x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს
image


ირლანდიაში ლიმერკის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორმა კევინ კოფმა გამოთქვა

აზრი, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი გამოიყოს, როგორც ცალკე ორგანო

და მიეძღვნას მას მეცნიერების ცალკე განყოფილება.თავისი დასკვნები ამის შესახებ მეც-


ნიერმა გამოსცა სამედიცინო სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა ერთ-ერთ წამყვან სამედიცი-

ნო ჟურნალში The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში.


image


საუბარია ჯორჯალზე, რომელიც ამაგრებს ნაწლავებს მუცლის ღრუში. მრავალი წლის

განმავლობაში ის ითვლებოდა ფრაგმენტულ ნაწილად, რომელიც შედგებოდა რამოდე-

ნიმე ცალკეული ნაწილისგან. პროფესორის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით მტკიც-

დება, რომ ჯორჯალი ეს არის დამოუკიდებელი, უწყვეტი ორგანო.


image


თუ შევხედავთ ჯორჯალს, როგორც სხვა ნებისმიერ ორგანოს, მაშინ ისიც კვალიფიცირ-

დება, როგორც მუცლის ღრუს რიგითი ორგანო. “ ჩვენ დავადგინეთ ანატომია ჯორჯა-

ლის რთული სტრუქტურის. მომდევნო ნაბიჯი იქნება განისაზღვროს მისი ფუნქციები,

რადგან თი იცი ორგანოს ფუნქცია, შეგიძლია ადვილად გაარკვიო დარღვევები, რომლე-

ბიც გამოწვეულია ამ ორგანოს მიერ" ამბობს ქირურგი.


image


ჯორჯალის შემდეგი გამოკვლევები და მისი როლის გარკვევა ორგანიზმში, გაამარტივებს

მუცლის ღრუს დაავადებების მკურნალობას. ქირურგია შეიძლება გახდეს ნაკლებად ინ-

ვაზიური, შემცირდება გართულებების რაოდენობა, ავადმყოფები სწრაფად გამოჯან -

მრთელდებიან. ჯორჯალის ახალი კვალიფიკაცია, როგორც ცალკეული ორგანოსი უკვე

დაემატა ერთ-ერთ გავლენიან წიგნს - “გრეის ანატომია". ახლო მომავალში შეიცვლება

სამედიცინო პროგრამაც სკოლებში აღნიშნავს გაზეთი.


image

0
2336
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
2336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0