x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ფალსიფიცირებული მინერალური წყალი - როგორ გავარჩიოთ და რა ზიანი მოაქვს!
image
მინერალური წყალი ძალიან სასარგებო პროდუქტია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იყიდება: სუპერმარკეტებში, კიოსკებში, ბაზრობაზე. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ აღნიშნული პროდუქტი შეიძლება რაიმე საფრთხეს შეიცავდეს, მაგრამ სამწუხაროდ, პოპულარული მინერალური სასმელის ფალსიფიცირების შემთხვევები ძალიან ხშირია.


ყველაზე ხშირად საქმე გვაქვს ე.წ. აღდგენილ წყალთან - ბუნებრივი მინერალური წყლის იმიტაციასთან, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ წყალს, რომელშიც ხელოვნურად არის დამატებული მარილები. არავინ ამტკიცებს იმას, რომ ამგვარი სასმელის მიღება თქვენს ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ბუნებრივი წყაროდან მოპოვებული პროდუქტისთვის დამახასიათებელი მიკროელემენტების ბალანსის მიღწევას ფალსიფიკატორები ვერაფრით მოახერხებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელი, ვერ მიიღებთ სარგებელს, რომელიც მხოლოდ ნამდვილი მინერალური წყლისთვის არის დამახასიათებელი. მარილებით ხელოვნურად გამდიდრებული წყალი, რომელიც ჩვეულებრივი არტეზიული ჭიდან, წყაროდან თუ ონკანიდან არის აღებული, შეიძლება ჩაითვალოს სასმელად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მინერალურად! ამიტომ, თუ ბოთლის ეტიკეტზე არის წარწერა: "სუფთა", "ნატურალური", ან "ბუნებრივი", ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე აუცილებლად მინერალურთან გვაქვს. ამგვარი წყალი მხოლოდ წყურვილის მოკვლაში თუ დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კუსტარული წარმოების დროს, როგოც წესი, ჰიგიენური პირობების დაცვა ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება, რაც უკვე ზალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.


image

ნამდვილი მინერალური წყალი უშუალოდ ბოთლებში უნდა ჩამოისხას მაშინვე, რგორც კი წყაროდან (მიწისზედა თუ მიწისქვეშა) მისი აღება მოხდება., შესაბამისად, არანაირ გადამუშავებას და დახუფვამდე შენახვას არ ექვემდებარება.



ჩვეულებრივ, ფალსიფიკატორები იძულებული არიან კუსტარულ პირობებში იმუშავონ, ამიტომ ხშირ შემთხვევეაში ყალბი მინერალური წყლის ამოცნობა ბოთლის გარეგნული დათვალიერებითაც შეიძლება: არასაკმარისად სუფთა ბოთლი, უხარისხო ან უხარისხოდ დაკრული ეტიკეტი, ტექსტი ან ნახატი, რომელიც ძალიან ბუნდოვანია, არასწორად დახურული თავსახური.

image

შედარებით ძნელია მინის ტარის გაყალბება, ამიტომ თუ თქვენი საყვარელი მინერალური სასმელი მინის ბოთლებშიც გამოდის, თავის დაზღვევის მიზნით უმჯობესია სწორედ მინის ჭურჭლით შეიძინოთ.


ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მინერალური წყლის ფასს - თუ იგი საეჭვოდ დაბალია, უმჯობესია შეძენისგან თავი შეიკავოთ.

image

ყურადღებით უნდა გავეცნოთ ეტიკეტზე არსებულ წარწერასაც: იგი უნდა შეიცავდეს არა მხოლდ მინერალური წყლის დასახელებას, არამედ ასევე უნდა იყო მითითებული ჯგუფი, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი მიეკუთვნება (სულფატ-მაგნიუმის, ნატრიუმის და ა.შ.), სტანდარტი, იმპორტირებული პროდუქტისთვის იმპორტიორის ზუსტი მისამართი, მინერალიზაციის ხარისხი და მოხმარების წესი. ყოველ ბოთლზე უნდა იყოს დატანილი ბუნებრივი წყაროს ადგილმდებარეობა, ჩამოსხმის თარიღი და შენახვის ვადა.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შამპანური ფალსიფიცირებულისგან - ნუ მოტყუვდებით!

image

2. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით!

image

3. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან (+ვიდეოგაკვეთილი)

image

4. რძე - როგორ აყალბებენ და როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებულია თუ არა!

image

5. აუცილებლად შეამოწმეთ ეს, როცა ბოთლით წყალს ყიდულობთ!

image

0
2505
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0