x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას ფიქრობენ ახალგაზრდები საბჭოთა კავშირზე?
25 წლის წინ, 1991 წლის დეკემბერს დაიშალა საბჭოთა კავშირი, ახლანდელმა 25 წლის ახალგაზრდებმა, რომლებიც 1991 წელს დაიბადნენ საბჭოთა წარსულის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან.

მშობლების, მეგობრების, სახელმძღვანელოების, ფილმების თუ წიგნების მეშვეობით ისინი თავიანთ აზრებს გვიზიარებენ საბჭოთა კავშირის შესახებ.


BBC-იმ საბჭოთა კავშირის დაშლის თანატოლებს საქართველოდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან სთხოვა საკუთარი აზრი გამოეთქვათ საბჭოთა წარსულის შესახებ.



თეო მარქარაშვილი(საქართველო)-მე ვცხოვრობ პატარა ქალაქ კასპში, რომელიც თბილისის სიახლოვესაა.ვმუშაობ მუნიციპალიტეტში წამყვან სპეციალისტად, განათლებით იურისტი ვარ.


image

დედა 1991 წელს მოსკოვში სწავლობდა ასპირანტურაში ელექტრო ტექნიკის ინსტიტუტში, შინ დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ მე დავიბადე.


ჩემი დაბადების შემდეგ თბილისში დავრჩით, შემდეგ ჩვენი ოჯახი კასპში გადავიდა, მამა ქვიშის კარიერის დირექტორი იყო.

მამა ცდილობდა, რომ არ გაგვჭირვებოდა და ნორმალურად გვეცხოვრა.


საბჭოთა წარსულის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი, როცა ისინი პატარები იყვნენ ასწავლიდნენ, რომ სსრკ-ში ხალხთა ძმური კავშირია, რომ ყველას თანაბარი უფლებები აქვთ და უფრო კარგია, თუ ისინი ერთად იქნებიან.მაგრამ თანდათან გამოიკვეთა რუსეთის უპირატესობა, იქ განათლებაც უკეთესი იყო, საავადმყოფოების აღჭურვილობა უკეთესი და უკეთესი ექიმებიც, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში.


საბჭოთა პერიოდში იყო სკოლები, სადაც რუსულ ენას ასწავლიდნენ.ინსტიტუტისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო გესწავლა რუსული ენა, ამიტომ ბევრ მშობელს შვილები რუსულ სკოლებში შეჰყავდათ.ნელნელა რუსული ენა და ყველაფერი რუსული ხდებოდა უფრო ფასეული, ბევრს ეს არ მოსწონდა.


და კიდევ-ჩვენ გვსურდა თავისუფლება, რომ ჩვენი ბედი სხვაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.არ ვნანობ რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, კარგია, რომ მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ჩაწყობა" და "ნაცნობობა".


ჩვენ გვინდა მთიანი და თავისუფალი საქართველო თავის მიწებით, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, არავითარ შემთხვევაში არ მსურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება, დროის მანქანითაც კი, რომ მენახა როგორ ცხოვრობდნენ იქ.ბევრი სისხლი დაიღვარა თავისუფლებისათვის, მე უფრო მაინტერესებს დროის მანქანა, რომელიც დამეხმარებოდა მენახა რა იქნება მომავალში.


დიახ ადამიანური ურთიერთობის დონეზე მაქვს სურვილი ვეკონტაქტო ხალხს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, იქ ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს.

ჩემთვის მთავარია ისაა, რაც მოვიპოვეთ ამ 25 წლის განმავლობაში, -ესაა თავისუფლება და საკუთარ ძალებში რწმენა.ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად თავს ბედნიერად ვთვლით.




2)ალექსანდრე დანილოვი-(ყაზახეთი)-მე ვარ კომუნიკაციების და მედიამენეჯმენტის სპეციალისტი, ამასთანავე ვიყავი ახალაგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.საზღვარგარეთ ხშირად მიწევს მოგზაურობა, იქ ბევრი მეგობრები მყავს.

უფრო ახლოს მეზობლად ყირგიზეთში, აგრეთვე დასავლეთ ევროპაში.

image

ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთი შესანიშნავად ვითარდება რიგი მიზეზების გამო, ის ძალისხმევა რაც დაგვრჩა თავში და იმ ძალისხმევით რაც ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ, ისე სწრაფად ვერ ვვითარდებით, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დიდი რაოდენობის ნავთობი და სხვა რესურსები საშუალებას გვაძლევს უფრო უკეთესად ვიყოთ ვიდრე სხვა მეზობელი ქვეყნები.


ჩვენთან ისე ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომ საბჭოთა ნოსტალგია არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დედა მასწავლებელი იყო, ხოლო მამა მაღაროელი.ყველა საბჭოთა ფილმს ვუყურებ იმ ჩარჩოში, რასაც ტელევიზიით ანახებენ, თუმცა ყოველთვის არა, მიყვარს კლასიკური ფილმები, მაგრამ არა საბჭოთა, ხოლო მუსიკა დისიდენტური, ანუ რუსული როკი და როკ-ნ-როლი, რომელიც მაშინ აკრძალული იყო.


ალბათ იმათთვის, ვინც რუსეთში ცხოვრობს სსრკ-ს დანგრევა ტრაგედიაა, რადგან იმპერია დაიშალა, მაგრამ არა ყაზახეთისთვის.ჩემს წრეში არავის ვიცნობ, რომ საბჭოთა ნოსტალგია ჰქონდეს და ამბობდეს:"ეჰ რა კარგი იყო საბჭოთა კავშირში".არტეფაქტებს სახლში არ ვინახავთ, მხოლოდ სუვენირებს, რომელბიც ჩემი მშობლების ახალგაზრდობასთან ასოცირდება.


საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი რამ ცუდი იყო.ჩემი წინაპრები რეპრესიაში მოყვნენ და ასე აღმოვჩნდი ყაზახეთში, მე რა თქმა უნდს ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნაში ვცხოვრობ, მაგრამ ეს არის ტრაგედია, ჩემი წინაპრები ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი ჯაშუშობაში დასდეს ბრალი იაპონიის სასარგებლოდ და დახვრიტეს.


საბჭოეთმა ბევრი უბედურება მოიტანა, ინტელიგენცია რომელიც ყაზახეთში დახვრიტეს, ამბობენ მაშინ ასე იყო საჭირო, უმსხვერპლოდ არ შეიძლებოდაო, მე არ ვეთანხმები ამას.

რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი ვითარდებოდა, არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ მაგალითად ქალის და კაცი უფლებები გათანაბრებული იყო.


კი დავბრუნდებოდი უკან ათიოდე წლით, რომ ხალხს გავსაუბრებოდი, მაგრამ არა საბჭოთა კავშირში.ჩვენ მოგვწონს ის, რაც ახლა არის.




3)ანა ერუხიმოვიჩი-(რუსეთი)-ვსწავლობ ასპირანტურაში, ვწერ დისერტრაციას ბიოქიმიაში, ამასთან ერთად ვმუშობ ებრაელთა ორგანიზაცია "გილელში", საკმაოდ მობილური ადამიანი ვარ, მყავს მეგობრები მთელი მსოფლიოდან.

image

დავიბადე კონეკოვოში, პატარა ქალაქი ტვერის ოლქში, მოსკოვში 2008 წელს გამოვედი, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე.


მე საბჭოთა წარსულს ორ პერიოდად დავყოფდი.პირველი-რევოლუციიდან სტალინის სიკვდილამდე და მეორე-60-იანი წლები და შემდგომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე.პირველ პერიოდთან ბევრი ნეგატიური შეგრძნებები მაქვს-რეპრესიები, დახვრეტები, რომელმაც რაღაც წმინდა იდეალები სრულიად საწინააღმდეგო რამედ აქცია.


ხოლო 60-80-იან წლებთან ოჯახთან ერთად ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს.როგორც ბებიაჩემი ამბობს, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ახალგაზრდები იყვნენ-გაგარინი, ოლიმპიადა, რწმენა იმისა, რომ გარშემო ყველა მეგობარია და გარშემო ერთი ხალხია, რომელსაც იცავს დიდი სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში ისინი ასე გრძნობდნენ.


საბჭოთა ნივთები გვაქვს სახლში:ხალიჩა კედელზე, წიგნები.ჩემები უზომო რაოდენობით ყიდულობდნენ წიგნებს, ამბობენ, რომ ძნელი იყო წიგნების შოვნაო, -ეს არის ალბათ მატერიალური არტეფაქტები საბჭოთა წარსულიდან.


საბჭოთა ეპოქაში, რომ მეცხოვრა ნამდვილად არ მინდა, თუმცა სურვილი მაქვს მენახა 60-იანი წლებში როგორ ცხოვრობდა ხალხი.




4)საშა მაჟარა(უკრაინა)-ორი საქმიანობით ვარ დაკავებული: გადაღებების სტილიზაციას ვახდენ და ვმუშაობ რესტორანში ადმინისტრატორად, განათლება უმაღლესი მაქვს, დავამთავრე სასტუმრო-რესტორნების ფაკულტეტი. საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ.

image


თუ როგორ ვითარდება ჩემი ქვეყანა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მძიმედ, თუ ამასთან ერთად გავითვალისწინებთ მის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.


როდესაც დავიბადე, ჩემი მშობლები ერთ-ერთ ოლქში ცხოვრობდნენ, ძალიან გვიჭირდა, ხელფასს იღებდნენ "ულუფებით", ანუ ფულის მაგივრად კონსერვებს და ბურღულს ურიგებდნენ.


ერთადერთი ქვეშაგები ჩემთვის ნაცნობობით იშოვეს, დანარჩენი მეზობლის წამოზრდილი ბავშვებისგან მერგო, ასე, რომ 25 წლის წინათ ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ცხოვრება ნამდვილად დალხენილი არ იყო.


ჩემი წარმოდგენა საბჭოთა კავშირზე: მუქთა ფული ერთი ნაწილისთვის, ცარიელი დახლები სხვებისთვის.


საბჭოთა წარსულიდან რაღაც-რაღაცეები დაგვრჩა სახლში:დინამიკებიდან, ყურსაცვამებიდან დაწყებული და ხორცის გასატარებელი მანქანით დამთავრებული.

ასე მგონია, რომ საბჭოთა წარსულში ყველაზე ნეგატიური იყო კულტურისა და სილამაზის უქონლობა.


წარსულში დავბრუნდებაზე უარს არ ვიტყოდი, იმისთვის, რომ მოვხვედრილიყავი 70-80-იანი წლების გაგრაში, ან იმ დროის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ უკან დაბრუნების შესაძლებლობით.




იხილეთ აგრეთვე:


საინტერესო ფაქტები საბჭოთა კავშირზე, რის შესახებაც არასდროს მოუყოლით თქვენს მშობლებს


რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირში ცხოვრება


ლეონიდ ბრეჟნევი, "უძრაობის ხანა" და საბჭოთა საქართველო

1
225
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
2016, 27 დეკემბერი, 17:20
სსრკ–იყო მილიონობით ადამიანის სისხლზე აგებული ბოროტების იმპერია და ის კართაგენივით უნდა დანგრეულიყო, მე როგორც ვიცი უფროსი თაობისაგან მას დადებითი მხარეებიც ჰქონდა, მაგრამ მე არ მოვსწრებივარ და ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ.
0 1 1