x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2016 წლის 10 ყველაზე გარჩევადი და პოპულარული თემა საქართველოში
აი იწურება 2016 წელი და მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მიმდინარე წელს და გავიხსენოთ, რომელი თემები აღელვებდა ყველაზე მეტას ქართულ საზოგადოებას და რა ამბებს მოჰყვა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამოხმაურება?



1) მაგდა პაპიძეს საქმე-ამ საზარელი მკველელობის მიმართ ინტერესი, სადაც დედამ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა თვეების განმავლობაში არ ცხრებოდა დისკუსიები, საზოგადოების ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ პროკურატურა იძულებული შეიქმნა გამოძიების შუალედური შედეგები გამოექვეყნებინა.


მაგდა პაპიძე


2) ბიძინა ივანიშვილის ხე-200 წლიანი ტიტას გადატანამ ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ურეკის დენდროლოგიური პარკისთვის გემით გადატანამ იმდენად გაამხიარულა ქართული საზოგადოება, რომ სოციალურ ქსელებში უამრავი კომიქსები დაიდო ამ თემაზე.ხის არაჩვეულებრივი მოგზაურობა უყურადღებოდ არც უცხოურ მედიას დაუტოვებია.


image



3) ევა ბარბაქაძე და შორენა ბეგაშვილი-15 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარა მთელი ქართული საზოგადოება გაფაციცებით ადევენებდა თვალს, იყო გამხნევება და ღვარძლიანი კომენტარებიც.საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.


image


4)გიგა ოთხოზორიას მკვლელობა-ხურჩაში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე საპროტესტო აქცია როგორც ზუგდიდში, ასევე თბილისშიც.

image


5)მერსი სულხანიშვილი "ნიკორაში"-სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ კონსულტანტს აგრესიით მიმართავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ჰგმობდნენ ჟურნალისტის საქციელს, იყო ასეულოებით შეურაცხმყოფელი კომენტარებიც, საქმე იქამდეც მივიდა, რომ სულხანიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.




6)რობი უილიამსის უკანალი-წლევანდელი წელი იმით გამოირჩეოდა, რომ შეკვეთილში ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზში ერთბაშად რამდენიმე უცხოელმა მეგავარსკვლავმა გამართა კონცერტი, თუმცა სოციალურ ქსელში ყველაზე გასარჩევი თემა გახდა რობი უილიამსის უკანალი...მსგავსი ფაქტები და უფრო უარესიც ყველგან ხდება, თუმცა ქართული საზოგადოებამ რობი უილიამსის ჟესტი შეურაცხყოფად მიიღო.

image




7)ვისი შთამომავალია დავით თარხან-მოურავი-სოციალურ ქსელებში სუპერპოპულარული გახდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერის გამოსვლის ფრაგმენტი სადაც საკუთარ შთამომავლობაზე საუბრობს. ამ ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, შეიქმა ამ თემაზე კომიქსები.





8)ბებიას შვილიშვილი ტირის თოფს ესვრის-სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ამ ვიდეომ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ამ თემას ცალკე გადაცემებიც კი მიუძღვნა.ეთერში მიწვეულები იყვნენ ამ სცენის მთავარი მოქმედი გმირებიც.





9)დონალდ ტრამპი-არც არაფერი მოხდებოდა და ჩვეულებრივ ჩაივლიდა აშშ-ში არჩევნები ჰილარი კლინტონს რომ გაემარჯვა, მაგრამ იმდენად მოულოდნელი გახდა დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიო საზოგადოებისთვის(და მათ შორის თვით ამერიკელებისათვისაც), რომ ნამდვილი შოკირება გამოიწვია.

ამ ოდიოზური ფიგურის არაპოპულარულ გამონათქვამებს, რომელიც დემოკრატიის პრინციპებისგან ძალიან შორს იყო(დიდი კედლის აგება მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების გაძევება, აშშ-ს გამოსვლა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა)ყველა არასერიოზულად უყურებდა....გარდა ამერიკელებისა..გამოდის, რომ ტრამპმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ გაახმოვანა იმ ამერიკელი მოქალაქეების სურვილი, რომლის თქმასაც ყველა ხმამაღლა ერიდებოდა.


image



10)დაბნეული ჯონ ტრავოლტა-და ბოლოს.. წლის ყველაზე პოპულარული მემი სოციალურ ქსელებში.


image

1
620
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
620
  
2016, 26 დეკემბერი, 16:01
გიგა იყო ერთერთი საუკეთესო ქართველი ვაჟკაცი კაცი, მსგავსი რამ ისრაელში რომ მომხდარიყო ის კანჯიოღლუ დღეს ან ციხეში იქნებოდა ან ლიკვიდირებული...
0 1 1