x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
3 უმთავრესი რჩევა მომავალ მშობლებს

image
რამდენიმე თვეში პატარას ელოდები? თან პირველი შვილია? წარმომიდგენია ახლა რახდება თქვენ გულში, როგორი გახარებული ხართ, ალბათ, სიხარულით მეცხრე ცას ეწევით; ეს ძალიან კარგია, თუმცა მშობლის ამპლუაში ყოფნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არ გეგონოთ გაშინებდეთ, უბრალოდ გაფრთხილებთ. ყველაფერს აქვს ორი მხარე, როგორც დადებითი ასევე უარყოფითიც. მართალია, მშობლობა უარყოფითი შეუძლებელია იყოს, თუმცა ამ სიტყვის

მიღმა ბევრი რამ იმალება.

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ახალბედა მშობლებს უჭირთ ბავშვის მოვლა, ზოგს დაბანა უძნელდება, ეშინია არაფერი ვატკინოო, ზოგს ხელში ჭერა აშინებს, რადგან ახალშობილი თავს ვერ იმაგრებს დამოუკიდებლად და ხელში სწორად დაჭერა ესაჭიროება; ვისაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავს პატარა, სოსკით სწორად როგორ აჭამოს არ იცის, (მაგალითად, სოსკის წოვის დროს თუ ბევრ ჰაერს ჩააყლაპებთ პატარას მუცელი გაებერება და ძალიან შეაწუხებს) და ეს უქმნის შიშის გრძნობას, ზოგი საფენს ვერ უკეთებს სწორად, რადგან გამოუცდელია, ზოგი წყალს ვერ ასმევს სოსკით, არ გადაცდესო. მოკლედ ბევრი ნიუანსია, რაც ახალბედა მშობლობას თან ახლავს, მაგრამ არ შეშინდეთ. ჯაფარას რჩევები ყველაფერში დაგეხმარებათ და გასწავლით ბავშვის მოვლის მარტივ გზებს, რათა მალევე დაძლიოთ ყველა შიში და სწრაფად მიეჩვიოთ
ბავშვთან ურთიერთობას.


რჩევა 1
სამუდამოდ დაივიწყეთ შიში, რომ რაღაცას სწორად ვერ გააკეთებთ - ბავშვის დაბადების პირველივე წამიდან იაზროვნეთ, როგორც “მშობელი’’. დაივიწყეთ აზრი, რომ თქვენ რაღაცას ვერ შეძლებთ. იყავით მაქსიმალურად აქტიური. პირველივე წუთებიდან დაიჭირეთ თამამად თქვენი პატარა, სამშობიაროშივე თქვენ აბანავეთ მედდას თანდასწრებით, თუ რაღაცას ვერ გააკეთებთ მედდა მოგცემთ რჩევას რა და როგორ გააკეთოთ სწორად. სამედიცინო პერსონალს სამშობიაროშივე დაუსვით ყველა კითხვა, რაც დაგაინტერესებთ, ეს არ არის მოსარიდებელი, პირიქით, ამით ბევრს ისწავლით და უკვე ყველაფერში გაცნობიერებული გამოეწერებით სახლში. შეგიძლიათ წინასწარ ჩამოწეროთ რაც გაინტერესებთ და წაიღოთ სამშობიაროში. უპირველესად ჰკითხეთ, ძუძუ სწორად როგორ მოაწოვოთ ახალშობილს. ბავშვი გყავდეთ სულ თან, ღამეც თქვენთან დატოვეთ და დღეც. ამყოფეთ თქვენს იმედად, ნუ იქნებით მხოლოდ სამედიცინო სტაფზე დამოკიდებული. ამით შეძლებთ უფრო სწრაფად შეეჩვიოთ თქვენ შვილს, დაამუღამებთ, როდის რას ითხოვს ახალშობილი
თქვენგან, შეისწავლით მის მოთხოვნილებებს კარგად.


რჩევა 2
არასდროს იფიქროთ, რომ თქვენ არ იცით, რადგან ახალგაზრდა ხართ - თქვენ სინამდვილეში იმაზე გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მედიცინა მუდმივად იცვლება, შესაბამისად, მეთოდები და მიდგომებიც ახლდება. თუ თქვენი
დედები სხვა მეთოდებით გზრდიდათ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ თქვენც და იგივენაირად უნდა გაზარდოთ თქვენი პატარაც. მაგალითისთვის, ძველად აკვანში ჩაკრული იზრდებოდა ბავშვები, რაც დღეს წარმოუდგენლად მიაჩნია თანამედროვე მედიცინას. ძველად ბავშვებს ნაჭრის საფენებში ზრდიდნენ, დღეს კი არის უნიკალური გამოგონება პამპერსი, რომელმაც მშობლის ნევრებიც გადაარჩინა და ბავშვის სხეულიც გადახურებას, რასაც უზომოდ
შეფუთვა იწვევდა. ძველად ბავშვებს ახვევდნენ და კრავდნენ ისე, რომ ზოგს გული უწუხდებოდა, დღეს კი ეს დაუშვებელია, რადგან ბავშვის ძვლების სწორად ფორმირებისთვის, აუცილებელია, ჩვილმა ხელ-ფეხის თავისუფლად მოძრაობა შეძლოს. ეს და კიდევ მრავალი ცუდი მეთოდი არსებობდა ძველად, თქვენი მშობლების და ბებია ბაბუების ხანაში, ისინი დღეს აღარ გამოიყენება. ამიტომ, იხელმძღვანელეთ
ახალი მეთოდებით.



რჩევა 3
სხვების აზრებს ნუ მოიხვევთ თავს - სიდედრების და დედამთილების კომუნისტური
იდეებით ნუ გადაიღლით ნევრებს. მიენდეთ საკუთარ გულისთქმას და გააკეთეთ ისე, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. მაგალითისთვის, როგორც კი სამშობიაროდან გამოეწერებით, ყველა თავის აზრებს მოგახვევთ თავს. ზოგი გეტყვით ჩვილის საძინებელ ოთახში უნდა გრილოდეს, ზოგი პირიქით - სითბო უკეთესიაო;
ზოგი გეტყვით, რომ ბავშვს თხლად უნდა ჩააცვათ, ზოგი კი პირიქით - კარგად უნდა შეფუთოთ, რათა არ გაგიცივდეთო. ზოგი გეტყვით, რომ წყალი ცხელი უნდა იყოს, რაშიც ბავშვს აბანავებთ, ზოგი კი პირიქით - გრილ წყალში უნდა დაბანოთო; ნაწილი გეტყვით, რომ ბავშვს ყური ღრმად არ უნდა გაუწმინდო, მხოლოდ ნიჟარა შეგიძლია გაუსუფთაო, ზოგი კი პირიქით - ყური ღრმად უნდა გაუმშრალო ბავშვს, წყალი, რომ არ დარჩეს შიგნითო. მოკლედ ეს და კიდევ ასი ათასი აზრი არსებობს. რამდენი ადამიანია, იმდენი აზრი იბადება. ამიტომ, შეეშვით სხვების აზრებით თავის გადაღლას და გააკეთეთ თქვენ პედიატრთან შეთანხმებით ყველაფერი.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ჯაფარას პრაქტიკული რჩევები
ჯაფარას პრაქტიკული რჩევები
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0