x
image
melody_inside
რუსეთის ქვეშ ადუღებული ლითონის აჩქარებული „მდინარე“ აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მოიპოვეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთის და კანადის ტერიტორიის ქვემოთ 3 000 კმ_ის სიღრმეზე მიედინება ლითონის „მდინარე“, რომლის დინების სიჩქარეც მატულობს.

image

დინება მდებარეობს ციმბირის და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიის ქვემოთ 3 000 კმ სიღრმეზე, რომლის სიგანე 420 კმ-ია და მოძრაობს ევროპის მიმართულებით. 2000
წლიდან „მდინარის“ სიჩქარე სამჯერ გაიზარდა და დღესდღეობით შეადგენს 40- 45 კილომეტრს წელიწადში, წერს New Scientist.


„ეს შესანიშნავი აღმოჩენაა. ჩვენ ადრეც ვიცოდით, რომ პლანეტის თხევადი ბირთვი წრეზე მოძრაობს, მაგრამ არ გვქონდა მტკიცებულებები და არ შეგვეძლო გვეჩვენებია ეს „რეაქტიული თვითმფრინავი““, _ განაცხადა Leeds-ის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა ფილ ლივერმორმა.

image

აღმოჩენა შესაძლებელი გახდა პროექტ Swarm-ის ჩარჩოებში ევროპული კოსმოსური სააგენტოს სამი თანამგზავრის მიერ ჩატარებული სამუშაოების მონაცემების მიხედვით.


აპარატები გაშვებული იქნა 2013 წელს და იმყოფებიან რა ორბიტაზე, ზომავენ მაგნიტური ველის ცვლილებებს 3 000 კმ -მდე სიღრმეზე, სადაც გამდნარი ბირთვი პლანეტის მყარ მანტიას ესაზღვრება.


რა გახდა ლითონის „მდინარის“ აჩქარების მიზეზი, ჯერ უცნობია, თუმცა მეცნიერების თქმით ეს ბუნებრივი მოვლენა მათ დაეხმარება დედამიწის მაგნიტური ველების ფორმირების ახსნაში და მიაწოდებს ინფორმაციას პლანეტის შინაგან მუშაობაზე.


„ თუ ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, როგორ ფორმირდება მაგნიტური ველი, მაშინ გავაანალიზებთ როგორ იცვლებოდა ის დროთა განმავლობაში და შესუსტდება თუ გაძლიერდება“, _ განაცხადა ლივერმორმა.


იხილეთ ასევე:

1. მეცნიერებმა ნაცისტების სკივრი აღმოაჩინეს უცხოპლანეტელების ძვლებით!!!


2. უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...


3. მაგნიტურ დღეებს შეხვდით მომზადებული- ექიმები გვირჩევენ


4. საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან


5. გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად


6. ფრთხილად, გინება და ბილწსიტყვაობა გენებს ცვლის!


7. აღმოჩენილია ტვინის კოლექცია, რომელიც ნაცისტთა მსხვერპლ ადამიანებს ეკუთვნოდათ.


8. ფიზიკოსმა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არსებობა დაამტკიცა.


9. მამაკაცი 13 წელი არ დადიოდა ტუალეტში. როდესაც მან ეს გააკეთა - ის ისტორიაში შევიდა!


10. სად და როდის გაყვეს დრო "ჩვ.წ. აღ."-მდე და "ჩვ. წ.აღ" ( ჩვენს ერამდე და ჩვენს ერაში)– ევროპაში VIII საუკუნეში!

0
1310
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0