x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიცია მსოფლიოში:ერთმანეთის ცემა-ტყეპა
imageშობა-ახალ წელს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებს იდენტური ტრადიციები აერთიანებს აუცილებელი ატრიბუტებით:ესაა საახალწლო ნაძვის ხე, ფეირვერკები, საჩუქრები, თოვლის პაპა, შამპანური და ა.შ.მაგრამ ამასთან ერთად ყოველ ქვეყანას თუ კუთხეს ახასიათებს ყველასგან განსხვავებული თვითმყოფადი რიტუალები.მაგალითად ჩილეში საახალწლოდ ნათესავ-მეგობრების საფლავზე გადიან, დანიაში ჭურჭელს ამტვრევენ, ჩრდილეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კოცონს ანთებენ და ძველ ავეჯს და უსარგებლო ნივთებს წვავენ.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ძალზე საშიშია ახალი წლის ღამეს ქუჩაში სიარული, რადგან შესაძლოა თავში ძველი საწოლი ან ტელევიზორი დაგეცეთ.ტრადიციის მიხედვით სარ-ის მაცხოვრებლები მაღალსართულიან კორპუსების ფანჯრებიდან პირდაპირ ქუჩაში ყრიან ძველ ნივთებს.


ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ტრადიციაზე უნდა მოგითხროთ, რომელიც ჩილეს ერთ პატარა სოფელში იმართება.

image

ტაკანაკუი-ასე ჰქვია ყოველწლიურ ტრადიციას, რომელიც ჩილეში, სოფელ სანტო-ტომასში იმართება.



25 დეკემბერს სოფლის ყველა მაცხოვრებელი იკრიბება, მიდის სმა-ჭამა, ცეკვა და ბოლოს ერთმანეთის ცემა-ტყეპა.მონაწილეობს ყველა:კაცი, ქალი, ბავშვი და მოხუციც კი.მოკლედ მთელი წლის დაგროვილი წყენა წარსულს უნდა ჩაბარდეს:ვიღაცამ ვიღაცას თხა მოპარა, ვიღაცამ ნათესები გაუფუჭა, ან მჟავე ლუდი დაალევინა.


ჩხუბს თავის წესები აქვს, არ შეიძლება ძირს დაცემულს დაარტყა და არ შეიძლება ჩხუბის დამთავრების შემდეგ წყენის შენახვა, რევანშისთვის მომავალ წელს მოგეცემა....შემდგომ ვნებები ნელ-ნელა ცხრება და გრძელდება დროს ტარება.


image

image



იხილეთ აგრეთვე:imageყველაზე საშინელი საახალწლო რეკლამა(ვიდეო)


ანა ლაშხელი ონიანი: იმედია ჩვენი ძალიან დახვეწილი და მოდერნიზებული საზოგადოება ქვების სროლას არ დამიწყებს


საუკეთესო საახალწლო-საშობაო სიმღერები, რომლებიც თქვენს საზეიმო სუფრას დაამშვენებს

1
130
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
2016, 23 დეკემბერი, 15:21
წარსულის მავნე გადმონაშტი :)
0 1 1