x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ისლამური სახელმწიფოს 200-მდე მებრძოლი, 16 თურქი ჯარისკაცი და 88 შემთხვევითი მსხვერპლი - თავდასხმა ქალაქ ალ-ბაბზე
ხუთშაბათის სასტიკი დაბომბვის შედეგად 72 ადამიანი გარდაიცვალა. პარასკევს კიდევ 16-მა შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქემ დაასრულა სიცოცხლე. მოკლულთა შორის არის 24 ბავშვი.


ისლამური სახელმწიფოს (IS) წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის არმიამ ამ კვირაში მძიმე დანაკარგი განიცადა. ქალაქ ალ-ბაბზე თავდასხმის შედეგად, რომელიც ალეპოს აღმოსავლეთით მდებარეობს, თექვსმეტი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნული დანაკარგი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი აშიკმა დაადასტურა. სამი ჯარისკაცი ამდრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ხუთშაბათს ისაუბრა 200-მდე მოკლული IS-ის მებრძოლის შესახებ, რომელიც თურქეთის არმიას 16 ჯარისკაცი დაუჯდა, სირიას კი 88 უდანაშაულო სამოქალაქო პირი.

Bild: Hassan Ammar / Keystone


Bild: Hassan Ammar / Keystone

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0