x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პლასტმასის გზები უკვე რეალობაა

image

ჰოლანდიაში დაიწყება პლასტიკატის მოდულებით გზების დაგება, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ისეთივე დატვირთვას, როგორც ასფალტი.თან ახალ ტექნოლოგიას რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ასფალტთან შედარებით.პლასტიკატის მოდულებს ნაკლები წონა აქვთ, ადვილია ტრანსპორტირებისათვის, ამასთანავე ქვეშ მოყოლილი გრუნტი დეფორმაციას არ განიცდის.


კონსტრუქციის შიგნით შესაძლებელია გაიყვანო კომუნიკაცია, მილები და სანიაღვრეები.

ამასთანავე სამუდამოდ დაემშვიდობებით ორმოებს გზებზე.


ასევე პლასტიკური გზის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია გზის გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება.


"ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რომ დავიწყოთ პროექტის განხორციელება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის პირველი პროტოტიპი 2017 წლის ბოლოს დაიგება"-აღნიშნავენ პროექტის ავტორები.


ინოვაციური გზის პირველი მარშრუტი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.


ჰოლანდიელებთან ერთად პლასტიკატის გზაზე უკვე რუსებიც მუშაობენ.


"ვფიქრობ ცვლილებების დრო მოდის"-განაცხადა კვლევის, გამოცდის ექსპერტიზის და მშენებლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიქტორ ეგოროვმა.

image

იგი გამოვიდა ინიციატივით დაიგოს და გამოიცადოს პირველი პლასტიკატის გზა, თუმცა ამ ინიციატივას ბევრი სპეციალისტი არც თუ ისე ოპტიმისტურად გამოეხმაურა.


თუ მოსკოვში საპილოტო პროექტი დამტკიცდა, ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზებია მსოფლიოში, საეჭვოა, რომ რუსეთის ბიუჯეტი მას გასწვდეს.

0
610
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0