x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
თავი იგრძნო დედოფლად ან სუპერვარსკვლავად-როგორ აღმოჩნდა სამი დაქალი ცარიელ თვითმფრინავში
imageასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, რომ აღმოჩნდეთ უზარმაზარ ლაინერში მარტო სამი დაქალი და თან რაც გინდა ის აკეთო.


სამი მეგობარი გოგონა მარტოდმარტო მგზავრობდა დიდი ლაინერით გიბრალტარიდან ლონდონამდე და ბორტზე მხიარულადაც გაერთნენ.გოგონებმა ბილეთები ეკონომკლასში აიღეს, თუმცა ყველა ადგილი თვითმფრინავში მათი იყო და ბიზნესკლასში გადაინაცვლეს, უფასოდ დააგემოვნეს გემრიელი კერძები და უფასოდ მიირთვეს შამპანური და ლუდი.ამასთანავე ფოტოებიც გადაიღეს ეკიპაჟის წევრებთან ერთად და რაც ყველაზე იშვიათია, პილოტის კაბინასაც ესტუმრნენ.


image

image


თვითონ ეკიპაჟის წევრებმაც აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ავიაკომპანიის ისტორიაში, როდესაც ასეთი მცირე რაოდენობის მგზავრებით რეისში გაეშურნენ.



მაინც რა მოხდა? ლორა სტივენსი, სარა ჰანტი და ლორი-ლინ ვოლერი სამი დღე ისვენებდნენ გიბრალტარში, თუმცა 18 დეკემბერს უკან ლონდონში დაბრუნებას როცა აპირებდნენ გაიგეს, რომ მათი რეისი სამი საათით გადაიდო, გოგონემა გადაწყვიტეს ეს სამი საათი სადმე გაესეირნათ და გართობილიყვნენ, მაგრამ როდესაც აეროპორტში დაბრუნდნენ გაიგეს, რომ ყველა მგზავრმა, რომელიც ლონდონში მიემგზავრებოდა ბილეთები სხვა რეისზე გადაცვალეს და გაფრინდნენ.


imageimageასე რომ სამი დაქალი ლაინერის ერთადერთი მგზავრები აღმოჩნდნენ.გოგონებს ეკონომ-კლასის ბილეთში 80 ევრო ჰქონდათ გადახდილი, მაგრამ ბიზნეს-კლასში გადაინაცვლეს.


"ეს იყო შესანიშნავი, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მას არასოდეს დავივიწყებთ, ჩვენ თავს ვარსკვლავებად ვთვლიდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც შამპანური მოგვიტანეს.ეს იყო საუკეთესო საშობაო საჩუქარი, ეკიპაჟი განსაკუთრებულად თბილად და მოწიწებით გვექცეოდა"-აღნიშნა ლორამ.



გოგონები მთელი რეისი განმავლობაში ფოტოებს იღებდნენ და თავს გრძნობდნენ როგორც ნამდვილი როკ-ვარსკვლავები.

imageimage


იხილეთ აგრეთვე:imageქეიფი ინგლისურად, რომელთან შედარებით ქართველებიც კი უსუსურ ბავშვებად გამოიყურებიან


ამერიკელი მამაკაცი ტურისტებს დასდევს და სელფის ჯოხს მაკრატლით უჭრის(ვიდეო)


10 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება

0
238
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0