x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
რატომ არ უნდა განათავსოთ თქვენი შვილის ფოტოები ინტერნეტში
image
ალბათ ყველას გყავთ ოჯახში ბავშვები ან თქვენს ახლობლებს ყავთ შვილები ან შვილიშვილები... და კიდევ, ყველას აქვს უკვე ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან წვდომა...

მაგრამ ჩვენი ნაცნობებისა და მეგობრების გარდა თქვენს სოციალურ ქსელებთან წვდომა თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც აქვთ, რომელთა შორის ბევრი არაადეკვატური და ბოროტი პიროვნებაც არის.


გაითვალისწინეთ რჩევები, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი ახლობლის ბავშვები:


1. არ განათავსოთ ფოტოები, რომელზეც თქვენი შვილი სხვა ბავშვებთან ერთად არის გადაღებული.



შეეცადეთ მიიღოთ ჯერ მათი მშობლებისგან ფოტოს ატვირთვის უფლება, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნება და უკიდურეს შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ საჩივარიც კი;


2. არ აღნიშნოთ ფოტოზე სკოლის ადგილ-მდებარეობა, რომელშიც თქვენი შვილი სწავლობს.

მშობლები მიჩვეულები არიან, რომ სკოლა ჩათვალონ უსაფრთხო ადგილად მათი შვილებისთვის(ოჯახის მერე), მაგრამ უცხო ადამიანმა ეს შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს;


3. არასოდეს არ ატვირთოთ თქვენი ავტომობილის ფოტო სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეთ რომ ფოტოზე არ ჩანდეს მანქანის ნომერი და სერია;


4. თუკი თქვენ უღებთ ბავშვს ფოტოს სმარტფონით ან პლანშეტით, აუცილებლად გამორთეთ geolocation-ის ფუნქცია ან წაშალეთ მონაცემები.

GPS-ის მონაცემები შესაძლოა შენახული იქნეს ფაილებში, ამიტომ ფოტოს ატვირთვის დროს შეამოწმეთ.


5. ნურასდროს ატვირთავთ ნახევრადშიშველი ბავშვების ფოტოებს!

ინტერნეტი სავსეა უამრავი ავადმყოფი მანიაკებით და პედოფილებით. ნუ გამოკვებავთ მათ!


6. არ ატვირთოთ ბავშვის ფოტოები, რომლითაც ადვილად დასადგენი იქნება თუ სად ატარებს იგი თავისუფალ დროს.


აგრეთვე ის სურათები, რომელზეც ჩანს სახლის მისამართები ან ადგილმდებარება, სადაც ხშირად იმყოფება თქვენი შვილი.


7. ნუ გამოაქვეყნებთ ისეთ სურათებს, რომელიც თქვენს შვილს მომავალში უხერხულობას შეუქმნის.

თქვენი შვილის პირად ცხოვრებას სათუთად მოექეცით!


გახსოვდეთ, როდესაც თქვენ ტვირთავთ თქვენი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში თუნდაც მხოლოდ მეგობრებისთვის, თქვენ უკვე მას ხდით საჯაროს და მისაწვდომს და როგორც არ უნდა ეცადოთ მას ვეღარ ამოშლით ინტერნეტიდან.


image

0
177
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0