x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზე კურიოზული ავარია რუსეთის ერთერთ სამხედრო აეროდრომზე, სადაც ერთმანეთს ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი შეეჯახა

image ავარია გამიგია მიწაზე, ზღვაზე შტორმის დროსაც ხდება, მაგრამ ის რაც მოხდა რუსულ აეროდრომზე ზე კურიოზულია–ერთმანეთს ასაფრენ ზოლზე ორი რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი "Су-27СМ" დაეჯახა, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ–ერთი გამანადგურებელი "შეაჯდა" მეორე გამანადგურებელს.
აღნიშნული ავარია რუსეთში ტვერის ოლქში მოხდა ხოტილოვოს სამხედრო აეროდრომზე. ორივე გამანადგურებელი 790–ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის კუთვნილებაა, პოლკი კი თავის მხრივ 105–ე გვარდიული შერეული საავიაციო დივიზიის შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ ლენინგრადის (არ შემშლია ამ არმიას დღესაც ასე ჰქვია) წითელდროშოვანი მეექვსე არმიის დაქვემდებარებაშია.
სურათზე გამოსახული ავარია 15 დეკემბერს მოხდა ერთერთი პილოტის შეცდომის გამო. ბორტი "02"–ის პილოტმა მანევრირებისას დაშვებული შეცდომის გამო მოახდინა შეჯახება მეორე გამანადგურებელ საფრენ აპარატთან.
საავიაციო პოლკის ტექნიკური პერსონალის განცხადებით თვითმფრინავებს სერიოზული და გამოუსწორებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ყუბანში მიმდინარე სამხედრო სწავლებისას, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირებისას სამი პარაშუტისტი უგზოუკვლოდ დაიკარგა

სირიაში "ისალამური ხალიფატის" მებრძოლებმა სირიული "მი 25" ჩამოაგდეს რუსული ეკიპაჟით, ორივე პილოტი დაიღუპა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი მოიერიშე "Су-25" დაკარგა

რუსეთში ამურის ოლქში დაიწვა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი "Ту-95"



0
855
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0