x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საკვირველია, მაგრამ ფაქტია (II ნაწილი): ყველაზე დიდი ტვინი დედამიწაზე ჭიანჭველას აქვს...
1. ქალის ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე კაცის.


image

image

2. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, ვინც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი, ანტარქტიდის გარდა.


3. პირველად ავსტრალიაში ფული რომ დაბეჭდეს, 50 ცენტიანი მონეტა, 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.

image

4. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

image

5. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო უხერხემლოებს შორის, რეკორდცმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 1\4-ია.
image


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საიმირების (ცხვირფართო მაიმუნების გვარი) ტვვინისა და სხეულის თანაფარდობა 1\17 ტოლია. ხოლო, ადამიანის იგივე პარამეტრი – 1\40 არის.


image

6. ნილოსი 2-ჯერ გაიყინა - IX და XI საუკუნეში.


7. კატას რომელიც ვარდება XII სართულიდან, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას.

8. დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70% ბაქტერიებია.



9. კუზის მიუხედავად, აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.


10. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარი", II მსოფლიო ომის დროს, ლითონის ეკონომიის მიზნით, ხისგან მზადდებოდა.


image


11. შავი ზღვის ქორჭილები უმრავლესობა, თავდაპირველად მდედრობითი სქესის არის და დაახლოებით, 5 წლის ასაკში, სქესს იცვლიან.

12. ტოკიოს ზოოპარკი, ყოველ წელს, 2 თვით იკეტება, რომ ცხოველებს დამთვალიერებლებისგან დასვენების საშუალება ჰქონდეთ.


13. როდესაც ჟირაფი მშობიარობს, მისი შვილი ძირს 1, 5 მ. სიმაღლიდან ვარდება.

image

14. ყოველწლიურად ფუტკრის ნაკბენით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის ნაკბენით.


15. თუ ჩართული პლეიერის ყურსასმენებს ცხვირის ნესტოებთან მიიდებთ და ყურებზე

ხელებს დაიფარებთ, თქვენი პირის ღრუ დინამიკის ფუნქციას შეასრულებს.


image


16. ზვიგენებს იმუნიტეტი აქვთ სიმსივნეზე.


17. ცხოველი, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე შეუძლია წყლის გარეშე გაძლება არის ვირთხა.


18. თხუნელას 12 საათში 76 მ. გვირაბის გათხრა შეუძლია.

19. თუ გინდათ, რომ არ დააცემინოთ, ცხვირის ფუძე (ჩაღრმავება თვალებს შორის) უნდა დაიფხანოთ.


20. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, აბორიგენები ლუდს ბანანისგან ხარშავენ.


image
21. ლევი სტრაუსმა პირველი ჯინსის შარვალი 1850 წელს შექმნა და ის ამერიკელი მემაღაროელებისთვის იყო განკუთვნილი.


22. ზაფხულის მანძილზე, ერთ ბაყაყს 10 000 მწერის შეჭმა შეუძლია.


23. ჩვენმა ცივილიზაციამ, ომის გარეშე, საერთო ჯამში, 230 წელი გაატარა.


24. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნაგავი, სიგარეტის ნამწვავია.


25. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, ჩვენს ვენებში მიმდინარე სისხლის ცირკულაციის ხმა არის.


image


26. „ტიტანიკის“ მსგავსი გემის ასაგებად 7 მილიონი დოლარი არის საჭირო, ხოლო „ტიტანიკზე“ ფილმის გადაღებაზე, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

27. ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მარწყვი.


28. ხახვის დაჭრის დროს, თუ კევს დაღეჭავთ, ცრემლი აღარ წამოგივათ.


29. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, ხოლო შემდეგ შიმშილით კვდება.


30. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.


imageimage


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ტიტანიკის ერთი საკვამური მილი ყალბი იყო, საკვები სინამდვილეში არ ფუჭდება...

* დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სანტა კლაუსის მარხილში ფურ ირმები არიან შებმულები, სახელები კი მამრობითი სქესის აქვთ...

* ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები

* ის, რაც ჩვენი თვალისთვის ყოველთვის უხილავი რჩება

* მესამე თვალი – მეექვსე გრძნობა თუ რეალური ორგანო?

* ფანტასტიკური კოლაჟები: რეალურად რამდენად დიდია ჩვენთვის ცნობილი დიდი ზომის ობიექტები?

1
477
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
477
  
2017, 14 იანვარი, 10:59
საინტერესოა :-)
0 1 1