x
მეტი
  • 29.03.2017
  • სტატია:65137
  • ვიდეო:317380
  • სურათი:415936
გაეროს დახმარებით, ენგურის ხიდზე მიკროავტობუსი დაინიშნა

imageრვა წლის შემდეგ აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზე სატრანსპორტო მიმოსვლა განახლდა.


მიმდინარე წლის სექტემბერში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო ენგურის ხიდის რეაბილიტაცია, გალის რაიონში, რომელიც ესაზღვრება ზუგდიდს. ამავე დროს, თბილისში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საგზაო სატრანსპორტო მოძრაობის განახლება.


რეაბილიტაციის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ტრანსპორტი დაინიშნა გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიერ.


მოსახლეობას საშუალება ექნება გამოიყენოს ათი უფასო ავტობუსი, რომელიც რეისებს განახორციელებს დღეში რამდენჯერმე.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ოფიციალურად განაცხადა რომ სატრანსპორტო კავშირი ისევ აღდგა და ეს ფაქტი "მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებად" მიიჩნია. მან აღნიშა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე, რათა აღმოეფხვრა ეს პრობლემა.


კავშირი ენგურის ხიდზე შეწყდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მას შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფეხით გასავლელი ქონდათ 1.5 კილომეტრი.

ვიდეო

image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფისგან

2 - „სულიკო“ მონიკა ბელუჩისთვის - როგორ მოხიბლა ქართულმა კვარტეტმა კინოვარსკვლავი

3 - ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის

4 - საქართველო სირიაში ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

5 - "ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ

0
137
7-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0