x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ის კუბოებში და ნაგვის ურნებში მალავდა ბავშვებს, სანამ არ დაიჭირეს
image


ირენა სენდლერი დაიბადა ვარშავაში 1910 წლის 15 თებერვალს. მამამ მას ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ მისი მთავარი გაკვეთილი მთელი ცხოვრება ახსოვდა: ყოველთვის დავეხმაროთ გაჭირვებულს.


image


ირენი 7 წლის იყო მამა ტიფით რომ დაეღუპა. როდესაც წამოიზარდა მიხვდა, რომ მის ნაკავალევს მიჰყვებოდა.



იმდენად, რამდენადაც მისი მამა ექიმი იყო, ირენი კი ექთნად მუშაობდა სოციალური დახმარების განყოფილებაში, სადაც ღარიბ ოჯახებს საკვებს და ტანსაცმელს აწვდიდნენ. როდესაც ევროპა ანტისემიტურმა განწყობამ მოიცვა, ირენი, მიუხედავად თავისი კათოლიკობისა, ისევე აგრძელებდა ებრაელთა ოჯახების დახმარებას, როგორც ეხმარებოდა სხვა დანარჩენებს.


image

1939 წელს პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა შექმნეს ვარშავის
გეტო, სადაც აგზავნიდნენ ყველა ებრაულ ოჯახს.


ძნელი წარმოსადგენია იმ დროის ყველა საშინელება. გეტოში ცხოვრების აუტანელი
პირობების გამო დათრგუნულმა ირენმა გადაწყვიტა შესულიყო ებრაელთა დახმარების
საზოგადოებაში. როდესაც სიტუაცია გაუარესდა, ქალი მიხვდა, რომ საჭირო იყო რადიკალური ზომების მიღება მაშინაც კი, თუ ამის გამო სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება დასჭირვებოდა.


კოლაბორაციონისტებთან ერთად მან ჩუმად დაიწყო დახმარება ებრაელი ბავშვების გეტოდან გაქცევაში, სადაც მათ უეჭველი სიკვდილი ელოდებოდათ. ბავშვებს აგზავნიდნენ თავშესაფრებში ან შვილად აყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ირენს კეთილი ზრახვები ამოძრავებდა, ყველა ებრაელი ქალი როდი იყო მზად მიეცათ თავისი
შვილები უცხო ადამიანისთვის. იმ პერიოდში არავის არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა, რომ სიტუაცია გაუარესდებოდა და ოჯახების უმრავლესობა საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპებოდა.

image

ნაცისტებს გეტო მკაცრი დაცვის ქვეშ ყავდა, ამიტომ ირენს სხვადასხვა ხრიკების მოფიქრება სჭირდებოდა, ბავშვების გამოსაყვანად. უფრო ხშირად ის ბავშვებს იმ სასწრაფო დახმარების მანქანაში მალავდა, რითაც მძიმე ავადმყოფები გამოყავდათ, მაგრამ როდესაც კიდევ უფრო გამკაცრდა დაცვა, მას მოუწია ბავშვების დამალვა ტომრებში, ნაგვის ურნებში და კუბოებშიც კი.


გადარჩენილ ბავშვებს შორის ყველაზე მეტად მას პატარა ელზა დაამახსოვრდა. ირენმა ეს ხუთი თვის ჩვილი გადაარჩინა ხის ყუთში ჩასმული, რომელიც აგურებს შორის გადამალა. ერთადერთი სამახსოვრო, რაც მშობლებმა მას ბავშვთან ერთად გადასცეს, იყო ვერცხლის კოვზი, რომელიც დედამ საფენებს შორის დამალა.


ირენმა შეძლო 25 000-ზე მეტი ბავშვის გადარჩენა უეჭველი სიკვდილისგან. მთელ ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ ის მეზობელ ბაღში დამალულ ლითონის კოლოფში ინახვდა.

image

მისი გეგმა წარმატებით მუშაობდა მანამდე, სანამ გერმანელებმა ერთ დღეს არ გაამჟღავნეს ის. ირენი დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. მიუხედავად აუტანელი ტკივილისა და დამცირებისა, ქალმა ყველაფერს გაუძლო და არ გაამხილა ინფორმაცია ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ. ბოლოს და ბოლოს ნაცისტები დანებდნენ და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მაგრამ ბედს ამ ქალის მიმართ სხვა გეგმები ჰქონდა. გულისხმიერმა ადამიანებმა მოისყიდეს ჯარისკაცები, რომლების მას გაქცევაში დაეხმარნენ. მას შემდეგ, სიკვდილამდე ის გამოგონილი სახელით ცხოვრობდა, მაგრამ არასოდეს არ შეუწყვეტია სხვების დახმარება.

image

ომის შემდეგ ირენმა ამოთხარა ჩანაწერებით სავსე თუნუქის კოლოფი და გადასცა გადარჩენილი ებრაელების მოძიების კომიტეტს.

ის გათხოვდა, შეეძინა სამი შვილი და ცხოვრობდა ბედნიერი ცხოვრებით, იცოდა რა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა.

„მიზეზი, რის გამოც მე ბავშვებს ვშველოდი, ჩემს ბავშვობაშია ფესვგადგმული, _ ამბობს ირენი. _ მე აღზრდილი ვიყავი იმ რწმენით, რომ გაჭირვებულ ადამიანს უნდა დაეხმარო განურჩევლად ნაციისა და რწმენისა“.
image

2007 წელს ირენი ნომინირებული იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ 98 წლის ასაკში ის გარდაიცვალა. ის იბრძოდა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, და მისი წვლილი მსოფლიო ისტორიაში ჭეშმარიტად ფასდაუდებელია. ამ ოქროს გულის მფლობელმა მედდამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა,
რომ უნდა იყო მამაცი და შენი იდეალები უნდა დაიცვა ყველაზე რთულ დროსაც კი.


იხილეთ ასევე:

1. 10 სუპერსაზარელი პროექტი, რომელიც ნამდვილად არსებობდა.


2. სერია "უცნობი ჯარისკაცი " გაგაცნობთ ომის საშინელ შედეგებს


3. 250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა!


4. რატომ მოკლა თავისი ხელით საკუთარ კაბინეტში ბერიამ სომეხი ხელმძღვანელი?


5. ახალგაზრდა ობამა მუსულმანურ სამოსში


6. 15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებზე, რაც თქვენ არ იცოდით


7. ადამიანთა ზოოპარკები


8. რა გადარჩა ჰეროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ


9. სიკვდილით დასჯა ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე!!!


10.აღმოჩენილია ტვინის კოლექცია, რომელიც ნაცისტთა მსხვერპლ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

2
3822
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
3822
  
2016, 26 დეკემბერი, 22:03
მეც ....და ძალიან მეწყინა ერთი ფაქტი...ადამიანი 97 წლის რომ გახდა, მაშინ უნდა დაეფასებინათ?
2016, 26 დეკემბერი, 18:54
აღფრთოვანებული ვარ ასეთი ადამიანებით ძალიან მომეწონა სტატია
0 1 2