x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ტოტო კუტუნიო შესაძლოა ჩამოვარდნილ ტუ-154-ში მჯდარიყო
imageიტალიელი მომღერალი შესაძლებელი იყო სოჭის სიახლოვეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ყოფილიყო და ალექსანდროვის ანსამბლთან ერთად დაღუპულიყო.


იტალიელმა მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი შესაძლებელი იყო სოჭის სიახლოვეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მჯდარიყო და დაღუპულიყო.


"ალექსანდროვის ანსამბლმა შემომთავაზა მათთან ერთად გამოვსულიყავი სირიაში, მაგრამ იმ დროს სხვა გეგმები მქონდა და ვერ შევძელი წასვლა"-აღნიშნა მომღერალმა.


მომღერალმა აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და დასძინა:


" მე მათთან(ალექსანდროვის ანსამბლთან) მრავალი თბილი მოგონებები მაკავშირებს, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩვენი ერთობლივი გამოსვლა სან-რემოს ფესტივალზე, სადაც ისინი მე მივიწვიე".

image

image


შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის ტუ-154-ი შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდა.ავიალაინერის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 83 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი.
მგზავრებს შორის იყვნენ სამხედროები, მუსიკოსები და ჟურნალისტები.
თვითმფრინავის მგზავრები სირიის ქალაქ ლატაკიაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საშობაო კონცერტის გასამართად მიემგზავრებოდნენ.ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი
დაიღუპა.





0
705
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0