x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ჯორჯ მაიკლი
imageბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ამის შესახებ Billboard იტყობინება.


53 წლის მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინა პოლიციამ.


"დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საყვარელი შვილი, ძმა და მეგობარი ჯორჯ მაიკლი მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ სახლში შობის დღესასწაულზე"-ნათქვამია განცხადებაში.


გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ იგივე ჯორჯ მაიკლი დაიბადა 1963 წლის 25 ივნისს ლონდონში. ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში Wham! მონაწილეობით,

თავისი კარიერის მანძილზე ჯორჯ მაიკლმა გაყიდა 110 მილიონი ჩანაწერი,
მათ შორის 12 ბრიტანული #1 სინგლი, 7 ბრიტანული #1 ალბომი, 10 აშშ #1
სინგლი და 2 აშშ #1 ალბომი. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი "Faith"
იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად, რომლის წარმატებაც უზრუნველყო
აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა. ალბომი გაიყიდა 20 მილიონი ასლის
ოდენობით.ჯორჯ მაიკლს ორჯერ გადაეცა "გრემის" პრემია.

მისი ოთხი სოლო-ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე. ოთხივემ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.



ბედის ირონიაა, რომ იგი შობის დღეს გარდაიცვალა, მისი ცნობილი სიმღერა, Last Christmas, ხომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული(თუ ყველაზე პოპულარული არა) საახალწლო-საშობაო ჰიტია მსოფლიოში.




იხილეთ აგრეთვე:


2016 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები


გარდაიცვალა გრეგორი ლეიკი ლეგენდარული ჯგუფიდან Emerson, Lake & Palmer


გარდაიცვალა რიკ პარფიტი ჯგუფ "სტატუს ქვო"-დან


6
305
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
2016, 26 დეკემბერი, 18:44
გეთანხმებით, არაჩვეულებრივი მომღერელია- გამორჩეული ხმის ტემბრით და რეპერტუარით... საშინლად დამწყდა გული :(((((
2016, 26 დეკემბერი, 15:58
კარგი მომღეერალი იყო კარგი რეპერტუარით, ერთი მისი ორიენტაცია არ მომწონდა...
2016, 26 დეკემბერი, 14:13
ეჰ, რა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჯორჯ მაიკლის სიმღერას მოვუსმინე... ვგიჟდებოდი და ახლაც მიყვარს... სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში გარდაიცვალა(
2016, 26 დეკემბერი, 13:53
ნეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა,ძალიან თბილია და მართლა საახალწლო განწყობას გიქმნის
2016, 26 დეკემბერი, 13:33
სამწუხაროა. როგორ მიყვარდა ეს სიმღერა...
2016, 26 დეკემბერი, 13:14
აბა ჩვენი მთავრობა! დახმარების ფულს არ უგზავნით? მიდით აკრიბეთ და დააყაჩაღეთ გაჭირვებული ხალხი. მაინც მიჩვეული ხართ მაგისთანებზე მილიონების ფლანგვას.
0 1 6