x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამოსი, რომელიც ზედიზედ ორჯერ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვათ
მართალია მოდის მიმდევრები არასოდეს დაუშვებენ იმ ფაქტს, რომ ზედიზედ ორი დღე ეცვათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, თუმცა ეს უბრალოდ მათი ახირებაა და არანაირი კავშირი არ აქვს ჰიგიენის ნორმების დაცვასთან. თუმცა, მართლა არსებობს ორი რაღაც, რომელთა ჩაცმაც ზედიზედ ორჯერ ანუ ორი დღე არ შეიძლება. ალბათ ბევრმა თქვენგანმა ქვედა საცვალი გაიფიქრა, თუმცა ვერ გამოიცანით. წარმოუდგენელია და გაგიჭირდებათ მიხვედრა თუ რომელ ორ სამოსზეა აქ საუბარი. ესენია ბიუსტჰალტერი და ფეხსაცმელი.


ალბათ გაგიკვირდათ, როდესაც ბიუსტჰალტერი და ფეხსაცმელი ამოიკითხეთ, თუმცა მართლაც აქვს ამ ორივე ხსენებულს მიზეზი იმისა, რომ ზედიზედ ორი დღე არ ჩაიცვათ, რომელსაც ეხლავე მოგახსენებთ.


● ბიუსტჰალტერი. ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა და ქალების უმეტესობას იგივე ბიუსტჰალტერი რამოდენიმე დღე გვაცვია, თუმცა როგორც გვინმარტავენ ყოველ მეორე დღეს უნდა ჩავანცვლოდ ძველი ახალი ბიუსტჰალტერით და აი რატომ– როდესაც ბიუსტჰალტერის ქსოვილი დაჭიმულია მთელი დღის განმავლობაში (ნაგულისხმებია მოხმარების პერიოდი), ის დეფორმირდება და სჭირდება განსაზღვრული დრო, რათა საწყის ფორმას დაუბრუნდეს. ამ დროის მონაკვეთისთვის კი მთელი ღამე საკმარისი არ არის და საჭიროა 24 საათით აღარ მოვიხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად დაკარგავს ფორმას და თქვენს მკერდს იდეალურ მეგზურობას ვეღარ გაუწევს.

image




● ფეხსაცმელი. ალბათ ვერც ფეხსაცმელზე წარმოიდგენდით, რომ ზედიზედ ორი დღე მოხმარება არ შეიძლება და აი რატომ– მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელი (კარგი) არ ღირს იაფი, მაინც გვირჩევენ ერთი სეზონისთვის ორი წყვილი მაინც იქონიოთ და ყოველ მეორე დღეს ანაცვლოდ ისინი. ბიუსტჰალტერის მსგავსად, ფეხსაცმელიც განიცდის მოხმარების შემდეგ დეფორმირებას და მასაც სჭირდება გარკვეული პერიოდი საწყის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე გაფუჭდება. გარდა ამისა კი ფეხზე დიდი ხნის მანძილზე და ყოველდღიურად მისი მოხმარება ხელს უწყობს ფეხის ქუსლებსა და ზოგადად ფეხის გარკვეულ ნაწილებზე მოახდინოს ზეწოლა, რაც გამოიხატება ტკივილებითა და სხვადასხვა სახის "ნატკენებით" (მაზოლი, ბუშტუკიანი წყლული კანზე და ა.შ.)


იმისათვის, რომ ბიუსტჰალტერსა და ფეხსაცმელს შევუნარჩუნოთ ვიზუალი, გვირჩევენ არ მოვიხმაროთ ისინი ზედიზედ ორჯერ.



იხილეთ აგრეთვე:


● სასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვით

● თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ

● აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

● ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები



0
2388
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0