x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრთხილად, დედებო! არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ!
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა სტატიები, რომელშიც მოთხრობილი იყო შავებში ჩაცმულ ქალზე, რომელიც ბავშვებს იტაცებდა. image

საზოგადოების ნაწილი ორად გაიყო ამ საკითხთან დაკავშირებით; ერთნი ფიქრობდნენ: ეს ყოველივე სიმართლე იყო. მეორენი კი ამტკიცებდნენ, რომ ეს ყოველივე გამოგონილი იყო და "ვიღაცეებს" სურდათ მოსახლეობის დაშინება, რომ ეს ამბები პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იყო და ა.შ.

პირადად მე ვემხრობოდი მათ, ვინც ფიქრობდა, რომ ეს ამბავი გამოგონილი იყო. არ მჯეროდა დღევანდელ დღემდე. დღეს კი ამ ამბავს უშუალოდ შევესწარი და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ნანახი:

"სუფთა სახლის" ერთ-ერთ ფილიალში შევედი, ერთ-ერთ დახლთან ვიდექი, როდესაც ატყდა ყვირილი:" ბავშვი რა იქნა?! სად წავიდა?! ლიკა დედა სად ხარ?! ხალხო მიშველეთ, ბავშვი გაქრაა..." თავდაპირველად, ყველას გვეგონა ბავშვი იქვე იყო მაღაზიაში და იმალებოდა, თუმცა კი ვერ ვიპოვეთ... სასოწარკვეთილი დედა კი ქუჩაში გავარდა და ყვირილით შვილს ეძებდა. ბავშვი დაახლოებით 2-3 წლის იყო, ამიტომ იგი დამოუკიდებლად კარს ვერ გააღებდა. მაღაზიის ადმინისტრაციამ კამერები შეამოწმა, რის შემდეგაც ბავშვის კვალს ადვილად, პოლიციის ჩარევის გარეშე მივაგენით. კადრში გარკვევით ჩანდა, თუ როგორ შემოვიდა შავებში ჩაცმული ქალი და დადგა სალაროსთან, სადაც ბავშვიანი ქალი თავის რიგს ელოდა. როდესაც დედის რიგი მოვიდა ბავშვს ხელი გაუშვა და ფული მიაწოდა მოლარეს, ამ მომენტით ისარგებლა შემოსულმა, ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და წავიდა.image

საბედნიეროდ, დროულად მოიკითხა ბავშვი დედამ, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე წამით მოაშორა შვილს თვალი. შავებში ჩაცმული ქალი და ბავშვი დაახლოებით 100 მეტრში დაიჭირეს და ბავშვი დედას დაუბრუნეს.



P.S. დედებო, და არა მარტო დედებო, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ: ნუ დატოვებთ თქვენს პატარებს უყურადღებოდ! ერთი წამითაც კი. არ იცით გვერდით ვინ მოგყვებათ. გაუფრთხილდით პატარებს და ნუ დაუნგრევთ მომავალს!

1
234
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
234
  
2016, 30 დეკემბერი, 10:49
აი თუნდაც რატომ არის ტყუილი ეხლავე გეტყვით..... თუ დროულად დაინახეთ და დაეწიეთ და ბავშვი დაიბრუნეთ რაღატო უშვებდით იმ ქალს გამოგეძახათ პატრული და დაიჭერდნენ იმ ქალსაც და რამდენ ბავშვს გადაარჩენდით ამით? ასე რომ არც არაფერი ყოფილა ვიღაცას ძალიან უნდა რომ ყურადღების ცენტრში მოხვდეს და ეგაა და ეგ მეტი არაფერი ! რაც შეეხება მშობლებს ისეც და ასეც ყურადღებით უნდა იყვნენ კი ვიცით რა მოუსვენრები არიან ბავშვები და სულ ყურადგების ქვეშ უნდა იყონ რომ თუნდაც გზაზე არ გაგვექცნენ ან საიდანმე არ ჩამოვარდნენ!
0 1 1