x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
დაორსულების 16 მოულოდნელი გზა, რაც თქვენ არ იცოდით!
ხარ გაფრთხილებული - ნიშნავს, ხარ შეიარაღებული.


1. მისცე უფლება შევიდეს „უკანა კარებში“ დაცვის გარეშე, ამგვარად დაფეხმძიმება შესაძლებელია.
image
როგორ? შესვლისას, უფრო სწორად კი დამთავრებისას, სპერმა ყოველთვის
შიგ არ რჩება - მას შეუძლია გადმოვიდეს და დანიშნულების ადგილზე მოხვდეს.


2. პრეზერვატივის კბილებით გახსნა.

imageმხოლოდ ორი სიტყვა - არ იჩქაროთ. პრეზერვატივის კბილებით გახსნისას თქვენ შემთხვევით შეგიძლიათ მისი დაზიანება, რაც აშკარად მიგიყვანთ შედეგამდე.


3. სქესობრივი აქტის იმიტაცია ტანსაცმლით.
image

გაოცდით? დიახ, ეს შესაძლებელია, თუ მას მხოლოდ ქვედა საცვალი აცვია. სპერმას შეუძლია გადმოიღვაროს საცვლის თავისუფალი სივრციდან და მოხვდეს ვაგინაში.

4. თქვენ შეიძლება დაორსულდეთ მაშინაც კი, თუ უკვე ხართ ორსულად.


image
ასეთ მოვლენას მედიცინაში სუპერფეტაცია ეწოდება - როდესაც მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ორსულობის დაწყების შემდგომ პერიოდში ხდება.


5. ზეთოვან ფუძეზე დამზადებული საპოხი საშუალება.

image

პრეზერვატივისთვის ასეთი საპოხის გამოყენება არ შეიძლება - ის ამით შეიძლება დაზიანდეს მიკროსკოპული ხვრელების წარმოქმნის გამო.


6. აბაზანაში ერთობლივი გართობისას.

image

ასეთი რამ ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდება. თუ თქვენმა პარტნიორმა წყალში დაასრულა, არსებობს დაორსულების ალბათობა.


7. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარული მიღების დროსაც კი შესაძლებელია დაფეხმძიმება.

image

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს თქვენ არ დაორსულდებით 99 %-ით, მაგრამ ყოველთვის არსებობს ეს 1 %.

8. „წებოვანი“ ხელები.

image

თუ მან ცოტა ხნის წინ მოათავა და არ დაიბანა ხელები და ამავე თითებით შეძვრა შიგნით, მაშის სავსებით შესაძლებელია დაორსულება.


9. პრეზერვატივის წვერში თუ არ დატოვებთ სივრცეს.

image

თუ პრეზერვატივის წვერში არ დატოვებთ თავისუფალ სივრცეს, მაშინ სპერმას შეუძლია პრეზერვატივის გვერდებიდან გადმოვიდეს.


10. სექსი გქონდეს მამაკაცთან, რომელმაც ეხლახანს გაიკეთა ვაზექტომია.


image

იმისათვის, რომ დაუცველი სექსი გქონდეთ მამაკაცთან, რომელმაც ვაზექტომია ახლახანს გაიკეთა და არ შეგეშინდეთ დაორსულების, დროის რაღაც მონაკვთი უნდა იყოს გასული. რის შემდეგაც პარტნიორმა უნდა ჩააბაროს ანალიზი განაყოფიერებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ არ იფიქროთ თავდაცვაზე ( თუმცა ეს მეთოდიც არ არის 100 %-იანი).


11. ქალის სტერილიზაცია - კვერცხსავალი მილების გადაკვანძვა.

image

აქაც იგივე ხდება, რაც ვაზექტომიის დროს. დაორსულების 1 % მაინც არსებობს.


12. დაკავდეთ სექსით კრიტიკულ დღეებში.


image
სპერმატოზოიდები ხუთი დღის მანძილზე არიან აქტიურები! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ სექსი გქონდათ კრიტიკული დღეების დასასრულს, მაშინ შანსი გაქვთ დაორსულდეთ.


13. წამლის დალევა დაუცველი სექსის შემდეგ.



image
ექსტრემალური კონტრაცეპცია ამცირებს დაფეხმძიმების შესაძლებლობას, ამცირებს, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს. თუ თქვენ წამალი 24 საათის განმავლობაში მიიღეთ, ის ეფექტურია მხოლოდ 95 %-ით. მაგრამ, რაც მეტი დროა გასული დაუცველი სექსუალური აქტიდან, მით ნაკლებია მოცემული კონტრაცეპციის ეფექტურობის პროცენტი.


14. ვადაგასული პრეზერვატივის გამოყენება.

image

დროთა განმავლობაში ლატექსმა, რისგანაც პრეზერვატივია დამზადებული, შეიძლება ელასტიურობა დაკარგოს და გაიხეს სქესობრივი აქტის დროს.


15. საკუთარი ნაყოფიერების პერიოდის გამოთვლა.

image

თავდაცვის ასეთი მეთოდი არ არის იმის გარანტია, რომ თქვენ არ დაორსულდებით. დაიმახსოვრეთ. სპერმატოზოიდები ხუთი დღე ინარჩუნებენ აქტივობას და ეს პერიოდი შეიძლება თქვენი ოვულაციის პერიოდს დაემთხვეს.


16. დაუცველი სექსი ძუძუთი კვების დროს.

image

ძუძუთი კვება _ თავდაცვის 100 %-იანი საშუალება არ არის. რა თქმა უნდა ძუძუთი კვების დროს გამოყოფილი ჰორმონები ოვულაციას ახშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაფეხმძიმებას ვერ შეძლებთ.


იხილეთ ასევე:


1. საყვარელი რატომ არის უფრო სექსუალური, ვიდრე ქმარი?


2. გაცნობაზე უარის გამო გოგონა მდინარეში გადააგდეს!


3. ჯგუფური გაუპატიურება _წლის ხმაურიანი სკანდალი! ცნობილი მსახიობი ძალადობის მსხვერპლია!


4. ქალიშვილობის დაკარგვამდე და მერე რა უნდა იცოდეთ გოგონებო!


5. ძველად ეროტიკა არ იყოო არ მითხრათ... ფერწერის 22 შედევრი


6. ქალიშვილმა შემთხვევით გაიგო, რომ დედას საყვარელი ჰყავს. ამ დროს რეკავს მამა...


7. ესთეტიკური ორგაზმი: 20 ზემაცდური გოგონა...


8. ექსგიბიციონისტის აღსარება. აი რატომ აჩვენებენ ისინი სახალხოდ თავიანთ „სიამაყეს“! (+12)


9. გინეკოლოგების 12 საიდუმლო, რომელსაც არცერთი მათგანი არ აღიარებს


10. “პორნო-ოსკარი _ 2016“-ის დაჯილდოვება. 20 ფოტო წლის ყველაზე ცხელი ცერემონიიდან!

6
13652
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
13652
  
2020, 8 აპრილი, 16:42
ერტხელ მქონდა სექსი და სემთხვევით შიგნით გავუთავე და თუ იცი დაორსულდება
2020, 6 თებერვალი, 23:51
არაა სულელური, ციკლის დამთავრებიდან 12 დღის განმავლობაში. გამოცდილი ექიმის რჩევაა, ჩემი არ გეგონოთ. :)
2020, 6 თებერვალი, 22:38
გამარჯობათ . ერთი სულელური კითხვა მაქვს :D თუ ციკლი დავამთავრე 3 რიცხვში დაორსულების დღეები რა რიცხვიდან ითვლება? ზუსტად ვინც იცის იმან მომწეროს ;)
2016, 23 დეკემბერი, 15:16
საინტერესოცაა და სახალისოც, ისე ლამაზად აქვს ავტორს სტატია დაწერილი :)
2016, 23 დეკემბერი, 13:59
მხოლოდ ერთ რაღაცაში ვერ დავეთანხმები სტატიას მაგალითებიდან, კრიტიკულ დღეებში ჩვეულებრივ ხდება განაყოფიერება, თუმცა ნაკლები ალბათობით, მაგრამ სპერმატოზოიდები მხოლოდ 1 საათით არიან აქტიურები, მას შემდეგ იღუპებიან.
2016, 23 დეკემბერი, 13:55
Congratulations to return
0 1 6