x
პრევენცია მომავლისთვის!!!

პრევენცია ნიშნავს რაიმე ნეგატიურის თავიდან აცილებას. დანაშაული, როგორც კულტურული, სოციალური და საზოგადოებრივი თანაცხოვრების ხელისშემშლელი მოვლენა ხშირად ექცევა სახელმწიფოს, საზოგადოების და მასმედიის ყურადღების ცენტრში, დანაშაულის პრევენციის იდეის მიხედვით, დანაშაულის თავიდან აცილება უნდა მოხდეს მის ჩადენამდე და არა ჩადენის შემდეგ სასჯელის გამოყენებით. თუ ეფექტური იქნება პრევენცია, საზოგადოება თავიდან აიცილებს დანაშაულს ჩადენამდე.
დღეისათვის საქართველოში სათანადო ყურადრება არ ექცევა პრევენციას, შედეგად ქვეყანაში მიმდინარე პრევენციული აქტივობები უმეტესწილად არ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებას და არ ფასდება ეფექტიანობის, ეთიკისა თუ ხარისხის თვალსაზრისით, იმისათვის რომ პრევენციული საქმიანობა ეფექტური იყოს იგი უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ კვლევებს, საფუძვლიანად დაიგეგმოს და ხელმისაწვდომი იყოს პოპულაციისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე.
უკანასკნელ ათწლეულში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყურადღება გამახვილდა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, 2013 წლიდან 15-18 წლის მოსწავლეებისთვის დაინერგა ბიოლოგიის სასწავლო პროგრამაში ინფორმაციის მიწოდება აივ- შიდსის თვალსაზრისით სარისკო ქცევებზე, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციის მიწოდება ხდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თანმდევ რისკ ფაქტორებზე. ასევე სკოლების სადამრიგებლო პროგრამებს დაემატა პრიორიტეტული თემები, რომლებიც ეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგალითად: „საკუთარი ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა“, „ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტი“, „ რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს“ „სწორი და არასწორი საქციელის შეფასება“, „არას თქმის უნარის განვითარება“ და სხვა.
სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის პრევენციული განათლების უწყვეტი ჯაჭვი, მასში არ არის შეყვანილი მტკიცებულებებზე და კვლევებზე დაფუძნებული ისეთი პროგრამები, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების ავადმოხმარების რისკების გაცნობიერებაში დაეხმარებოდა სკოლის მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკამდე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნებს მიწოდებული ინფორმაციისადმი ძირითადად ოპოზიციური განწყობა აღენიშნებათ, გარდატეხის პერიოდში მოზარდებს აქვთ არა მარტო სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებული არამედ მათ სულიერ ღირებულებათა კონფლიქტიც, ისინი ხშირად თავის დამკვიდრების მიზნით სჩადიან ისეთ ქმედებებს რაც სოციალური ნორმების ფარგლებს სცილდება, ასევე იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სწორედ გარდატეხის პერიოდში მოზარდში მიმდინარე ბიოლოგიური და ფსიქიკური განვითარების გამო, რაც თავისთავად გარკვეულ ასაკთან არის დაკავშირებული, საუბარია მოზარდის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებეზე.
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ოპოზიციური განწყობები, სარისკო ქცევაზე, მიწოდებული ინფორმაციის მიმართ წინაღობას ზრდის, ამიტომაც პრევენციის ეფექტიანობისთვის ინტერვენცია ამ ასაკამდე უნდა მოხდეს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამედროვე თაობის მოზარდები გაცილებით სოციალიზებულები არიან, ხშირ შემთხვევაში ისინი ამ პერიოდამდე იცნობენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და მათ თანმდევ შედეგებს, ზოგიერთ მათგანს საკუთარ თავზეც გამოუცდია მისი შედეგები, თუმცა რამდენად სწორად ფლობენ ამ საკითხებზე ინფორმაციას და რამდენად სანდოა ის წყარები საიდანაც ინფორმაციას იღებენ, ეს ცალკე პრობლემაა.
მოზადრობის ასაკამდე პრევენციის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებები უმეტესწილად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს, რაც სამწუხაროდ არაეფექტიანია, მოზარდებს არ აძლევს სათანადო ინფორმაციას რისკ-ფაქტორების შესახებ და არ იძლევა დამცავი ფაქტორების ჩამოყალიბების საშუალებას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით პრევენციული მექანიზმი, რომელიც ეფექტურ შედეგს მოგვიტნს არ არსებობს, პრევენციული კამპანიები არ ატარებს განგრძობად ხასიათს, ხშირ შემთხვევაში უადგილოა და სამწუხაროდ ბევრი მოზარდის ცხოვრებაში დაგვიანებული...

image


0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ მჭედლიშვილი
თამარ მჭედლიშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0