x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაცმა ღმერთს სთხოვა მას და მის ცოლს როლები გაეცვალათ. ნახეთ რა მოხდა
რამდენი ბუზღუნა კაცს იტევს დედამიწა, რომლებიც დიასახლის ცოლებს წარა-მარა აყვედრიან იმას, თუ სამსახურში რამხელა შრომის გაწევა უწევთ და რომ ნერვების ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი. ხშირად იმასაც ნატრობენ, დიდი სიამოვნებით დაჯდებიან სახლში და გაუმკლავდებიან ოჯახურ საქმეებს, სანაცვლოდ თუ ცოლი იმუშავებს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ არა ნაკლები და უფრო მეტი ჯაფა რომ აწევთ ცოლებს, რომლებიც "სახლში ზიან".


image

ერთ დღეს, კაცის ნერვებმა, რომლის ცხოვრება სამსახური-სახლი, ამ ყოველდღიურობით იყო მოცული, პიკს მიაღწია და დიდი თხოვნით მიმართა ღმერთს:


- უფალო, მე ყოველ დღე ვმუშაობ და დამღლელ საქმეს მთელი 8 საათის განმავლობაში ვართმევ თავს, ჩემი მეუღლე კი სახლში ზის და მინდა გააცნობიერებინო რა დამღლელი და აუტანელია ჩემი ყოფა და ჩემს ტყავში ცხოვრება.



მოწყალე ღმერთმა შეასრულა სასოწარკვეთილი კაცის სურვილი და მეორე დილას ქმარმა ცოლის, ხოლო ცოლმა კი ქმრის სხეულში გაიღვიძა.


ცოლად გარდაქმნილი ქმარი უთენია ადგა და მოამზადა სადილი დიასახლისი ქმრისთვის, შემდეგ გააღვიძა ბავშვები, ასაუზმა სკოლაში წასვლამდე, გაამზადა ისინი, ჩაულაგა ჩანთაში სკოლის დასვენებაზე წასახემსებელი ნობათი და წაიყვანა სკოლაში. სკოლიდან კი გზად შეიარა ბანკში, გადაიხადა გასადასახადები, ქიმწმენდიდან წამოიღო ნივთები, გაიარა სურსათში და შეიძინა საჭირო პროდუქტები. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდა სახლში, დააბინავა პროდუქტები, დაახარისხა გადახდის ქვითრები, გამოიცვალა, დაბანა ძაღლები და მიხვდა, რომ დაიღალა, შეხედა საათს- უკვე შუა დღე მოსულიყო. სასწრაფოდ აალაგა საწოლები, მტვერსასრუტით გაწმინდა ხალიჩები, მოწმინდა სამზარეულოს იატაკი, ჩართო სარეცხის მანქანა, დარეცხა ჭურჭელი, გააკეთა სადილი, გაფინა სარეცხი და სკოლაში გაიქცა ბავშვების მოსაყვანად. სახლში დაბრუნებულმა ასადილა ბავშვები, ამეცადინა, შემდეგ ჩამოხსნა სარეცხი და მოამზადა გასაუთოვებლად, პარალელურად კი ჩართო ტელევიზორი.


16:30 საათზე მან დათალა კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, მოხარშა ლობიო და გააკეთა ღორის ხორცის ჩაშუშული. როდესაც ივახშმა ოჯახმა, ის გაიქცა სამზარეულოში, მიალაგა იქაურობა, დარეცხა ჭურჭელი, დაბანა ბავშვები და დააწვინა დასაძინებლად.


21:00 საათზე უკვე ისეთი დაღლილი იყო, რომ საწოლამდე ძლივს მილასლასდა და გაიხადა, დაწვა დასაძინებლად, თუმცა ვინ აცადა, მის ქმარს მოსიყვარულება მოუნდა და ცოლის ვალიც მოიხადა.


დილით გაღვიძებისთანავე შესჩივლა ღმერთს:


- ღმერთო, არ ვიცოდი რას ვამბობდი გასულ დღეს, ტყუილად წარმომედგინა, რომ ცოლს ჩემზე ნაკლები ჯაფა აქვს, გთხოვ, გთხოვ ყველაფერი დაუბრუნო თავის ადგილს.


ბრძენმა უფალმა უპასუხა:


* შვილო ჩემო, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველაფერი გააცნობიერე და აითვისე, მაგრამ 9 თვის მანძილზე ვერაფერს შევცვლი, წუხელ შენ დაორსულდი.


image




იხილეთ აგრეთვე:


* ორმა ძმამ იყიდა ქალის ტამპონი- გაინტერესებთ რისთვის? (ბევრს იხალისებთ)

* შვილის წერილი, რომელმაც მამა შოკში ჩააგდო- რა ეწერა?
* ათეისტი დალაქი და სიტყვა მოსწრებული "კლიენტი"
* აი როგორ მუშაობს ქალური ლოგიკა- ბევრს იხალისებთ
* იგავი, რომელიც "დღევანდელი უმეტესობის" პირდაპირ ასლია
* შვილის მოსწრებული პასუხი ამპარტავან მამას- იგავი, რომელიც ბევრ მშობელს დააფიქრებს
* მოხერხებულმა ცოლმა ქმრის ანდერძი გენიალურად შეასრულა
* საოცარი იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე
* სოფლელი ბიჭის ამაღელვებელი წერილი ქალაქელებს
* ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...
* რატომ ეთვლება ჩინელ ბიჭს საქართველოში ნაკლად ის, რაზე უარესსაც ქართველები სჩადიან უცხოეთში.
* მოხერხებული მშობლები.
* ბავშვის თვალით დანახული სიბრძნე სიყვარულზე.

1
459
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
459
  
2016, 24 დეკემბერი, 11:51
:D:D:D:D:D:დ ჰაჰჰააააააა
0 1 1