x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა რიკ პარფიტი ჯგუფ "სტატუს ქვო"-დან

image


68 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენადარულ ჯგუფ Status Quo-ს გიტარისტი რიკ პარფიტი გართულებული ინფექციის შემდეგ.


როკის ვეტერანი გადაყვანილი იქნა ქალაქ მერბელიეს საავადმყოფოში(ესპანეთი)ხუთშაბათს საღამოს მხარში მწვავე ტკივილების შემდეგ. 24 დეკემბერს შუადღისას მუსიკოსი გარდაიცვალა.ამის შესახებ ჯგუფის მენეჯერმა განაცხადა.


რიკ პარფიტი 2017 წელს გეგმავდა სოლო ალბომს და ავტობიოგრაფიის გამოცემას, თუმცა არ დასცალდა.



რიკ პარფიტი ერთადერთი წევრი იყო, რომელიც შექმნის დღიდან(1967)თითქმის ნახევარი საუკუნე ჯგუფში უკრავდა, მან როსისთან ერთად დაწერა ჯგუფის პირველი დიდი ჰიტი "Pictures of Matchstick Men", აგრეთვე ძირითადი სიმღერები ალბომ Piledriver-იდან, რომელმაც ჯგუფს პირველი მსოფლიო დიდება მოუტანა.რიკ პარფიტმა კლავიშებზე შემსრულებელ, ენდი ბოუნთან ერთად შექმნა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა "Whatever You Want", "Again and Again", და "Rain".


ჯგუფ Status Quo-ს მშობლიურ ბრიტანეთში 60-ზე მეტი წარმატებული ჰიტი ჰქონდა, დაწყებული 1967 წლიდან და დამთავრებული 2010 წლამდე, რაც უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე სხვა როკ-ჯგუფის შემთხვევაში.


22 სიმღერა მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში. დღესდღეობით ჯგუფის ალბომების გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 120
მილიონ ასლს. იგი 106 ჯერ გამოვიდა სატელევიზიო პროგრამა Top Of The Pops-ში, რაც ასევე ითვლება რეკორდად. ალბომების რაოდენობის მიხედვით, იგი მხოლოდ ჯგუფ Rolling Stone-ს ჩამორჩება.

image

მან უმაღლეს წარმატებას ჰიტ-აღლუმებში მიაღწია სინგლებით: „Down Down“ (№
1, ნოემბერი, 1974), „In the Army Now“ (№ 2, სექტემბერი, 1986) და
„Rockin' All Over the World“ (№ 3 სექტემბერი, 1977),
ასევე 15 ალბომს მიენიჭა „ოქროს“ სტატუსი („Don’t Stop“-ს პლატინის), ხოლო


ოთხმა მათგანმა ბრიტანეთში პირველ ადგილს მიაღწია. 1991 წელს Status Quo-ს
გადაეცა Brit Awards-ის ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.








1
151
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
2016, 24 დეკემბერი, 20:44
მეწყინა :(
0 1 1