x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ინდოეთში იპოვეს ქალი,რომელიც 40 წელიწადი გარდაცვლილად ითვლებოდა

image


ეს ისტორია ბოლივუდის დრამას წააგავს. 82 წლის ქალი, რომელიც 40 წელია
გარდაცვლილად ითვლებოდა ცოცხალი აღმოაჩინეს.ამის შესახებ
Time of India იუწყება.


ინდოელი ვილასა დევი, რომელიც 1976 წლიდან გარდაცვლილად ითვლებოდა
თავის ზრდასრული შვილების სანახავად დაბრუნდა.

ნათესავები თვლიდნენ, რომ ვილასა დევი ჯერ კიდევ 1976 წელს
გარდაიცვალა კობრას ნაკბენის შემდეგ, ამიტომ ძველი ადათის მიხედვით, მის
სხეულს კრემაცია არ გაუკეთეს, არამედ მდინარე განგს გაატანეს.

როგორც თვითონ დევიმ განაცხადა, იგი მეთევზეებმა გადაარჩინეს რამდენიმე ასეული
კილომეტრის დაშორებით, რის შემდეგაც იგი ადგილობრივმა ოჯახმა შეიფარა.

როგორც ქალი აღნიშნავს, მას წარსული ცხოვრებიდან არაფერი
არ ახსოვდა.არც ის, რომ ორჯერ იყო გათხოვილი და შვილები ჰყავდა.იგი იქ
მესამედ გათხოვდა.

რამდენიმე დღის წინ ქალს გაახსენდა წარსული და მშობლიურ სოფელ ინაიტპურში(ქალაქ მაჯაჰვანის რაიონი) დაბრუნდა.

დევის ქალიშვილები რამ კიმანი და მუნი გაოცებულები იყვნენ როდესაც მათი
კარის ზღურბლზე მოხუცი ქალბატონი გამოეცხადათ
"დედამ მახსოვრობა დაკარგა და სულ რაღაც რამდენიმე დღეა დაუბრუნდა, ამის შესახებ ერთ ქალს მოუყვა, იმან თავის მხრივ ბიძამისს აცნობა, შემდეგ დაუკავშირდნენ ერთ მოხუც ადამიანს, რომელიც დედაჩემის დაკრძალვას ესწრებოდა, სწორედ მან გვითხრა რომ დედა ცოცხალია"-აღნიშნა უფროსმა ქალიშვილმა რამ კიმანმა.

"დედა ხალით ვიცანი"-დასძინა უმცროსმა ქალიშვილმა .


დევის სამივე ქმარი გარდაიცვალა, იგი მშობლიურ სოფელში საბოლოოდ დაუბრუნდა თავისზრდასრულ ვაჟებს და ქალიშვილებს.


0
232
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0