, მონეტა - პოტენციური სპონსორისგან, ჰალსტუხის სამაგრები - თუ მამაკაცთან მეგობრობის დამყარება გსურთ. ანუ, იპოვეთ საგანი, რომელიც, თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს თქვენს მომავალ მეგობარს.


დაორსულდეთ და მშვიდობიანად მოილოგინოთ


image

ბავშვები - თქვენი საცხოვრებლის დასავლეთი მხარეა. მორთეთ ნაძვის ხე სხვადასხვაგვარი სათამაშოთი, ტკბილეულით. ხოლო თუ სახლში უკვე არიან ბავშვები, აუცილებლად გააკეთეთ მათთან ერთად უბრალო ხელნაკეთი სათამაშოები, მაგალითად გირჩებისგან ან ფერადი ქაღალდიდან და ბავშვებს თავად დააკიდებინეთ.


თუ დაორსულება გსურთ, ნაძვის ხეზე დაკიდეთ ან თავზე დაადგით ანგელოზის გამოსახულება.


კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ

image

ამ შემთხვევაში ნაძვის ხე ჩრდილოეთით დაკიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარიერა და ფინანსური წარმატება სხვადასხვაა. ფული შეიძლება იყოს მემკვიდრეობით მიღებულიც, ხოლო კარიერა სამსახურში დაწინაურებას ნიშნავს. ნაძვის ხის მორთვა საჭიროა იმ სამუშაოს სტილში, რომელშიც წინ წაწევას გეგმავთ. ეპატაჟური და ნათელი - თუ სამუშაო კრეატიულია, მკაცრი - თუ საქმე სერიოზულ ბიზნესთან გაქვთ.

ბევრი იმოგზაუროთ


image

მოგზაურობის მოყვარულებმა ნაძვის ხისთვის ოთახის ჩრდილოეთ-დასავლეთი მხარე უნდა გამოყონ. მორთულობაც შესაბამისია საჭირო: მაგალითად, პირამიდის ფიგურა, თუ ეგვიპეში წასვლაზე ოცნებობთ. შეიძლება გამოიყენოთ ბილეთები, სასურველი ადგილის ფოტოები და ა.შ.


ჯანმრთელობა გაიმყაროთ


image

ამ შემთხვევაში ნაძვის ხე ოთახის შუაგულში დადგით. თუ დაავადებებისგან თავის დაღწევა გსურთ, უნდა დადგათ აუცილებლად ცოცხალი ნაძვის ხე. მოსართავად კი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოები გამოიყენეთ: გირჩებისგან, ყვავილებისგან და ა.შ.


image

ხშირად სახლის ინტერიერი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნაძვის ხე საჭირო მიმართულებით დავდგათ. ამ შემთხვევაში, აიღეთ რამდენიმე ტოტი, გააკეთეთ მათგან საახალწლო თაიგული ან გვირგვინი, მორთეთ შესაბამისად და დაკიდეთ ან ლარნაკში ჩადეთ საჭირო ადგილზე. ეფექტი ამ შემთხვევაშიც იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ მივირთმევთ საახალწლოდ მანდარინს და რა კავშირშია იგი სანტა კლაუსთან? - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. 6 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მამლის წლის ნაძვის ხეზე - გახადეთ 2017 წელი წარმატებული!

image


3. 7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს - ეს ცუდის ნიშანია!

image


4. 10 ორიგინალური სადღეგრძელო საახალწლო სუფრისთვის - იყავით გამორჩეულები

image


5. 5 შეკითხვა, რომელიც შობის დღესასწაულის შესახებ ბევრს უჩნდება

image





0
1346
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0