x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
თალიბების რეიდის შედეგად ქაბულში რვა ადამიანი გარდაიცვალა

image

22 დეკემბერს ხუთშაბათს ღამით თალიბები თავს დაესხნენ პარლამენტარ მირ ვალის სახლს ქაბულში. ვალის ოთხი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. თავად ვალი მსუბუქად დაშავდა და თავის დაღწევა მოახერხა.

თალიბების მიერ პარლამენტარის სახლის ღამის რეიდის შედეგად, მედიის ინფორმაციით თერთმეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან: პარლამენტარის შვილი, ძმის შვილი და ორი შვილიშვილი. ასევე ორი დაცვის თანამშრომელი, ორი სტუმარი და სამი თავდამსხმელი. ექვსმა ადამიანმა, მათ შორის პარლამენტარმა და მისმა ცოლმა გაქცევა მოახერხეს.
პოლიციის სწრაფი რეაგირებისა და სპეცდანიშნულების ძალებმა დღეს გამთენისას, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისევ გააგრძელეს იერიში.
პოლიტიკოსი მირ ვალი სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. თალიბებმა თავდასხმა აღიარეს. სამხრეთ ჰელმანის პროვინცია, ჩრდილოეთ პროვინცია კუნდუსის მსგავსად, თალიბების თავდასხმის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ექსპეტრები მიიჩნევენ, რომ აქ თალიბებს "სახელმწიფო სახელმწიფოში" შექმნა სურთ.

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0