x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დამჭკნარი, გამოუსადეგარი და უფუნქციო, არათუ ადამიანებს, ბუნებასაც აღარ უნდიხარ!




სამყაროში,
მრავალი შეუცნობელი არსებაა და მათ შორის ყველაზე მეტად ამოუცნობი, საკვირველი და განსაკუთრებული
ადამიანია. ხშირად მიფიქრია და მინატრია, … რომ ვყოფილიყავი ხელოვანი, როგორ გადმოვცემდი სათქმელს, რომელიც ჩემს
გულსა და გონებას აწუხებს ხოლმე. საგალობელს ვუსმენ და ისე ვწერ, თითქოს მეხმარება
არ დავტვირთო ეს მონათხრობი მუქი ფერებით. მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შემოქმედება,
ეს იქნება დაწერილი სიტყვები, ჩაცმულობა, გამომეტყველება, ნახატი თუ სხვა, ადამიანის
შინაგან განწყობას, მის დარდს აჩვენებს. კარგია, როცა შეგიძლია გამოხატო ისე, რომ სხვას
არ ავნო, პირიქით შენი გულიდან ამოთქმულით
დააფიქრო და აარიდო ცუდს. იცით? თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორი
ადამიანიც არ უნდა იყო, ალბათ გვქონია მომენტი, როცა ფიქრობ რომ შენ არავინ ხარ, როცა ფიქრობ, რომ შენი გული ამოგგლიჯეს და
ამით სანახაობა მოაწყვეს მთელი სამყაროს წინაშე. ერთია ფიქრობდე ამას და მეორეა გრძნობდე.



დღევანდელ ყოფით ცხოვრებაში, ისინი ვინც ერთგვარი მაცოცხლებელი
ძალაა შენი არსებობისთვის, ისინი ვინც შენს ცხოვრებას დაუკავშირე იმიტომ რომ მათთან
ერთად გინდა ეზიარო ბედნიერებას, სიყვარულს, დიდ სიხარულს, სითბოს, სიცოცხლის სურვილი
გაიმძაფრო, ისინი ვინც სტიმულს გაძლევენ გააგრძელო არსებობა, ისინი ვინც უბრალოდ არ
მოგცემენ უფლებას მოიწყინო, ცუდად იყო, ისინი ვინც შენ ხარ და ერთნი ხართ, დღეს ისინი
სხვანაირები არიან, დღეს ისინი შენს გვერდით არიან, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ
ამპლუაში, დღეს მათთვის შენ მხოლოდ შენ ხარ და არა „ჩვენ.“ ადამიანის საქციელზე გულის
გამხარებელი და გულის მომკვლელი არაფერია. ყველას, ყველას ცხოვრებაში, თითოეული თქვენგანის
ცხოვრებაშია ის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელმაც გიმუხთლათ, ეს ძალიან მაგარი გაკვეთილია,
მთავარია გაუძლო! და თუ ვერ უძლებ?! მაშინ უნდა შეიცვალო და თუ ეს უკანასკნელიც არ
შეგიძლია, უნდა ეცადო ტკვილი სხვას არ აჩვენო, თავს არ მოახვიო, მაგრამ შენი სიცოცხლის
ყვავილი ისე სწრაფად დაჭკნება და გამოიფიტება, უკან რომ მოიხედავ არავინ დაგხვდება!
დამჭკნარი, გამოუსადეგარი და უფუნქციო, არათუ ადამიანებს, ბუნებასაც აღარ უნდიხარ! image

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0