x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რა მოხდა ჩილში 1973 წელს ?

image
“სახალხო ერთობის” კოალიციის კანდიდატ სალვადორ ალიენდეს 1970 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მომდევნო ტრაგიკული კოლაფსის პოტენციალი სწორედ ამ გამარჯვების პოლიტიკურ თავისებურებებში იყო ჩადებული. ალიენდეს პროგრამა გამოკვეთილად მემარცხენე იყო და, ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტოდ რადიკალური. „სახალხო ერთობის“ ეკონომიკური პოლიტიკის არსი მის პროგრამაში შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „უცხოური და ეროვნული მონოპოლიებისა და მსხვილი სასოფლო მეურნეობების გაუქმება სოციალიზმის მშენებლობის ინიცირების მიზნით“. თავად პრეზიდენტ ალიენდემ ჩილელი ხალხისადმი 1971 წლის 21 მაისის მიმართვაში განაცხადა: „სახალხო მთავრობის პოლიტიკა გამომდინარეობს ზოგიერთების მიერ ხელოვნურად და უსაფუძვლოდ უარყოფილი იმ დებულებიდან, რომელიც გულისხმობს ანტაგონისტური ინტერესების მქონე კლასებისა და სოციალური სექტორების არსებობას“.

სანტიაგო ჩილე, 29 ივნისი 1973
ამერიკის მთავრობა და ჩილეს ოპოზიცია სამხედრო ამოხებას იწყებენ 1973 წლის, მას შემდეგ რაც ჩილეს ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა. მათ იერიში მიიტანეს საპრეზიდენტო სასახლეზე 6 ტანკით.1 საათის განმავლობაშ ტანკები და პრეზიდენტის დაცვა ერთმანეთს ცეცხლს უხსნიდნენ. ოპოზიციური პარტიები, სასამართლო და პარლამენტი ჩუმადაა. თუმცა აჯანყებულები ვერ იღებენ დახმარებას სხვა სამხედრო ნაწილებისგან, ამასობაში ჯერ კიდევ ერთგული ჯარის ნაწილები გადადიან შეტევაზე.
დილით 10:30ზე
უფრო მეტი ერთგული ჯარისკაცი იწყებს მოქმედებას და გადაადგილდებიან დედაქალაქისკენ. მცირეხნიანი შეტევის შემდეგ, მეამბოხე ჯასისკაცებმა ტანკებით უკან დახევა დაიწყეს.დილის 11 საათზე, მაშნ როცა ბრძოლა მიმდინარეობდა, პრეზიდენტი მივიდა სასახლეში, სადაც ერთგულ ჯარისკაცებს მიუძღვა პრემიერმინისტრი. სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ ზოგიერთი ჯარისკაცი არ ნებდება. ცეცხლს ხსნიან ტაკები, თავდაცვის მინისტრი ხოსე ტუა ცდილობს სიმშვილის შენარჩუნებას, მას ამაში ეხმარება გენერალი პიკე რინგი.
გენერალი პიკე რიგნი, სეპულვედა და პრატსი მიუძღვებიან ოფიცრებს, იმ ოფიცრებს, რომელთაც სურთ ამბოხებიის ჩახშობა. სხვა მეთაურები მათ შორის აუგუსტო პინოჩეტი ყურადღებით იცდიან. 11;30 წთზე კარლოს პლასი თავდაცვისი მინისტრს არწმუნებს რომ მეამბოხეები დანებდნენ და თავიანთ პოზიციებს აჩვენებს.. თუმცა ამის მიუხედავად გენერალი კრაცი მიიჩნევს რომ საჭიროა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რათა სიტუაცია დაექვემდებაროს კონტროლს. ამ დრესვე გამოდიან ალიენდეს მხარდამჭერები მსვლელობით “ ხალხი შენ დაგიცავს”. შუა დღეს გამოცხადდა და დადასტურდა მეამბოხეთა დამარცხება.
საღამოს 6 საათი, პრეზიდენტის სასახლეში დროშას უშვებენ. გადატრიელაბის ასე მარტივად ჩახშობა ბევრ კითხვას ბადებს … აჯანყებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ოფიცრები სიმპატიით იყვნენ განწობილნი მეამბოხეების მიმართ და მხოლოდ იმისმა შიშმა რომ უფრო ძლიერი ბატალიონები ჩაერთვებოდნენ ბრძოლაში, შეაჩერა ეს ოფიცრები. აქედან გამომგდიანრე, ალიანდე ეყრდნობა კოსტიტუციაოალისტურ ოფიცრებს.
“დახურეთ ეროვნული კონგრესი” - ხალხის მოთხვნა, რაზეც ალიანდე ამბობს უარს, მაგრამ ამბობს რომ მზადაა მიმართოს პლებისციტს.
მეორე დღეს ალიანდე მართავს კონგრესს რათა გამოცხადდეს საგანგებო ვითარება, მანამ 29 ივნისს მუშებმა დაიქვემდებარეს ქარნები, მაღაროები, სავაჭრო ცენტრები.მუშები მართავენ აქციებს, ისინი სთხოვენ ხალხს ერთიანობას. ერთდრეულად ძლიერედება ყველა სახალხო ძალა. მთავარ ქალაქებში არის 31 ინდუსტრული ზონა. მთავრობა ლეგალური კონტროლის ქვეშ იყვანს ისევ რამოდენიმე ქარხანას.
2 ივლის ალიანდეს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მიღებული პარლამეტმა არ ცნო ავტორიზებულად 81 51 წინააღმდეგ ხმებით. 2 ივლისსვე საზღვაო ოფიცრებმა გასცეს ბრძანება ვალპარაისოს რეიდის ჩასატარებლად. (იარაღის შესახებ კანონი მიღებულ იქნა გასულ წელს, რაც ჯარს აძლევდა უფლებას იარაღის ამოღებას მთავრობის და იურიდიური პროცედურების ჩარევის გარეშე). თითო რეიდი გულისხმობდა ქარნის ალყაში მოქცევას, მშრომელების დროებით დაპატიმრებასა და მათ დაკითხვას. ასე რომ კანონის გადაბიჯების გარეშე, ზოგიერთი ოფიცერი იწყებს ქარნების აჯანყებული მუშების წინააღმდეგ მოქმედებას. იარაღები ვერ იქნა აღმოჩენილი.
გადატრიელაბის შიშით მემარცხენე პარტიამ და კმუნისტურმა პარტიამ გადაწყვიტა დათანხმებოდა ალიენდეს იდეას.ისინი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას პრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან და თავიდან აიცილონ სამოქალაქო ომი.
5 ივლისს სავლადროს ალიენდე აყალიბებს ახალ კაბინეტს, რათა გაუმკლავდეს კრიზისს და შქმნას ხელსაყრელი პირობები ქრისტიან დემოკრატებთან დიალოგისთვის.
“ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ რევოლუციური პროცესი აყალიბებს ხალხს, მაგრამ მე ასევე ვიცი რა გვინდოდა გაგვეკეთებია ჩვენ და ისინი რის გაკეთებას ცდილობენ “ ალიენდემ მოიწყვია კათოლიკური სკოლის ლექტორი ფერნანდო კასტილიო რათა გამხდარიყო მინისტრთა კაბინეტის წევრი. თუმცა მაინც მაინც ვერ შეძლო მასთან თანამშრომლობა, ამის მიუხედავად ალიენდე დარწმუნებული იყო რომ სადავეები ჯერ კიდევ ხელში ეჭრა.
ამ პერიოდში ქრისტიან-დემოკდრატები ისევ უარს აცხადებდნენ მთავრობასთან თანამშრომლობაზე. “ისინი ფიქრობენ საკუთარ თავზე და არ მიყვებიან ცენტრალური დაზვერვისა და პენტაგონის დირექტივებს” განაცხადა ხაიმე გასირიმ, მუშათა და გლეხთა პარტიის გენერალურმა მდივანმა . “ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ ხალხის ერთბა და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყველგან და ყველაფერში, რათა მოვიგერიოთ რეაქიონალურ-ფაშისტული შეტევა, რადგან თუ ფაშიზმი მოახერხებს გამარჯვებას, ისინი არ კითხავენ მუშას არის თუ არა ის კომუნისტი თუ სოციალისტი, თუ ქრისტიან დემოკრატი, ისე დაჩაგრავენ მას “
8 ივლისს სადაზღვეო ქვედანაყოფებმა განახორციელეს რეიდი ვალპარაისოში, 200 ჯარისჯაცი ეძებდა სასაფლაოზე იარაღების სამალავს, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
12 ივლისს სოციალისტური პარტია ასაჯაროებს საკუთარ პოზიციას გადატრიალების საშიშროებისადმი.
კარლოს ალტამირანო(სოციალისტური პარტიის გენერალური მდივანი): სამხედროებმა, საზღვაო და საჰაერო დანაყოფებმა და პოლიციელაბმა არ უნდა მისცენ თავს მუშების მოკვლის უფლება. არც ერთი ჯარისკაცი არ იქნება ვალდებული დაემორილოს რომელიმე აჯანყებულ ოფიცერს.უარი ნდა თქვან ცეცხლისა გახსნასა და მთავრობის წინაამდეგ მოწყობილ გადატრიალებაში მონაწილეობაზე. ბურჟუაზიამ ნათლად უნდა გაიგოს რომ დაუსჯელი არ დარჩება. ნებისმიერ შეუფერებელ ქმედებას მოყვება მუშების მხრიდან სათანადო პასუხი. ჩვენი პარტიის აზრიტ ქარხნებისა და მიწების ჩამორტმევა მუშების მხრიდან ლეგიტიმური პასუხი იქნება მეამბოხეტა ქმედებებზე.
ქარხნების ექსპლოატაცია აზიანებდა მთავრობის იმიჯს. მაგრამ ამას ძალის მობილიზებისთვის აკეტებდნენ. რადგან შეიარაღებული შეტაკება მემარჯვენეეებთან გარდაუვალი იყო. ერთდერტი გზა გადატრიალების თავიდან ასაცილებლად კი მასების ორგანიზება იყო, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ზონებში.
19 ივლისს არაუკოს შენაერთებმად აიკავეს მშრომელთა ცენტრი ქალაქ ოსორნოში. შემდეგ დღეს საზღვაო ბატალიონმა დაიწყო კონცეფსიონის რეიდი. ვერც ერტ შეთხვევაში იარაღი ვერ აღმოაჩინეს’
12 ივლისს მემარცხენე რევოლუციურმა მოძრაობებმა და გარეთ მყოფებმა დააფიქსირეს პოზიცია: მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშებმა და გაფიცულებმა ქარხნების მართვა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.... პოლიციელები და აადგილობრივები ცენტრალურ ხელისუფლებას და საშიშ ოფიცრებს არ უდა დაემორჩილონ... დააწინაუროს სახალხო ძალა როგორც ადგილობრივი მმართველობა. და გყველას ერთად ექნება უფლება შექმნან სახალხო არმია.
19 ივლისს ვიკუა-მაკენას ინდუსტრიული ზონის მუშებმა გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი. თვიანთი ამხანაგების მხარდასაჭერად რომლებიც გამოყარეს ქარხნებიდან .მათ მთავრობის ყურადღების იმედი ჰქონდათ. ერთი დღის შემდეგ იგივე სხვა მუშებმაც გაიმეორეს. ამის მიაზნი ქრისტიან დემოკრატებტან შეთანხმება იყო ქარხნების უკანგადაცემის გზით.
დაპირისპირება დაიწყო მემარცხენეებში სტრატეგიის არჩევასთან დაკავშირებით. 11ის ნახევარზე პოლიციის ოფიცერმა გასცა მაგისტრალის გათავისუფლების ბრძანება. ისინი ბარიკადებთან იდგნენ იმის იქეთ კი 4000 მუშა ამიტომ წინ არ მიიწევდნენ.
11:15 წუთზე მუშებთნ სანტიაგოს მერი ჩამოვიდა. ის ალიენდეს მხარეს წარმოადგენს. მისი მიზანი კონფრონაციის შეწყვეტაა. პოლიცია უკან იხევს მაგრამ ქარხნები ოკუპირებული რჩება. შეიქმნა კომისია.
19 ივლისს ქვეითთა დანაყოფმა სან-ბერნარდოს ქარხნაშიც მოაწყო რეიდი. მემეარცხენეებ ვერ თანხმდებიან საერთო გეგმაზე.
20 ივლისს მზარდი ძალადობის გამო კათოლიკური ეკლესია მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ, სამსვიდობო ქადაგებით. ამ ოწოდებამ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები ჩააყენა რთულ მდგომარეობაში, 3 კვირის განმავლობაში მათ უარი განაცხადეს ალიენდესთან ლაპარაკზე, თუ ისინი აუპირისპირდებიან ეკლესიის მოწოდებას.
რამდენიმე დღის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერებმა: პატრისიო ელვინმა და ოსვალდო ოლგინმა გადაწყვიტეს სამთავრობო სახლში მისვლა, რათა გასაუბრებოდნენ პრეზიდენტს. უთანხმოების მიუხედავად ალიენდე საკუთარ სტრატეგიაში დარწმუნებული იყო და მას სრდა მინიმალური ურთიერთგაგების მიღწევა.
27 ივლისს რადიკალმა მემარჯვენეებმა მოკლეს მეთაური არტურო არაია პეპერსი. ალიენდეს სანაოსნო ძალების დამხმარე ხელმძღვანელი. ძალადობა ვრცელდება პრეზიდენტთან დაახლოებულ ოფიცერზე როცა ქრისტიან-დემოკრატები თანხმდებიან მოლაპარაკებებს. არაია იყო მთავარი დამაკავშირებელი პრეზიდენტსა და საზღვაო ძალებს შორის. რამდენიმე თვის შემდეგ ბუენოს-აირესში გაქცეულმა გენერამა კარლოს პრაცმა თქვა რომ მეთაურ არაიას თავიდან მოშორების მიზეზი იყო რომ ალიენდესთვის არ შეეტყობინებინა მდგომარეობა ბალ-პარაესოს სამხედრო სექტორებში, ადგილი სადაც ჩრდილოეეთ ამერიკული მთავრობის რჩევით ოფიცერთა ნაწილი იწყებდა გადატრიალების მზადებას.
რეიდები ამს შემდეგ უფრო ინტენსიური გახდა. 3 აგვისტოს არმიამ ალყა შემოარტყა სანტიაგოს ერთ-ერთ მთავარ ფაბრიკას, ტერიტორიის შესწავლისა და მუშებს რეაქციის შესწავლის უფლებით. ოფიცრებმა ჯარისკაცები შეაჩვიეს ადგილობრივებთან კონფრონტაციაში შესვლას. მომდევნო დგეს აიღეს პუნა არენას ინდუსტრიული ზონა. ამ დრომდე სულ 27 რეიდი განხორციელდა და ვერანაირ იარაღს ვერ მიაკვლიეს. პირველად ოპერაციებში ტანკები გამოიყენეს. სატრანსპორტო ოპერატორები მუშაობის შეჩერებას აცხადებენ. რადიკალურ მემარჯვენეებს ეკონომიკური ქაოსის პროვოცირება სურთ.
ქრისტიან-დემოკრატებსა და მთავრობის მეთაურს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საბოტაჟია. მზიდავები ერთად აგროვებდნენ თავიანთ სატვირთოებს რათა ეჩვენებინათ ძალა და შეენარჩუნებინათ თანმიმდევრულობა. როგორც ნიუ-იორკ თაიმზში იქნა გამოაშკარავებული, გაფიცვები დაფინანსდა 5 მილიონი დოლარით, ცენტრალური სადაზღვევო სააგენტოს მიერ. თითო ოპერატორი იღებდა 4 დოლარს დღეში შავი ბაზრის გაცვლითი კურსით. ამასობაში კონგრესის ბაღებში, როგორც ეს მოხდა სპილენძის გაფიცვისას.
31 ივლისს მთავრობამ გამოსცა სამუშაოს ლეგალური განახლების ბრძანებულება და გააგზავნა ტრაქტორები პარალიზებული სანტიაგოს საშველად. თუმცა ოპერატორებმა დაიწყეს ძალადობა და დაადანაშაულეს მთავრობა კერძო საკუთრების შებღალვაში.

რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ოპოზიციურ ჟურნალისტებთან ერთდ გაადააქცია ინდიცნდენტი სკანდალში. ოპოზიციური ბლოკი აკონტროლებს მეცამეტე არხს, სანტიაგოს მთავარ სადგურს, ასევე რადიო საშუალებების 75 და ბეჭდური მედიის 70 %ს. ამ შემთხვევაში სატვირთოების კონფისკაცია აღვივებს მთავრობისადმი დისკრედიტაციულ კამპანიას. სანამ ეს მოვლენები პარლამენტში ხდება სახელმწიფო მეთაურსა და ქრისტიან დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები შედის ჩიხში. ამ პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტს უყენებენ სამ პირობას: დათმოს საპრეზიდენტო ძალაუფლება, უკუაგდოს ნაციონალისტური პოლიტიკა და საბოლოო ჯამში სადავეები უნდა მისცეს რომლებიც აღჭურვილები არიან ქრისტიან დემოკრატების ნდობით. პრეზიდენტი ალიენდე ეწინააღმდეგება კაპიტულაციას. იმავე დღეს ქრისტიან დემოკრატები აჩერებენ მოკალაპარაკებებს, ამავე დღეს მთელი ოპოზიცია ერთიანდება ანტისამთავრობო კოალიციაში. აგვისტოსა და ივლისსში ჩრდილო ამერიკის მიერ დატრენინგებული ჯგუფები 250-ზე მეტ აფეთქებას ახორციელებენ. ალიენდე მხარდაჭერას ნახულობს შეიარაღებული ძალების ლიდერების მხრიდან. და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ოფიცრები თანხმდებიან პასუხისმგებლობის აღებაზე.
9 აგვისტოს შეიარაღების უმაღლესი მეთაურები ხდებიან მთავრობის წევრები. ჯარის განკარგვა გადადის გენერალ პინოჩეტის ხელში. და კიდევ კონსტიტუციონალისად ნიშნავენ. ახალი მთავრობის შეფასება სხვადასხვანაირად იქნა შეფასებული პოლიტიკური ძალების მიერ. მემარჯვენეებში და მემარცხენეებში განსხვავებული მოსაზრებებია. მემარჯვენეები მას ეწინააღმდეგებიან, ქრისტიან-დემოკრატებში განსხვავებული შეხედულებებია, მემარცხენეებში ეჭვით უყურებენ. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, კომუნისტური და სოციალისტური პარტიები მხარს უჭერენ ალიენდეს გადაწყვეტილებას.
11 აგვისტოს, ახალი მთავრობა დგამს პირველ ნაბიჯებს, რათა მოახდინს სატვირთოების რეკვიზიცია.
თუმცა მეთაურების ინიციატივას უარყოფითად შეხვდა ოფიცერთა უმეტესობა, რომლებიც საგტვირთოების შეჩერების მოწინააღმდეგეები არიან. ეს აჩვენებს, რომ სამხედრო აპარატიც ასევე გარეულია ანტისამთავრობო შეტევებში. ამერიკის შეერთებული შტატების პრესამ გამოააშკარავა, რომ ვილიამ კოლბი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი არასოდეს უარყოფდა, რომ ისინი მხარს უჭრდნენ და აფინანსებდნენ.
12 აგვისტოს ქრისტიან-დემოკრატები ოფიციალურად უჭრენ მხარს გაფიცულებს. ფაბრიკებში ნედლეული მცირდება და მარცვლეულის დეფიციტია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო-სამხედრო მთავრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ სახალხო პასუხი გაფიცვების წინააღმდეგ გრძელდება. მთავრობა და მისი მომხრეები ახერხებენ პროდუქტების სადისტრიბუციო ცენტრებში მიტანას. დაკეტილი მაღაზიების გამო მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს მომარაგების საბჭოებს და აძლიერებს სახალხო მაღაზიებს. თითო მაღაზია შექმნილია სამეზობლოების მიერ. ის პირდაპირ ყიდულობს მთავრობისგან საჭმელს. და თავისი ღირებულების ფასად ყიდის. მალევე ნახევარი სანტიაგო ამით პოულობს სარგებელს. ზოგიერთ ადგილას პირდაპირი მომარაგება იგზავნებიან მუშები, რომლებიც ზედამხედველობენ პროდუქტის განაწილებას და ხსნიან ყველა დახურულ მაღაზიას. ამ მომენტში სახალხო ძალა უკეთესად ინარჩუნებს წესრიგს და ახერხებს ვაჭრობას., პოლიციაზე უკეთ.
ზოგიერთმა მთავრობის მხარდამჭერმა მოახერხა ყოველმხრივი ორგანიზება და საჭმლის მიწოდება რეგიონებისთვის. მოსახლეობა აგრეთვე ავითარებს ოჯახის მომარაგების სისტემას. რასაც ერქვა სახალხო კალათა. ამასობასი რამდენიმე მეზღვაურმა ვალპარაისოში აღმოაჩინა სანაოსნო შეთქმულება. მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს მემარცხენე ლიდერებს. ეს აქტი აღმოჩენილია სამთავრობო ლიდერების მიერ და მეზღვაურები დადანაშაულებული არიან ამბოხში. ისინი დააპატიმრეს და აწამეს.
22 აგვისტოს ოპოზიცია აშკარად შორდება კონსტიტუციურ რეჟიმს ყველანაირი საფუძვლიანი და ლეგალური დამოკიდებულების გარეშე. ისინი ამბობენ რომ მთავრობა დაარღვევს კონსტიტუციას- ეს იქნება სიგნალი სამხედრო ჩარევისთვის. უბრალო უმრავლესობით მხარდაჭერილი დეკლარაცია ამართლებს სამხედრო აჯანყებებს. და ლეგიტიმაციას აძლევს გადატრიალებას. ამომმომენტიდან იწყება მოვლენების სწრაფი განვითარება. გენერალ კარლოს პრატის სახლთან იკრიბებიან ქალები. აქცია, რომელში 6 გენერლის ცოლი მონაწილეობს არის შოუ რათა პრატსს აჩვენოს, რომ მას აღარ აქვს სამხედროების მხარდაჭერა. მომდევნო დღეს გენერლების საბჭო უარს ამბობს პრატსის მხარდაჭერაზე. კარლოს პრატსი იღებს გადადგომის გადაწყვეტილებას. გენერალი პიკერინგი და გენერალი სეპულვედა მთავარი ერთული მეთაურები ასევე იღევე გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. ავგუსტო პინოჩეტი, რომელიც არის პროფესიონალი ჯარისკაცი, რომელიც პატივს სცემს კონსტიტუციას, ხდება ახალი მთავარსარდალი. მაშინ, როცა შეთქმულება ვითარდება, სამოქალაქო ოპოზიცია საბოლოოდ გადადის საბოლოო შეტევაზე.
14 აგვისტოს, კათოლიკურ უნივერსიტეტსი, ქალები „ფემინური ძალიდან“ იკრიბებიან ტრანსპორტის გაფიცვის მხარდასაჭერად. სწორედ ამიტომ მტვირთავებმა 1972 წელს აიცილეს გაფიცვა, ამჯერად მათ მოუწევთ ბრძოლა საბოლოო შედეგებისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტის მტრები ითხოვენ მის გადადგომას. სამწლიანი ეკონომიკური ომის შემდეგ, რომელსაც აწარმოებდა თეთრი სახლი და შიდა ოპოზიცია, მიიიმხრეს საშუალო კლასის დიდი სექტორი და სწორედ აქედან პოულობდნენ ოფიცრები საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის სამოქალაქო მხარდაჭერას. 4 სექტემბერს სალვადორ ალიენდეს გამარჯვების მესამე წლისთავზე მიუხედავად კრიზისისა და მთავრობის წევრები ორგანიზებას უწევენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დემონსტრაციას ქვეყნის ისტორიაში. დღის 5 საათიდან 800 000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება პრეზიდენტის სასახლესთან.
3 დღის შემდეგ ალენდე თანამებრძოლებს ეუბნება, რომ მას სურს პლებისციტის ჩატარება, რათა განაგრძოს მთავრობის დემოკრატიული გზა.
ოპოზიციამ და აშშ-მ გადაწყვიტა ბოლო კადრის გათამაშება.
11 სექტემბერს სანაოსნო ძალები იწყებენ გდატრიალებას. ამავდროულად ჩილეს სანაპიროებთან ჩნდებიან ამერიკული გემები. რომლებიც ინარჩუნებენ კონტაქტს მეამბოხეებთან.
დილის რვის ნახევარზე ალიენდე ინსტრუქციების გადასაცემად ბრუნდება სასახლეში. სიტუაცია კრიტიკულია. არ არსებობს მთავრობის დაცვის ერთიანი გეგმა. დილისთვის კონსტიტუციონალისტი ოფიცრების ურავლესობა განეიტრალებულია. დილის რვა საათზე საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა დაიწყეს ქალაქის თავზე ფრენა.
9-ის 20 წუთზე ალიენდეს სთავაზობენ გადადგომას. და აძლევენ თვითმფრინავს ქვეყნის დასატოვებლად. 10-ის 15 წუთზე, კონსტიტუციური პრეზიდენტი ემზადება პრძოლისთვის და ის გადასცემს უკანასკნელ მოხსენებას რადიოს მეშვეობით სიტყვებით: „ეს არის ჩემი ბოლო მომართვა თქვენდამი ... ყველა მშრომელს მე მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ მე არ გადავდგები, მე ვწირავ ჩემს სიციცხლეს ხალხის ერთგულებას ... ეს ჩემი ბოლო სიტყვებია და მე მწამს, რომ ჩემი მსხვერპლი ამაო არ არის“. საჰაერო ძალებმა რადიოს შენობები დაბომბეს.
თუ ალიენდე არ დანებდება თვითმფრინავები დაიწყებენ სასახლის დაბომბვას, ალიენდე აძლევს სასახლის დაცვას, სასახლის დატოვების უფლებას. ალიენდეს თან ახლავს 40 მოქალაქე, რომლებიც მზად არიან შეტევისთვის. ყველაფრის მიუხედავად სახალხო დამცველები შენობას არ ტოვებენ 3 საათის განმავლობაში. შეტევა მიმდინარეობს ხმელეთიდან. 2 საათსა და თხუთმეტ წუთზე პრეზიდენტი ალიენდე იღუპება ლა მონედას სასახლეში. დილის 9 საათზე, ამბოხებულების ლიდერები მიმართავენ ქვეყანას. სადაც აღნიშნავენ რომ მიუხედავად დემოკრატიული ტრადიციების დარღვევისა სამართლიანად მიაჩნდათ საკუთარი ქმედებები, რადგან როდესაც ისეთი ქაოსი და საშინელება ტრიალებს ქვეყანაში, როგორიც ალიენდეს მარქსისტულმა მთვრობამ მოუტანა ქვეყანას, ჩნდებიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა. მათ მარქსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეს. და აგრეთვე ის, რომ 11 სექტემბერიდან არმიის მთელი ძალები გამოყენებული იქნებოდა სახელმწიფო სახალხო მოძრაობის ჩასახშობად აშშსთან ერთად.
თავიდან არსებული რამდენიმე შეიარაღებული წინააღმდეგობა ინდუსტრიულ ზონებში ასევე სასოფლო-სამეურნეო ზონებში, უთანასწორო ბრძოლის გამო მალევე იქნა ჩახშობილი.
ამით ჩილეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დემოკრატიული პერიოდი დამთავრდა.დემოკრატიულმა ძალებმა დაიწყეს რეორგანიზაცია.
image


0
203
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ვარდიშვილი
გვანცა ვარდიშვილი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0